x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
არაჩვეულებრივი მიკროსკულპტურები,რომელიც ნემსის ყუნწში ეტევა
image


ბრიტანელი ვილარდ ვიგანი ბირმინგემიდან, მიკროსკოპული სკულპტურებისთვის ფუნჯად ბუზის ბუსუსს იყენებს, ხოლო თვითონ სკულპტურებს ბრინჯის მარცვლისგან და შაქრისგან ამზადებს.


ფუნჯის ყოველი გადასმა გულისცემის შუალედში უნდა მოხდეს, ვიგანი აცხადებს, რომ თითის პულსაციამაც კი შესაძლოა მთელი ნაშრომი წყალში ჩაყაროს.


ერთი სკულტურის შექმნისთვის ვიგანს თითქმის ერთი თვე სჭირდება, ასეთი ნამუშევარი რომ შექმნა გჭირდება მყარი ნერვები და სუპერიუველირის ხელი, რადგან ერთმა არასწორმა მოძრაობამ შეიძლება მთელი ნამუშევარი გააფუჭოს.





ვილარდ ვიგანი დაიბადა 1957 წელს, ვენდესფილდში(ინგლისი) ბავშვობიდანვე იგი დისლექსიით იტანჯებოდა, რის გამოც გამუდმებით არა მარტო თანაკლასელების, არამედ პედაგოგოების მხრიდანაც დაცინვის ობიექტი იყო, ამის გამო ვიგანი გაერიყა საზოგადოებას და პატარობიდანვე დაიწყო მიკროსკულპტურების შექმნა, რითაც სურდა დაემტკიცებინა, რომ ადამიანს თუ რაიმე ნაკლი აქვს, სხვა მხრივ შეუძლია გამოავლინოს ნიჭი.რაც წლები გადიოდა, ვიგანის სკულპტურების ზომა მით უფრო მცირდებოდა.

image


2004 წლიდან მოყოლებული ვიგანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენები რეგულარულად ეწყობა როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

იგი აგრეთვე სხვადასხვა ტელეშოუების ხშირი სტუმარია.


გაეცანით ვიგანის არაჩვეულებრივ ნამუშევრებს, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ მიკროსკოპიული შედევრები.


image


image


image


image


image


image


image



image


image


image



image



image



image



image



იხილეთ აგრეთვე:


ციხეში შექმნილი ხელოვნების ნიმუშები


ყველაზე უცნაური და არაჩვეულებრივი სახლები მთელი მსოფლიოდან


მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურები



0
33
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0