x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ჩინეთში დაიბადა ბიჭი, რომელსაც 31 თითი აქვს
image


ჩინეთში ერთ-ერთ ოჯახში დაიბადა ბიჭი 31 თითით. შოკში მყოფი მშობლები ამბობენ,

რომ ორსულობის დროს ანალიზები და ჩვენებები არ იძლეოდა მოვლენების ასე განვი -

თარების შესაძლებლობას.3 თვის პატარას სახელად ხონ ხონს ხელებზე აქვს 15 თითი


ხოლო ფეხებზე 16. ამის გარდა, მას ორი ხელის გული აქვს ორივე ხელზე ცერა თითე-

ბის გარეშე. ბავშვის მშობლები ეცადნენ ეპოვათ გამოსავალი შექმნილი მოულოდნელი

მდგომარეობიდან, ადგილობრივი ექიმები ცენტრალური ჩინეთის ხუნანის საავადმყოფო

დან, ამბობენ რომ ქირურგიული ოპერაცია იქნება ძალიან რთული.


image


პოლიდაქტილია-გადახრა, რომლის დროსაც ბავშვები იბადებიან დამატებითი თითებით

ხელებზე და ფეხებზე- ეს ხდება ათასში-ერთ ადამიანში, მაგრამ ასეთი დიდი რაოდენო-

ბით თითები გვხვდება ძალიან იშვიათად.


image


ხონ ხონის დედაც ასევე იტანჯება პოლიდაქტილიით და მასაც ზედმეტი თითები აქვს

ხელებზე და ფეხებზე. ის ნერვიულობდა, რომ ეს დეფექტი გადაეცემოდა თავის შვილს.

ამიტომ მრავალჯერ ჩაიტარა გამოკვლევები სამხრეთ ჩინეთის შენჟენის კლინიკაში.

როცა ის იყო ორსულობის შუა პერიოდში, მან ასევე მიმართა შენჟენის ფუციანის სამშო-

ბიარო კლინიკას, რათა ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაეტარებინა, მას უთხრეს, რომ

ბავშვს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.


image


წყვილმა, რომელიც ცხოვრობდა სოფელ ხუნანში აღმოაჩინეს, რომ პოლიდაქტილია მათ

შვილს უფრო მძიმე ფორმით აქვს, ვიდრე მის დედას, ორივე ფეხზე ხონ ხონს 8-8 თითი

აქვს, ხოლო ერთ ხელზე 8 - მეორეზე 7.


image


ლიუ ხონმა ხუნანის პროვინციის სახალხო საავადმყოფოს პედიატრიული ორთოპედიის

პროფესორმა, უთხრა ბავშვის მამას, რომ ოპერაცია იქნება ძალიან რთული. ბავშვი არის

ჯერ ძალიან პატარა, რათა მან გადაიტანოს ანესთეზია, მაგრამ მას მაინც მოუწევს გაი-

კეთოს ოპერაცია 1 წლიდან 1, 5 წლამდე. მას შემდეგ, რაც ბოლომდე ჩამოუყალიბდება

ძვლები. სამწუხაროდ ღარიბი ოჯახისთვის ამ ტიპის ოპერაცია ღირს ძალიან ძვირი. მათ

კი არ შეუძლიათ ამ ხარჯის გაღება. ამჟამად მშობლები ყველანაირად ცდილობენ რომ

შეაგროვონ ოპერაციის თანხები.

0
266
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0