x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
18 ყველაზე ლამაზი მსახიობი ქალები ვენესუელადან

წარმოგიდგენთ 18 ყველაზე ლამაზ მსახიობ ქალებს ვენესუელადაან, რომლებმაც პოპულარობა სერიალების დახმარებით მოიპოვეს. ვენესუელური სერიალები ბევრმა ქართველმა მაყურებელმაც შეიყვარა.
ასევე არავისთვისაა საიდუმლო ისიც, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვენესუელელმა ქალებმა 17-ჯერ მოიპოვეს "ყველაზე ლამაზი ქალის ტიტული". ჩემ ჩამონათვალში ბევრია სილამაზის კონკურსის მონაწილეები, რომლებიც სილამაზის კონკურსის შემდეგ სერიალის წარმატებული მსახიობები გახდნენ. ჩამონათვალში გათვალისწინებულია მხოლოდ სილამაზე და ფოტოგენურობა. მსახიობური ნიჭი არ გავითვალისწინე.

18. გაბრიელა ვერგარა- დაიბადა 29 მაისს 1974 წ. კარაკასში, სერიალები: "შორსაა როგორც ქარი", "სიყვარულის გზები", "მებაღის ქალიშვილი", "მეორე მე", "შტორმი", "სიყვარულს არ აქვს ფასი".
image

17. დანიელა ალვარადო - დაიბადა 23 ოქტომბერს 1981 წ. სერიალები: "პატარა ქალები", "ცოდვილი ანხელიკა", "ქალიშვილი", "მილიონერთან ქორწინება", "იდეალური კაცის ძებნაში"
image

16. გრესია ქოლმენარესი - დაიბადა 7 დეკემბერს 1962 წ. ვალენსიაში, მამით ვენესუელელი, სერიალები: "გოგონა სახელად ბედი", "ვნებები", "გრესია", "ტოპაზი", "როზალინდა", "მარიანელა", " დღე, როდესაც მე შენ შემიყვარებ", "სიყვარულის ერთგულება", "სიყვარულის სანაცვლოდ".
image

15. მონიკა სპეარი - დაიბადა 1 ოქტომბერს 1984 წ. ზულიაში (ვენესუელა), გარდაიცვალა 6 ნოემბერს 2014 წ. მის ვენესუელა-2004, მის მსოფლიო-2005, სერიალები: "მოსაზრება", "ჩემი ბიძაშვილი ელა", "მთვარის ქუჩა, მზის ქუჩა", "იდეალური ქალი", "ველური ყვავილი"
image

14. მირელა მენდოსა - დაიბადა 23 სექტემბერს 1979 წ. სერიალები: "ამოუცნობი ქალი", "ჩემი სამი და", "გაუმარჯოს პეპას", "იუდას ცოლი", "მილიონერთან ქორწინება"
image

13. ასტრიდ კოროლინა ერარა - დაიბადა 23 ივლისს 1963 წ. კარაკასში, გამარჯვებული კონკურსებში "მის ვენესუელა" და "მის მსოფლიო". სერიალები: "ჩემის სული", "დაჭრილი მგელი", "ღვთაებრივად დაბადება", "სიყვარულის საიდუმლო", "იუდას ცოლი"
image

12. პატრისია ველასკესი - დაიბადა 31 იანვარს 1971 წ. მარაკაიბოში, მიიღო მონაწილეობა კონკურს "მის ვენესუელაში", მაგრამ დაიკავა მხოლოდ მე-7 ადგილი, ფილმები: "მუმია", "იაგუარი", "გონებაზე მონადირე", სერიალი: "ფიდელი"
image

11. მარჯოი დე სოუსა - დაიბადა 23 აპრილს 1980 წ. კარაკასში, მოდელი და მსახიობი, იღებდა მონაწილეობას კონკურსში "მის ვენესუელა", სერიალები: "ცოლ ქმრად გაცხადებთ", "ნაყიდი სიყვარული", "ქალები ომის ბილიკებზე", "მე ბებერი ვარ?", "ცოდვილი".image

10. მარიანელა გონსალესი - დაიბადა 23 ივლისს 1978 წ. კარაკასში, მსახიობი და მოდელი, სერიალები: "ჩემი ლამაზი პუტკუნა", "შეტევა სიყვარულზე", "ლამაზი არ დაიბადო", "უცნაური ანასტასია".
image

9. ეილინ აბადი - დაიბადა 15 ნოემბერს 1973 წ. კარაკასში, "მის ვენესუელა" და "მის მსოფლიო", სერიალები: "ჩემი ცხოვრების სიყვარული", "მოუწესრიგებელი გოგონა", "აკრძალული კოცნა", "ცოდვილი ანხელიკა", "სიყვარულის საიდუმლოებები"
image

8. ესტეფანია ლოპესი - დაიბადა 31 აგვისტოს 1983 წ. კარაკასში, სერიალები: "ჩემი სამი და", "იუდას ცოლი", "ქორწინება მილიონერთან", "ქალი შარვალში", "სიყვარულის რეცეპტები", "მთვარის ქუჩა, მზის ქუჩა".
image

7. კიარა - დაიბადა 14 მაისს 1963 წ. ბარკისიმენტოში (ვენესუელა), ცნობილი პოპ-დივა, მოქმედი ადვოკატი და მსახიობი, სერიალები: "იდეალური კაცის ძებნაში", "მაკარენა", "გულების დედოფალი", "სავსე მთვარის საყვარლები", "სიყვარულის ღვინო", "უცნაური ანასტასია"
image

6. სკარლეტ ორტისი - დაიბადა 12 მარტს 1974 წ. კარაკასში (ვენესუელა), სერიალები: "ლოვიზნა", "ჩემი სამი და", "ლუიზა-ფერნანდა", "ყველაფერი კამილას შესახებ", "ყველა შეყვარებულია მერლინზე", "ჩემი ბედი - შენ ხარ".
image

5. გაბი ესპინო - დაიბადა 15 ნოემბერი 1976 წ. კარაკასში, სერიალები: "სასტიკი სამყარო", "იდეალური კაცის ძებნაში", "სახელად ლუნა", "რებეკა", "გონსალესების ოჯახი", "ქალები ომის ბილიკზე", "სავსე მთვარის საყვარლები", "მოსიყვარულე გული".
image

4. ემა რაბე - დაიბადა 18 აპრილს 1969 წ. ოტავაში, კანადაში, 1988 წელს გახდა "მის ვენესუელა" და "მის მსოფლიო", სერიალები: "რევანში", "გულების დედოფალი", "ცოდვილი სიყვარული", "საშიში", "ყველაზე ლამაზი", "სიყვარულის მაგია", "ჩემი ლამაზი პუტკუნა".
image

3. ნორკის ბატისტა - დაიბადა 30 აგვისტოს 1977 წ. კარაკასში, ტიტულები: "მის ვენესუელა", "მის ფოტოგენურობა". გახდა პრემიის მფლობელი ყველაზე ლამაზი ღიმილის და ყველაზე ლამაზი სახის გამო. ის გავიდა ფინალში კონკურს "მის ლათინაში" და ურუგვაიში მიიღო "მის ატლანტიკის" სახელი, სერიალები: "ჩემი ლამაზი პუტკუნა", "ქალიშვილი", "უცნაური ანასტასია", "სიყვარული თითებიდან", "13 წუთი", "ეს იქაა", "ველური ყვავილი"
image

2. გაბრიელა სპანიკი - დაიბადა 10 დეკემბერს 1973 წ. ვენესუელაში, მისი მამა წარმოშობით ხორვატია, მიიღო "მის ვენესუელა-1992"-ის სახელი, სერიალები: "მხოლოდ შენ", "როგორიც შენ ხარ ისეთი უკვე აღარავინაა", "ტყვე ქალი", "ვნებების მიწა", "შენი სიყვარულის მფლობელი".
image

1. ჩიკინკირა დელგადო - დაიბადა 7 აგვისტოს 1972 წ. მარაკაიბოში, ტელეწამყვანი, ფოტომოდელი და მსახიობი, პირველი "ვიცე-მის ვენესუელა-1990", სერიალები: "სტუდია 30", "ლამაზმანი", "მამბო და კანელა", "მარია როსა, მინახე ცოლი", "კალიპსო".
image

იმედია დაგაინტერესათ.
























0
880
1-ს მოსწონს
ავტორი:ენრი დიასამიძე
ენრი დიასამიძე
880
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0