x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინელმა ფერმერმა სამხედრო აეროდრომის ტერიტორია თვითნებურად მიითვისა

image უკრაინელმა ფერმერმა სამხედრო აეროდრომის ტერიტორია თვითნებურად მიითვისა.
ავიაბაზა "Прилуки"–ში სსრკ–ს დროს დისლოცირებული იყო 184-ე გვარდიული მძიმე ბომბდამშენების პოლკი, სადაც დისლოცირებული იყო "Ту-16, Ту-22М3, Ту-160" ტიპის ბომბდამშენები. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისათვის ბაზაზე იმყოფებოდა 19 ერთეული "Ту-160" ორი ესკადრილიის შემადგენლობაში, ხოლო მესამე ესკადრილიაში შედიოდა სასწავლო "Ту-134УБЛ".
საბჭოთა კავშირის დაშლის მერე"Ту-160" ტიპის თვითმფრინავების კონსერვაცია მოახდინეს, რამდენიმე თვითმფრინავის გამოკლებით, პოლკს კი გადასცეს"Ту-22М3". 1999—2000 წლებში 8 თვითმფრინავი აღნიშნული თვითმფრინავებიდან უკრაინულმა მხარემ რუსეთს გადასცა დახარჯული აირის გამო სახელმწიფო დავალიანების საკომპენსაციოდ. რუსულმა მხარემ ეს თვითმფრინავები აეროდრომიდან გადააფრინა ენგელსის სამხედრო აეროდრომზე. დარჩენილი თვითმფრინავებიდან ერთი გადაეცა სამხედრო–საჰაერო ძალების მუზეუმს პოლტავაში, დარჩენილი 10 თვითმფრინავი კი უტილიზაციაზე იქნა გაშვებული. "Ту-134УБЛ" ტიპის სასწავლო თვითმფრინავები გადააფრინეს პოლტავაში ხოლო პოლკი დაშალეს.
აეროდრომს გააჩნდა 3000 и 2500 მეტრი სიგრძის ასაფრენ–დასაფრენი ბეტონიზირებული ბილიკები. 2011 წელს ავიაბაზიდან მოიხსნა რადიოლოკაციური და ასაფრენი ბილიკების განათების მოწყობილობები, ასევე ნაწილობრივ დემონტაჟი გაუკეთდა თვითმფრინავების ანგარებს, აქტიურად გამოიყენებოდა დელტაპლანერისტების და პარაპლანერისტების მიერ.
ყოველივე ამის შემდეგ კი შესაბამის უწყებაში შევიდა იინფორმაცია, რომ აეროდრომის ტერიტორია გამოიყენებოდა ადგილობრივი ფერმერის მიერ უკანონოს არადანიშნულებისამებრ. ჩერნიგოვის ოლქში საგამოძიებო უწყებების გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სამხედრო აეროდრომი «Прилуки» ადგილობრივ ფერმერს ჰქონდა მიტაცებული და აეროდრომის კუთვნილ 63 ჰექტარ მიწას სოფლის მეურნეობის კულტურების მოსაყვანად იყენებდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ფერმერმა ვერ წარმოადგგინა ვერანაირი დოკუმენტი რომელიც დაადასტურებდა მიწით სარგებლობის კანონიერებას.
ფერმერმა აღნიშნული ქმედებით დაარღვია უკრაინული კანონი რომელიც კრძალავს განსაკუთრებული დანიშნულების ზონებში მიწის გამოყენებაზე ნებისმიერი სახით. ასეთ ინფორმაციას ავრცელებს "ТАСС"–ი ჩერნიგოვის ოლქის პროკურატურის პრეს–სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით. სამხედრო აეროდრომის სოფლის მეურნეობის კულტურების მოსაყვანად გამოყენებით ფერმერმა სახელმწიფოს მიაყენა ერთი მილიონი გრივნის ზარალი. აღნიშნული ქმედების გამო ფერმერს ემუქრება პირობითი სასჯელი 2–დან 4 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლით.
image

0
175
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0