x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
6 რამ, რაც აუცილებლად უნდა იყოს მამლის წლის ნაძვის ხეზე - გახადეთ 2017 წელი წარმატებული!
image
ახალ წლამდე რამდენიმე დღეღა დარჩა და ნაძვის ხის მორთვის დროც დადგა. როგორც იცით, 2017 წელს, წითელ მაიმუნს ცეცხლოვანი მამალი შეცვლის, ამიტომ მისი გახარება არა მხოლოდ შესაფერისი სუფრითა და საჩუქრებით არის საჭირო, არამედ ნაძვის ხითაც. არსებობს რამდენიმე წესი, რომელიც მამლის წლიწადის შესახვედრად უნდა გავითვალისწინოთ.


1. ახალი წლის ლამაზმანი ოთახის შუაში უნდა იდგას.


image

2. 2017 წლის მთავარი ფერი არის წითელი, ასევე ყვითლის ოქროსფერის, ნარინჯისფერის ყველა ტონალობა. წითელისა და ოქროსფერის შეხამება - ეს არის სიმდიდრისა და ფუფუნების, ჰარმონიის განსახიერება. ცეცხლოვანი მამლის წელიწადისთვის ნაძვის ხის გაფორმებაშიც უმჯობესია თუ სწორედ ამ ფერთა გამას გამოვიყენებთ.



image

აუცილებელია ნაძვის ხის ტოტებზე დეკორატიული ფულის მონეტების დაკიდება. ითვლება, რომ ამ შემთხვევაში მომავალი წელი მდიდარი და უხვი ინება.


image
იმისათვის, რომ დამდეგი წელი ხვავი და ბარაქიანი იყოს, ნაძვის ხის ქვეშ და საახალწლო სუფრაზე ხორბლის რამდენიმე თავთავი ან პატარა ტომარაში ჩაყრილი ხორბალი დადეთ.


image
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მინიმალიზმის მიმდევარი ხართ, დამდეგ ახალ წელს უმჯობესია უხვად შემკული, კაშკაშა ნაძვის ხით შეხვდეთ. რაც უფრო უხვად შემკული იქნება ახალი წლის დედოფალი, მით უხვი იქნება მამლის წელიც. რაც შეიძლება მეტი წვიმა, სათამაშო, გირლანდა და ა.შ.


image
ნაძვის ხის თავზე უმჯობესია დიდი ზომის მამლის ფორმის სათამაშო გამოიყენოთ, ტოტებზე კი რამდენიმე, ქათმის ფორმის სათამაშოც ჩამოკიდეთ - ასეთი მორთულობა გაახარებს მამალს და 2017 წელს წარმატებას მოგიტანთ.


image

მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა მასალისგან არის დამზადებული სათამაშო მამალი. ბროლი და ფაიფური ნეგატიური ენერგიის დადებითად გარდაქმნას ახდენს. მეტალისგან დამზადებული ფიგურა ცოლ-ქმრული ერთგულებისა და სიმდიდრის ნიშანია. ხის ფიგურა კი სახლში სიმშვიდესა და მშვიდობას შემოგიტანთ.

ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ ავუხსნათ ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს - მეთოდი, რომელმაც მთელი მსოფლიოს მშობლები აღაფრთოვანა!

image

2. 7 რამ, რაც არ უნდა გავაკეთოთ ახალ წელს - ეს ცუდის ნიშანია!

image

3. "მეკვლედ ნუღა მოდის დედაშენი, ხო ხედავ დედა გვე**ება"- საშობაო შეძახილები თბილისში

image

4. რატომ ვრთავთ საახალწლოდ ნაძვის ხეს და რატომ არის იგი ქრისტიანული შობის სიმბოლო

image

5. ტრადიციული საახალწლო ტკბილეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

image




0
8556
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
8556
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0