x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
ტრიო "მანდილის" საკონკურსო სიმღერა "ევროვიზიაზე" კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა(ვიდეო)

image

ევროვიზია 2017-ის შესარჩევი კონკურსი საზოგადოებრივ მაუწყებელზე 7 დეკემბერს დასრულდა.მასში მონაწილეობდა 28 კონკურსანტი, გამარჯვებული სიმღერა წარადგენს საქართველოს "ევროვიზიის" კონკურსზე კიევში.


ერთ-ერთი კანდიდატი გახლავთ ტრიო "მანდილი"(თათული მგელაძე, თამარ წიკლაური და ირინა მიდელაური ), რომელიც მსმენელმა 2014 წელს გაიცნო სიმღერით "აპარეკა", ისინი აპირებენ ევროვიზიის კონკურსზე წარდგნენ სიმღერით "მე და შენ"(კომპოზიტორი ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი).


უცხოელმა პროდიუსერებმა გოგონებს სპეციალურად კონკურსისთვის დაუწერეს სიმღერა, თითქოს და ქართულ ფოლკლორზე გარემიქსებული თანამედროვე ვარიანტია, თუმცა საზოგადოების უმეტესობას სიმღერა არ მოწონს და მიაჩნიათ, რომ ამ სიმღერის გატანა სირცხვილია.




გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ კომენტარებს სოციალურ ქსელიდან:



"სიმღერა ჩაიწერა სრულიად ერაყის და ლევანტის ისლამური ხალიფატის სტუდიაში
აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და აბუ სულეიმან ან-ნასირის არანჟირებით.
© ალაჰუ აკბარ"



"ეს რა კოშმარია. წადით ისევ აპარეკა იმღერეთ, იქნებ მართლა ვინმეს მოეწონოს."



"საშინელებაა, სომხურ მოტივებს უფრო ჰგავს ვიდრე ქართულს, შოფრების მუსიკაა."


"ფუ, მარშუტკის მძღოლმაც არწყია."


"დაეტიეთ რესტორანში !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!"


"აბა რას ამბობთ.......სად გაქვთ გემოვნება..ესაა "შედევრი"..რომელიც ოქროს
ასოებით ჩაიწერება ქართული კულტურის საგანძურში და მოვა დრო 100 წლის
შემდეგ საპლანეტაშორისო ჰიმნად იქცევა D:D:"


"საქართველოს სირცხვილი ხართ მოდგმიდან დღემდე! იაფფასიან იონიკაზე
შესრულებულ სიმღერას ევროვიზიაზე არც არავინ გაუშვებს და ეს ყველაფერი
თქვენი პიარისთვისაა ვინ მიგიღებთ თქვე ყრუებო სადმე! წადით პედაგოგი ნახეთ
და სიმღერა ისწავლეთ! სოფლელებო!!!"


„ჩვეულებრივი ბაზრობის სიმღერაა“


"კარგით, რააააა.....მარშუტკავიზია არ ჩატარდება? იქ კიდევ აქვთ რაღაც შანსი :)"


"ესაა პიკასოს ბიჭი?...

პრიმიტიული, არაფრის მთქმელი სიმღერაა და თავი მოგვეჭრება შუაგულ ევროპაშიიიი.

რა ვქნა რა ვუყოოოო?!

"ღმერთო რატომ ვარ ცოცხალიიიი?!

ღმერთო რატომ არ მომკალიიი?!"



თუმცა არიან ინტერნეტმომხმარებლებიც რომლებიც იწონებენ გოგონების სიმღერას:



"ძალზე საცოდავები ხართ ზემოთ მოყვანილი
კომენტარებს ვეუბნები ვინა ხართ სად დაიბადეთ ან სად გაიზარდეთ არც სმენა,
არც კითხვა ასეთი გაუნათლებლები."


"ნიჭიერებო, ლამაზებო, მაგრებო !!! წარმატებას გისურვებთ"


"შემოგევლეთ არაჩვეულებრივნი ხართ გოგონებო ეშხი და სიყვარული ხართ ბრავო ბრავო.."




იხილეთ აგრეთვე:


საბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებული საქართველო გახდა


5 ყველაზე ცნობილი ტრანსვესტიტი პოპ-მუსიკაში


მუსიკის მსმენელთა კატეგორიები

1
268
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
268
  
2016, 18 დეკემბერი, 14:16
ეშხი და სიყვარული უშველის ამ სიმღერას? კატასტროფაა ამათი გაშვება ევროვიზიაზე...
0 1 1