x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ჩვენი ავარიით დაღუპვისგანაც კი ვიხსენით ვინმე..."-თათია დოლიძე ავარიაში მოყვა

image
საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, 24 წლის ულამაზესი თათია დოლიძე ავარიაში მოყვა. იგი თავის ოჯახთან ერთად ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში ქველმოქმედების გამო იმყოფებოდა. მათ შეგროვილი ნივთები გადასცეს მრავალშვილიან ოჯახს, ნიქოზის ბაგა-ბაღს. ასევე თათია დოლიძეს შეხვედრა ჰქონდა სოფელ ნიქოზის ახალგაზრდობასთან, რომელთაც საჩუქრები და წიგნები გადასცა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა.


როგორც თათია დოლიძე თავის "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, მათ ავტომობილს სამარშრუტო ტაქსი დაეჯახა. ამ შემთხვევამ კი როგორც თათია თვლის, დაღუპვისგან შესაძლოა სხვებიც იხსნა, ვინაიდან მოყინული გზა მხოლოდ მას შემდეგ გადაკეტა პოლიციამ, რაც მათ ავტოავარია შეემთხვათ.



"ვარიანის გადასახვევთან, ორთაშენში, დაღმართზე მოსრიალდა, მოწყდა, იბზრიალა და უკანა ნაწილით ცხვირში დაგვეხაჯა სამარშუტო მანქანა. გაჩერებულ მანქანაში ვიყავი ჩემს მშობლებთან და ბებიაჩემთან ერთად, რომლებიც ჩართულები იყვნენ თავადაც ქველმოქმედებაში და თან მეხმარებოდნენ ამ ნივთების ზიდვაში. ახალნაოპერაციები მამაჩემის მხარეს დაგვარტყეს, ბებიაჩემი კი, რომელიც გადასული იყო მანქანიდან, დარტყმის შედეგად მანქანის ქვეშ, ბორბლებს შორის აღმოჩნდა. 5-10 წუთის მანძილზე მამაჩემიც და ბებიაჩემიც ცოცხალი აღარ მეგონა. პანიკა იმის შემდეგაც კი გამიგრძელდა, რაც საავადმყოფოში დავრწმუნდი, რომ ორივე მხოლოდ დაჟეჟილები იყვნენ და მოტეხილიც კი არაფერი ჰქონდათ. ცალკე ისტორიაა ჩემი სიცხიანი ქმარი, რომელიც მთელ ავარიას ტელეფონში ისმენდა, რადგან შეჯახების დროს ველაპარაკებოდი. საბედნიეროდ, ახლა ერთადერთი სადარდებელი მანქანაა.
მთავარზე გადავალ. რატომ ვწერ ამას? ჩვენი ავარიით, სავაურაუდოდ, დაღუპვისგანაც კი ვიხსენით ვინმე, რადგან მოყინული გზა მხოლოდ ამის შემდეგ გადაკეტა პოლიციამ! არის თუ არა ეს სახელმწიფოს ვალდებულება, რომ მობილიზებული იყოს მსგავს მონაკვეთებში ტექნიკა, დაიყაროს ტექნიკური მარილი, დაყენდეს რამე ნიშანი? დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის გამგეობას, მერიას და გუბერნიის ადმინისტრაციას რომ ამ შეხვედრების ორგანიზებაში დამეხმარა, მაგრამ სავალი გზა რომ არ იყო გაწმენდილი, და ყველა მანქანა საავარიო სიტუაციაში რომ აღმოჩნდა, ეგეც ხომ ისევ ამ უწყებებს ეხებათ?
პ.ს. მამაჩემი ძალიან მადლიერია და დიდი მადლობა დამაბარა გუბერნატორის მოადგილესთან, რომელიც ავარიის შემდეგ ძალიან დაგვეხმარა და გვერდიდან არ მოგვშორებია! პირადად მეც მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის მირჩევნია, მსგავსი შემთხვევების პრევენციაში დამეხმარონ, ვიდრე პოსტ-ფაქტუმ!! გეგმის მიხედვით, გორში უნდა გადავმჯდარიყავით სპეციალური საბურავების მქონე ავტომობილში, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომელი გოგონა აქეთ ჩვენ გამოგვყვა ჩვენი იქ სიარულისთვის შეუფერებელი მანქანით და მანაც საფრთხეში ჩაიგდო თავი."imageimageimage

1
247
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
247
  
2018, 20 აპრილი, 19:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1