x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ჩემი ცოლის დაქალები" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს-"სუპერმარკეტში გამოჩენილ სალათს "ღორჯო ყრდელში", არანაირი კავშირი არ აქვს ფორმულა კრეატივთან...."

image

რუსთავი 2-ის ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში", ლუნა მაზიაშვილის მიერ გაჟღერებული და მოფიქრებული სალათის სახელწოდება "ღორჯო ყრდელში", ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმარკეტის "ფრესკოს" დახლებზე გამოჩნდა. ჩცდ-ს ფეისბუქის ოფიციალური გვერდი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ სამარხვო სალათს სახელწოდება მათთან შეუთანხმებლად დაარქვეს და არანაირი კავშირი არ აქვს მათ სერიალთან:
"მეგობრებო, გვსურს განგიმარტოთ, რომ ერთ-ერთ სუპერმარკეტში ახალახანს გამოჩენილ სალათს, სახელწოდებით "ღორჯო ყრდელში" არანაირი კავშირი არ აქვს ფორმულა კრეატივთან, ბათე ჯენერალსთან და ჩვენს სერიალთან.
სუპერმარკეტების ქსელმა ჩვენი სერიალის ერთერთი პერსონაჟის, ლუნა მაზიაშვილის მოფიქრებული და სერიალში არაერთხელ გაჟღერებული კერძი "ღორჯო ყრდელში", ჩვენთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების ან ნებართვის გარეშე დაარქვა გაურკვეველი შემადგენლობის მქონე სალათს და ჩაუშვა გაყიდვაში.
შესაბამისად, ვემიჯნებით სუპერმარკეტის მიერ მყიდველის შეცდომაში შეყვანის მცდელობას - თუ შეიძენთ ნუ გეგონებათ, რომ ჩვენი ლუნას საფირმო სალათს მიირთმევთ. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებსაც..."

imageimageimage"ჩვენი სახელის და იმიჯის გამოყენება ჩვენთან შეუთანხმებლად საკმაოდ სერიოზულ ზიანს გვაყენებს და ეს ბავშვური კინკლაობა არ არის, ვწუხვართ, რომ ამას ვერ ხვდებით. რაც შეეხება იმას, მართლა ეგონა თუ არა ვინმეს - ასქროლეთ კომენტარები, ბევრ ადამიანს ნახავთ, ვინც მხოლოდ იმიტომ შეიძინა, რომ ლუნას სალათი ეგონა..."-ასეთი პასუხი გასცა ჩცდ-მ მათ ვინც ვერანაირად ვერ დააკავშირა სერიალში მოფიქრებული სახელწოდება და "ფრესკოს" სამარხო სალათი.
image


1
531
4-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
531
  
2016, 19 დეკემბერი, 18:21
ეს იდიოტობა კიდე გადის და თან მაყურებელიც ყაავს? ყოჩაღ
0 1 1