x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
საქართველო სირიაში ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის

image

საქართველო გეგმავს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას სირიაში მცხოვრებთათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა:


"ჩვენ ვცდილობთ, რომ დახმარება გავუწიოთ სირიელ ხალხს, რაშიც დახმარებას გაგვიწევს გაეროს მისია, ჰუმანიტარული დახმარება მნიშვნელოვანი იქნება სირიელი ბავშვებისთვის ალეპოში" - განაცხადა კვირიკაშვილმა.


სირიის ქალაქმა ალეპომ გასულ კვირას დიდი დარტყმა მიიღო, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებისა ისინი მაინც განაგრძობდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას.


ხელშეკრულების თანახმად, რომელიც შეიმუშავა რუსეთმა და თურქეთმა, უნდა მომხდარიყო სირიელი მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქებიდან. თუმცა, გამთენიისას სირიის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და ზავი ჩაიშალა.

ოფიციალური მოსკოვი ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეებს და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.


დასავლეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაერომ, მკაცრად გააკრიტიკა ასადის არმიის ეს მეთოდი, ისევე როგორც მოსკოვის საქმიანობა.


დღემდე, ალეპოში იმყოფება დაახლოებით 50 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე.



საპროტესტო აქციები ცეცხლის შეწყვეტის წინააღმდეგ იმართება ევროპის სხვადასხვა ქალაქებში: ლონდონში, პარიზში, ამსტერდამში და სხვა ქალაქებში, ასევე თბილისშიც. 15 დეკემბერს, რამდენიმე ათეული მომიტინგე შეიკრიბა რუსეტის საკონსულოსთან და გააპროტესტა ალეპოში მიმდინარე მოვლენები.




აქცია თბილისში ლოზუნგით "გადაარჩინეთ სირია გენოციდისგან". ფოტო: ლუკა პერტაია.

image








0
55
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0