x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთის ელჩის მკვლელობას

imageორშაბათ საღამოს თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე მოკლეს რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი.


რუსი დიპლომატი გამოფენაზე სიტყვით გამოსვლის დროს რამდენიმე გასროლით მოკლა ტერორისტმა.


როგორც თურქულმა და რუსულმა მხარემ განაცხადა, კარლოვის მკვლელობა არის პროვოკაცია, რომელიც მიზნად ემსახურება რუსულ-თურქული ურთიერთობის გაფუჭებას.


რა ვიცით მკვლელობის და მისი მოტივების შესახებ?

როგორც თურქეთის შსს მინისტრი სულეიმან სოილუ იუწყება, რუსეთის ელჩი მოკლა 22 წლის პოლიციელმა მევლუტ მერტ ალტინტაშმა.

სრულყოფილი მოტივი უცნობია, რადგან ალტინტაში პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს, თუმცა როგორც მოწმეები აცხადებენ მკვლელობის განხორციელების დროს ტერორისტი ყვიროდა:"არ დაგავიწყდეთ ალეპო, არ დაგავიწყდეთ სირია!!"..მან რამდენჯერმე წამოიძახა არაბულად "ალაჰ აკბარ".

image

ფოტოზე:რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი

image

მევლუტ მერტ ალტინტასი 1994 წლის 24 ივნისს დაიბადა აიდანში(სამხრეთ-დასავლეთი პროვინცია).

იზმირში დაამთავრა პოლიციის სკოლა, ორი წლის განმავლობაში მსახურობდა თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმში.

ერთი წყარო იტყობინება, რომ იგი თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე მცველი იყო, ხოლო სხვა წყაროს ცნობით იგი გამოფენაზე შეპარული იყო ვითომ და სტუმრის სტატუსით.

თურქეთის პოლიციამ დააკავა ალტინტასის ოჯახის წევრები:დედა, მამა და და, სახლში ჩატარდა ჩხრეკა.



როგორ იმოქმედებს ელჩის მკვლელობა სირიის ამბებზე?

ექსპერტი დომიტილა საგრამოსო(ლონდონი):"შემთხვევა არ გაამწვავებს ურთიერთობას რუსეთსა და თურქეთს შორის რადგან თურქულმა მხარემ მაშინვე განაცხადა, რომ ესაა ტერორისტული აქტი და გააძლიერებს რუსეთის საელჩოს დაცვას".

სარგომოსო ვარაუდობს, რომ რუსეთის რეაქცია უფრო სირიისკენ იქნება მიმართული:

"ვფიქრობ, რომ ისინი(რუსები) როგორც ყოველთვის ისე მოიქცევიან, -გააორმაგებენ სამხედრო ჩარევას, რომელიც სირიისთვის უფრო მძიმე შედეგებს მოიტანს."

ჯეიმს ნიქსი, რუსეთის და ევრაზიის საერთაშორისო ურთიერთობის თავმჯდომარე ეთანხმება სარგომოსოს და აცხადებს, რომ რუსეთის პასუხი თურქეთისკენ კი არ იქნება მიმართული, არამედ სირიისკენ.

"ამ ინციდენტმა შესაძლოა იმოქმედოს ალეპოდან დაგეგმილ ევაკუაციაზე, რუსეთი აქამდე მზად იყო დათმობებზე წასულიყო, ახლა კი საკითხი ბევრად უფრო მწვავედ დგას, რუსეთის სამხედროებმა შეიძლება შური იძიონ"-აცხადებს ნიქსი.

როგორ იმოქმედებს ეს ტერორისტული აქტი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე?

ჯეიმს ნიქსი აცხადებს, რომ რუსეთი ამ შემთხვევით ისარგებლებს და განაცხადებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ანკარასთან ერთად ჩვენ ერთ ბანაკში ვიმყოფებით.

"ვფიქრობ, რომ რუსეთი არ დაადანაშაულებს თურქეთს მომხდარ ფაქტში და შეეცდება მომხდარი მკვლელობიდან მაქსიმალური ხეირი ნახოს".

მეტიც, რუსეთი შეეცდება გამოიყენოს ეს ტრაგიკული შემთხვევა მისი პოლიტიკის მხარდაჭერისთვის სირიაში აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტისგანაც.

image

როგორი რეაგირება მოჰყვა მკვლელობას თურქულ სოციალურ ქსელებში?

აქ აზრი ორად არის გაყოფილი: ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები აკრიტიკებენ მთავრობას და მიაჩნიათ, ისინი ამ პოლიტიკით მოკავშირეებს კარგავენ, სირიის კონფლიქტის დასაწყისშივე ჯიჰადისტებს უჭერდნენ მხარს და ახლა ტერორისტები თავს თავისუფლად გრძნობენ, სადაც უნდათ იქ გადაადგილდებიან თურქეთის ტერიტორიაზე.

მეორე მხარეს მიჩნია, რომ ეს ყველაფერი დასავლეთის მოწყობილია, მათთვის არახელსაყრელი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა, მათ შორის სირიის საკითხშიც, ელჩზე თავდასხმა ესაა მცდელობა, რომ მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა გაფუჭდეს.

1
350
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
350
  
2016, 22 დეკემბერი, 19:20
როგორც წესი მაღალი რანგის დიპლომატის მკვლელობა მისი ქვეყნისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთი გართულებას მოერიდა და ორმაგი გამოძიება დაიწყეს, მკვლელობა კი ტერაქტად შეფასდა, რაც თურქეთის სახელმწიფოს ნაწილობრივ ხსნის პრობლემის სირთულეს.
დიპლომატის დაცვა კი იდიოტების ჯოგი ყოფილა...
0 1 1