x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Top -10 ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ

ადამიანის შესახებ, ამ 10 ფაქტის წაკითხვის შემდეგ, თქვენ მიხვდებით, თუ რა ცოტა რამ იცოდით აქამდე საკუთარი თავის შესახებ. რა თქმა უნდა, რაღაცას კი ხვდებოდით ან ვარაუდობდით, მაგრამ ეხლა დრო დადგა, რომ ზუსტად გაერკვეთ სიტუაციაში და რაც გამოსასწორებელია, გამოასწოროთ.


1. ადამიანი ყველაზე მძიმედ მარტოობას საღამოს 8-დან - 10 საათამდე შუალედში განიცდის.

2. ადამიანს შეუძლია იცოცხლოს მხოლოდ სხეულის გარკვეული ტემპერატურის ფარგლებში. ეს ტემპერატურა არ უნდა იყოს 32 გრადუსზე დაბალი და 43 გრადუსზე მაღალი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყურების ტემპერატურა, სხეულის ტემპერატურასთან შედარებით, ყოველთვის 1-2 გრადუსით ნაკლებია.

3. ის, თუ როგორ შეიგრძნობს ადამიანი გემოს, ბევრად არის კერძის ტემპერატურაზე დამოკიდებული. ყველაზე დეტალურად იმ კერძის გემო აღიქმება, რომლის ტემპერატურა 24 გრადუსი არის.


image

4. საშუალოდ, ყოველი ადამიანი, ცხოვრების მანძილზე, 35 ტონამდე საკვებს მიირთმევს.

5. ადამიანის ტვინი მაშინ უფრო აქტიურია, როდესაც მას სძინავს.

6. სხეულის 12% გაუწყლოვების შემთხვევაში, ადამიანი კვდება. თუ სითხის დანაკარგი 10% შეეადგენს – ჰალუცინაციები ეწყება და გრძნობას კარგავს, ხოლო სითხის 6-8%-ს ნაკლებობა – ძლიერ თავბრუსხვევას იწვევს.

7. ალკოჰოლის მიღება საღამოს 6-დან – 8 საათამდე არის რეკომენდირებული. სწორედ დროის ამ მონაკვეთში, ყველაზე ეფექტურად, უმკლავდება სპირტულ სასმელებს ღვიძლი.

8. ფრჩხილები და თმა უფრო ინტენსიურად 16-დან – 18 საათებს შორის შუალედში იზრდება.

9. ყველა ბეწვს ადამიანის სხეულზე საკუთარი სიცოცხლის ციკლი აქვს. სახეზე (წამწამწები და წარბები) და იღლიებში არსებული ბეწვის სიცოცხლისუნარიანობა 4 თვეს არ აღემატება. ხოლო თავზე, მას 6 წლამდე შეუძლია «ცხოვრება».


image


10. ადამიანს 6 გრძნობის ორგანო აქვს:

თვალები (მხედველობა);

ყურები (სმენა);

ენა (გემოვნება);

ცხვირი (ყნოსვა);

კანი (შეხება, შეგრძნება, ტემპერატურა);


ვესტიბულური აპარატი (წონასწორობის, აჩქარების და მასის შეგრძნება).

მათგან სმენის, ყნოსვის და გემოს მგრძნობიარობა, დღე-ღამის მანძილზე, 17-დან –19 საათამდე უფრო გამძაფრებულია.


image


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


20 რამ, რაც არ იცით საკუთარი სხეულის შესახებ

25 უჩვეულო ფაქტი ადამიანის სხეულის შესახებ

25 უჩვეულო ფაქტი თვალების შესახებ

უჩვეულო და საინტერესო ფაქტები თავის ტვინის შესახებ

გაიგეთ რა ფერის აურა გაქვთ და რას ნიშნავს მისი ფერი

საინტერესო ფაქტები ქალის მკერდის შესახებ

დადებითი და უარყოფითი ემოციები

ძილი და სიზმრები. საინტერესო ფაქტები

ბუნება თუ აღზრდა, რა უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის პიროვნების ფორმირებაში

0
330
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0