x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაიგეთ, თუ როგორ ჩანთებს გვთავაზობენ დიზაინრები 2017 წელს
მოდის შემქმნელების აზრით, ჩანთა, რომელსაც ვატარებთ, ჩვენს ხასიათზე მეტყველებს. აგრეთვე, მას ჩვენს ჩაცმულობაში ისეთი დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ შესაძლოა მთლიანად შეგვიცვალოს ვიზუალი. რაც არ უნდა უბრალოდ გვეცვას, გემოვნებით შერჩეული ჩანთა, მდიდრულ ელფერს აძლევს ჩვენს სამოსს.
2017 წელს, დიზაინრები ჩანთების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამჯერად, მათ დაიწუნეს უფორმო ჩანთები და უპირატესობა გეომეტრიულ სიზუსტეს მიანიჭეს.

ამ სეზონზე, ფერებში უპირატესობა პასტელის ტონალობებს მიანჭეთ. შეიძლება ითქვას, რომ მეტალისფერი ჩანთები ამ წლის ტრენდია. აუცილებლად იქონიეთ ჩანთა, ან კლაჩი მეტალის ფერში. ასევე, მოდურია ბეწვის დეტალით გაწყობილი ჩანთები.

ხშირად, დიზაინრები უკიდურესობებს მიმართავენ. მაგალითად, აქტუალური გახდა ძალიან პატარა ზომის ჩანთები, რომელთაც ჩანთასაც ვერ ვუწოდებთ, უფრო მეტად საფულეა. მასში ალბათ, მხოლოდ ტუჩსაცხი, სარკე და ტელეფონი თუ ჩაეტევა, თუმცა მშვენიერია, როგორც ფუნქციონალური დატვირთვის მქონე მორთულობა.

ძალიან მოდურია მცირე ზომის ჩანთები, რომლებიც ორ-ორი სხვადასხვა სიგრძის, ოქროსფერი, ან ვერცხლისფერი ჯაჭვითაა გაწყობილი.


მეტად აქტუალური და აგრეთვე პრაქტიკულია, სხვადასხვა ზომის ზურგჩანთები, რომელიც შეგიძლიათ მოირგოთ როგორც სპორტულ, ისევე კლასიკურ იმიჯზე.


ასე რომ, შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი წარმოდგენილ ჩანთებს შორის.

image

imageimage

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

image

image

image


გისურვებთ, საუკეთესო შენაძენს და თქვენი სურვილების განხორციელებას!







0
168
1-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0