x
მარიხუანას გრძელვადიანი გამოყენება დაკავშირებულია დოფამინის გამოყოფის შეფერხებასთან,რაც ამცირებს მოტივაციას

image

თანამედროვე კვლევები ადასტურებენრომ მარიხუანას ხშირი გამოყენება ადამიანის ორგანიზმში ხელს უშლის დოფამინის, ნეიროტრანსმიერის(ბევრგან იგი „ბედნიერების ჰორმონის“ სახელითაცაა ცნობილი) დიდი რაოდენობით გამოყოფას უშლის ხელს, რაც, თავის მხრივ, აქვეითებს მოტივაციას.თავდაპირველად იმატებს დოფამინის ოდენობა, თუმცა ეფექტის გასვლის შემდეგ, მალევე ქვეითდება, იკლებს აგზნებადობა, აფორიაქებულობა.


ბრიტანელმა მვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებში, რომლებმაც მარიხუანას მოხმარება ადრეული ასაკიდანვე დაიწყეს, ან მის რეგულარულ მომხმარებლებში, ტვინის ზოლიანი სხეულში დოფამინის დონე დაბალი იყო. სწორედ ამ ფაქტით ხსნიან ისინი მოტივაციის ნაკლებობას ან სამუშაოსადმი ინტერესის არ ქონას.


„ლონდონის უზენაესი კოლეჯის მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც გამოიყენეს თავის ტვინის საკვლევი ტესტი( PET), ერთგვარი ტომოგრაფია.ექსეიმენტში ცდის პირებს წარმოადგენდნენ 19 რეგულარული მომხმარებელი, 19 ისეთი ადამიანი, როლებიც საერთოდ არ იყენებდნენ მარიხუანას.ექსპერიმენტის თითოეული მონაწილე ერთი და იმავე ასაკისა და სქესის წარმომადგენლები იყვნენ.მკვლევრები, ამ შემთხვევაში აკვირდებოდნენ ტვინის ზოლიან სხეულში დოფამინის დონეს.

image


კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ მარიხუანას მომხმარებლებს აღენიშებოდათ ფსიქოზის გარკვეული სიმპტომები, წამლის მოქმედების პროცესში:უცხო, არართგვაროვანი
შეგრძნებები, ანომალიური ფიქრები, როგორიცაა მუდმივი დევნის განცდა უცხო ადამიანის მხრიდან.თავდაპირველად მათ დააფიქსირეს დოფამინის მაღალი დონე, თუმცაშემგომში ეს ფაქტი დაუკავშირეს ფსიქოზს.


“საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ კვლევამ არ მოგვცა ამომწურავი შედეგები, თუმცა იგი დადებით კორელაციაშია წინარე კვლევებთან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებებზე(ამფეტამინი, მარიხუანა) დამოკიდებული ადამინები ერთგვარად არღვევენ, ცვლიან, დოფამინის წარმოების სისტემას თავისტვინში, რაც ზრდის შიზოფრენიიის, ფსიქოზისა და სხვა ფსიქოლოგიური დარღვევების რისკს.ეს
აგრეთვე ხსნის „ ამოტივაციურ სინდრომს“ მარიხუანას მომხმარებლებში, თუმცა ეს საკითხისაკამათოა და საჭიროებს ხელახალ გადამუშავებას“-მაიკლ ბლუმფილდი.


image

გამოცემა Journal of Neuroscience კი წერს, რომ მარიხუანა ტვინის ნაწილებს ერთმანეთთან კავშირს „აკარგინებს“. შედეგად, მისი მომხმარებლების ქცევები შიზოფრენიით დაავადებულებისას ჰგავს.ნეიროფიზიოლოგების ჯგუფმა, რომელსაც მეთ ჯონსი ხელმძღვანელობდა, სინთეზური ნარკოტიკის გავლენა იკვლია ვირთხებზე.


მარიხუანა ზემოქმედებს ტვინის გარკვეულ ნაწილზე, კერძოდ კი, ჰიპოკამპუსზე, რომელიც პასუხისმგებელია სივრცით ორიენტაციაზე, მეხსიერების გადამუშავებასა და ინფორმაციის შენახვა–რეპროდუქციაზე. ნეიროფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ტვინის სწორედ ამ სფეროს დაზიანება იწვევს შიზოფრენიას.

0
128
შეფასება არ არის
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
128