x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პირველად ისტორიაში მსაჯმა პენალტი ვიდეოჩანაწერით დანიშნა(ვიდეო)
imageპირველად ფეხბურთის ისტორიაში მსაჯმა საერთაშორისო მატჩში პენალტი ტელეეკრანის საშუალებით დანიშნა.


ეს მოხდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე, სადაც ერთმანეთს "ატელტიკო ნაციონალი"(კოლუმბია) და "კასიმა"(იაპონია) ხვდებოდნენ, აზიელმა ფეხბურთელებმა მეტოქის საჯარიმოს თითქმის მთელი გუნდით შეუტიეს, შორეულ კუთხეში ერთ-ერთი იაპონელი ფეხბურთელი დაეცა, უნგრელმა მსაჯმა ვიქტორ კაშაიმ თამაში შეაჩერა და მოედნის განაპირას მიირბინა, სადაც ზღუდეს იქით ნოუთბუქი იყო განთავსებული, ვიდეოგამეორება უკვე გამზადებული იყო.ნახევარი წუთიანი ცქერის შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილება ურყევი იყო-პენალტი.


პენალტის რეალიზების შემდეგ "კასიმამ" ეს თამაში ანგარიშით 3:0 მოიგო.


კადრები გახდება ისტორიული, -ეს მოწმობს ტექნიკურ რევოლუციას, რომელიც სპორტის ამ სახეობაში სურს დამკვიდრდეს .ათწლეულები მიმდინარეობს კამათი, უნდა გამოიყენოს თუ არა მსაჯმა ვიდეოჩანაწერი, "ფიფას" წინა პრეზიდენტი ზეპ ბლატერი კატეგორიული წინააღმდეგი იყო, არგუმენტი ასეთი იყო, რომ მსაჯის შეცდომაც თამაშის ნაწილია და თუ მსაჯი ვიდეოთი იხელმძღვანელებს თამაშში საბოლოოდ დასამარდება ადამიანურობა.



მაგრამ ფიფას ახალი პრეზიდენტი ჯოან ინფანტინო ტექნიკური სიახლეების მომხრეა და საკლუბო ჩემპიონატის დასაწყისში განაცხადა, რომ თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება ვიდეოგადახვევა დანერგილი იქნება კონფედერაციის თასზე 2017 წელს და მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში 2018 წელს.


უნდა აღინიშნოს, რომ ტელევიზიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ფეხბურთის წესებზე, მაგალითად: კარის ძელი აუცილებლად თეთრად უნდა იყოს შეღებილი, მსაჯებს უფლება მიეცათ ჩაიცვან ფერადი ფორმები, ხოლო მსხვილ საერთაშორისო მატჩებზე გოლს სპეციალური ელექტრონული სისტემა აფიქსირებს.





იხილეთ აგრეთვე:image

ფეხბურთელმა თამაშის დაწყების წინ მსაჯს ცოლობა სთხოვა


"შექსპირი წაკითხული მაქვს, მაგრამ დამავიწყდა ვინაა ავტორი"-ფეხბურთელების ყველაზე სულელური გამონათქვამები



ქართველი ფეხბურთელი სპორტული პრესის ყურადღების ქვეშ მოექცა, თუმცა არა დადებითი კონტექსტით


საინტერესო ფაქტები და კურიოზები ფეხბურთის ისტორიიდან


საინტერესო ფაქტები და კურიოზები ფეხბურთის ისტორიიდან(ნაწილი II)


0
279
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0