x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
როგორ გამოაშკარავეს მშობლებმა სერიული პედოფილი

imageდაახლოებით ერთი თვის წინ სან-პაულოში უცნობმა ადამიანმა 11 წლის გოგონას გაუგზავნა თავისი პენისის ფოტო თან დართული მისალმებით..გოგონა შეშინდა და მომხდარი ფაქტი დაუყონებლივ მშობლებს აცნობა.გოგონას დედინაცვალი არ დაიბნა და და გადაწყვიტა თვითონ გაგრძელებინა ინტერნეტით საუბარი უცნობ მამაკაცთან და სააშკარაოზე გამოეყვანა იგი.



ქალმა მამაკაცთან საუბარი დამოუკიდებლად გააგრძელა ბავშვის სახელით.


image

ვისთან ერთად ხარ პატარა პრინცესა?


მარტო ვარ

საძინებელში

შენ რა ქენი, წაშალე ფოტო ჩემო ანგელოზო?


კი წავშალე.

image


ცოტა ხნის საუბარის შემდეგ უცნობი გათავხედდა და "გოგონას" შემდეგი მიწერა:

image

შენ შიშველმა უნდა გადაიღო ფოტო

არ ვიცი როდის

მრცხვენია

მაშინ მარტო ტრუსებში

არ ვიცი, ადრე არასდროს გამიკეთებია.

image

რამდენიმე დღიანი საუბრის შემდეგ ბავშვის მამა და დედინაცვალი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, "პაემანის" დრო და ადგილი, რომელიც ბავშვის სახელით იყო განხორციელებული პოლიციას აცნობეს, რომელიც შორიახლოს უნდა ყოფილიყო ჩასაფრებული და პედოფილი ადგილზევე აეყვანათ, მაგრამ გეგმა ოდნავ სხვა გზით წარიმართა.

დანიშნულ ადგილზე შეამჩნიეს ახალგაზრდა მამაკაცი და მშობლები მისკენ ნაჩქარევად გაეშურნენ, სანამ პოლიცია აზრზე მოვიდოდა დედინაცვალმა ცნობისმოყვარე გამვლელების კითხვას სიტყვა "პედოფილით" უპასუხა...

დაახლოებით 10 კაცი ერთად სცემდა ახალგაზრდა კაცს, გოგონას მამას უნდოდა შეეჩერებინა აგრესია, მაგრამ უშედეგოდ, ამასობაში პოლიციაც მოცვივდა, თუმცა 28 წლის მაგრად ნაცემი მამაკაცი, რომლის გვარიც არ ხმაურდება ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად რამდენიმე მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათები და გროვა პრეზერვატივები ამოიღეს, როგორ ირკვევა "ეს "რანდევუ" პირველი არ იყო პედოფილისთვის და იმედია უკანასკნელი იქნება.

0
1023
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1023
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0