x
მეტი
  • 26.05.2017
  • სტატია:66563
  • ვიდეო:319226
  • სურათი:418288
მამები ყოველთვის მართალნი არიან

imageმამათა და შვილთა ბრძოლა ეს ისტორიული პაექრობაა, რომელზეც არაერთი, მეტად ცნობილი, ისტორიული რომანი თუ ნაწარმოები შექმნილა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ახალი თაობა არ მოსწონთ და სჯერათ რომ, რატომღაც მამები შვილებზე უკეთესნი არიან.
რამდენადაც არ უნდა მოგვწონდეს ახალი თაობა უნდა ვენდოთ მას. ისინი არიან ჩვენი მომავალნი, არიან ჩვენი დანატოვარი და რარიგ დიდი წარსულიც არ უნდა ჰქონდეს ხალხს, ისინი მაინც მომავლით უნდა ცხოვრობდეს. ნებისმიერ შემთხვევაში მათ ხელშია მომავალი ხელისუფლება და დიდოეული სახელმწიფო თუ არასახელმწიფო საკითხი.
ამ სახის პაექრობასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია ილიას და მისი თანამედროვეების დაპირისპირება წინამორბედებთან. ამ შემთხვევაშიც შვილები მამათა დიდ უკმაყოფილებას იწვევენ თავიანთი ქცევითა და ქმედებით. მამა-შვილის კონფლიქტს თავისი ღრმა საფუძველი აქვს, ეს არის ბრძოლა წარსულსა და მომავალს შორის. ბევრის აზრით კი წარსული სჯობს მომავალს. “თუმცა, ადამიანი, იმისთვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურს სჭამს იმისთვის, კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავისი შთამომავალი".
პიროვნებას თუ საზოგადოებას, რომელსაც ჰგონია რომ ყველაფერი წარსულში იყო, გაუჭირდება აწმყოს სამსახურის და მომავლის წარმოდგენაც. ნებისმიერ შურთიერთობაში აუცილებელია ურთიერთპატივისცემა. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ახსოვდეს ძველ თაობას, რომ იყო დრო, როდესაც არც ისინი მოსწონდათ, როგორც ახალი თაობა, მათი თავქარი-ანობისა და მათთვის თანამედროვე ქმედების გამო.
ჩემი აზრით, მამები ყოველთვის მართალნი არ არიან. შეიძლება ძველმა თაობამ გააკრიტიკოს ახალი თაობა, გამოიჩინოს მათზე მეტი სიმტკიცე, ზნეობა, ვაჟკაცობა მხოლოდ იმიტომ, რომ შვილებმა არ გაიმეორონ მათ მიერ დაშვებული შეცდომები ახალგაზრდობის ასაკში. მაგრამ სჯობს, იყო შენს თავში დარწმუნებული, გადადგა დამოუკიდებელი ნაბიჯი და თუნდაც დამარცხდე და შეცდომა დაუშვა. ადამიანი ხომ შეცდომებზე სწავ-ლობს, შემდეგ კი შენ უფრო მეტ გულისხმიერებას იჩენ მის გამოსასწორებლად და სწორედაც “ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა, არ გამოასწორო შენ მიერ დაშვებული შეცდომები".

0
113
4-ს მოსწონს
ავტორი:დონ ჟუან
დონ ჟუან
113
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0