x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცხოვრების 12 კანონი, რომლის არცოდნა პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს

ის, რაც ჩვენთან ერთი ანდაზით — «რასაც დასთეს, იმას მოიმკიო» გადმოიცემა, ინდუიზმში მთავარი დოქტრინაა და მას კარმა (სანსკ. कर्म karma «ქმედება») ჰქვია (ცენტრალური ცნება ინდუიზმსა და აღმ. აზიის სხვა რელიგიებში, – ცოცხალი არსების ქმედება, რომელიც მის შემდგომ ბედს და ცხოვრების პირობებს განსაზღვრავს). ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ვამბობთ და ვაკეთებთ, ყველაფერი ჩვენს შემდგომ ცხოვრებაზე მოქმედებს. ანუ კარმის კანონის მიხედვით, ყველა ქმედებას აქვს შედეგი, რომელიც ბედნიერებამდე ან უბედურებამდე მიგვიყვანს. კარმას რომ თავი დავანებოთ და ისევ ზემოთ ხსენებულ ანდაზას მივუბრუნდეთ, მასაც აქვს დადებითი და უარყოფითი შედეგის ინტერპრეტაციები, რომლებიც შემდეგ გამოთქმებში აისახება:

«მადლი ქენი, ქვაზე დადე, გამოივლი, წინ დაგხვდება» ან «ეს ცოდვა ან დაეწევა, ან უკანა გზაზე, წინ დახვდება». ამრიგად, რაც ინდუიზმში კანონია, არც ჩვენთვის არის «უცხო ხილი». ამიტომ, რაც უფრო მეტი გვეცოდინება კარმის ანუ «ქმედების» კანონის შესახებ, მით უფრო სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რადგან «კანონის არცოდნა, ადამიანს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს».


image



1. ცხოვრების უდიდესი კანონი


— «რასაც დასთეს, იმას მოიმკი». ცნობილია ასევე «მიზეზ–შედეგობრივი კანონის» სახელით;

— რაც უნდა გავგზავნოთ სამყაროში, უკან სწორედ ის დაგვიბრუნდება;

— თუ გვინდა ბედნიერება, მშვიდობა, სიყვარული, მეგობრობა… თავად უნდა ვიყოთ ბედნიერები, მშვიდნი, მოსიყვარულენი და მეგობრულები.



2. შექმნის კანონი


— ცხოვრება ახლა არ ჩასახულა და მას ჩვენი თანამონაწილეობა ესაჭიროება;
— ჩვენ — ერთიანი სამყაროს ნაწილი ვართ. ჩვენს არსებობას გარეგანი მხარის გარდა, შინაგანი მხარეც გააჩნია;
— «სწორი» შინაგანი მდგომარეობის გასაღები — გარე სამყაროსგან ჩვენი დამოუკიდებლობა არის;
— არ უნდა მოვერგოთ გარე სამყაროს და მხოლოდ იმ ადამიანების და ნივთების გარემოცვაში ვიცხოვროთ, ვინც და რაც მართლა გააზრებულად გიყვარს.



3. მორჩილების კანონი


— «ის, რისი მიღებაც არ გვინდა, ჩვენთვის ყოველთვის გაგრძელდება»;

— ჩვენ ვერ შეცვლით სიტუაციას მანამდე, ვიდრე არ მივიღებთ მას;

— თუ ვინმეში მტერს ვხედავთ, ან არ მოგწონს მისი ხასიათის რაღაც თვისება და მას უარყოფითად ვაფასებთ, — იმას ნიშნავს, რომ თავად არა ვართ მზად ცხოვრების უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად.



4. ზრდის კანონი


— გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დანიშნულების ადგილი;
— ჩვენთვის მთავარი ის არის — რომ თავად გავიზარდოთ და შევიცვალოთ და არა ადამიანები, ქალაქები და ტექნოლოგიები ჩვენს ირგვლივ;
— სიცოცხლე და დრო, რომელიც გვეძლევა — ყველაფერია, რაც რეალურად გაგვაჩნია;
— თუ რამაეს შევცვლით საკუთარ თავში და საკუთარ გულში, ჩვენი ცხოვრებაც იგივენაირად შეიცვლება.



5. პასუხისმგებლობის კანონი


— ყოველთვის, როდესაც რაღაც პრობლემა ჩნდება ცხოვრებაში, ე. ი. ეს პრობლემა ჩვენშია;
— ჩვენ იმის სარკისებური ანარეკლი ვართ, რაც ირგვლივ ხდება — და ის, რაც ჩვენს ირგვლივ არის, ჩვენი სარკისებური ანარეკლია; ეს უნივერსალური ჭეშმარიტებაა;
— ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება.



6. კავშირის კანონი


— თუ ის რასაც ვაკეთებთ, უმნიშვნელოდ გვეჩვენება, მაინც უნდა გავაგრძელოთ კეთება, რადგან სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია;
— ყოველ ნაბიჯს, შემდეგი ნაბიჯი მოსდევს და ა. შ;
— ვიღაცამ საწყისი სამუშაო უნდა შეასრულოს, რომ საქმე ადგილიდან დაიძრას და გაკეთდეს.
— პირველი ნაბიჯი არ შეიძლება ბოლოზე მნიშვნელოვანი იყოს და შედეგის მისაღებად, ორივე აუცილებელია;
— წარსული, აწყმო და მომავალი ყოველთვის ურთიერთკავშირშია. არ შეიძლება ასე უბრალოდ აიღო და ყველაფერი «სუფთა ფურცლიდან» დაიწყო.



7. კონცენტრაციის კანონი


— არ შეიძლება ერთდროულად ორ რამეზე ფიქრი;
— თუ ჩვენი აზრები კონცენტრირებულია რაღაც მნიშვნელოვანის მოძებნაზე ან ორიენტირებულია სულიერ ღირებულებებზე, მასში აღარ დარჩება ადგილი სიხარბის და მრისხანებისთვის.



8. მადლიერების და სტუმართმოყვარეობის კანონი


— თუ რაღაცა სწორი გვგონია, დადგება დრო, როდესაც ამის დემონსტრირების საჭიროება გახდება. ამისთვის თუ მზად არ ვიქნებით — ე. ი. მხოლოდ აზრი გვაქვს და არა ცოდნა.
— ჩვენ რეალურად მხოლოდ ის ვიცით, რაც პრაქტიკაში გამოგვიცდია.



9. კანონი «აქ» და «ახლა»


— წარსულის ანალიზი და მომავალზე ფიქრი, იმაზე დაფიქრების საშუალლებას არ გვაძლევს, რაც ახლა, ამ მომენტში ხდება;
— ძველი აზრები, ქცევის ძველი მოდელები და ძველი ოცნებები ხელს გვიშლის ახლის პოვნაში.



10. ცვლილების კანონი


— ისტორია მანამდე განმეორდება, ვიდრე სათანადო დასკვნას არ გავაკეთებთ, რაც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის და სხვა გზაზე დაგვაყენებს;
— სისულელეა, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ვაკეთოთ და განსხვავებულ შედეგს ველოდოთ.



11. მოთმინების და დაჯილდოების კანონი


— ნებისმიერი ჯილდოს მიღება დიდ ძალისხმევასთან არის დაკავშირებული;
— განსაკუთრებით ის ჯილდოა ფასეული, რომელის მიღება მუდმივ შრომას საჭიროებს;
— ცხოვრების ჭეშმარიტი სიხარული — ის არის, რომ ჯიუტად გავაგრძელოთ შრომა, იმ რწმენით, რომ ადრე თუ გვიან, დასახულ მიზანს მივაღწევთ.



12. მიღების კანონი


— ჩვენ მხოლოდ იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ;
— რაღაცის ჭეშმარიტი ფასეულობა იმ ენერგიის და ძალისხმევის ტოლია, რასაც მასში ვდებთ;
— საკუთარ კეთილდღეობაში შეტანილი ნებისმიერი წვლილი — არის წვლილი, შეტანილი საერთო კეთილდღეობაში;
— მხოლოდ მას, ვისაც გაცემა უყვარს, შეუძლია რაღაც შთამბეჭდავი მიიღოს.

imageimageimageimageimageimageimage






0
231
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0