x
image
თეონა გორდეზიანი
ნანუკა ჟორჟოლიანმა იპოვა ბიჭი, რომელიც მეტროში წიგნს კითხულობდა
image


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა სოციალურ ქსელში ბიჭის ფოტო, რომელიც მეტროში წიგნს კითხულობდა. მეორე დღესვე ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" მომხმარებელს უცნობი ბიჭის პოვნაში დახმარება სთხოვა. ჟორჟოლიანი წერდა, რომ უნდოდა საახალწლოდ ამ პატარა ბიჭის სანტა ყოფილიყო.


ბიჭის ძებნის პროცესში უამრავი ადამიანი ჩაერთო და ბოლოს ერთმა ქალბატონმა ამოიცნო. მან ბიჭი თავისი შვილის ჯგუფელს მიამსგავსა და ბოლოს გაირკვა რომ ბიჭი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დადიოდა.


მთავარი იდეა ამ ყველაფერში ისაა რომ ნანუკას შოუს წამყვანს მოუნდა ამ ბიჭუნას სანტა ყოფილიყო და ამ უბრალო, კეთილი საქმისთვის უამრავი ადამიანი ჩაერთო.



ბიჭის ვინაობა ჯერ არ ხმაურდება, ამ ყველაფრის შესახებ ნანუკა თავად მოუყვება "ნანუკას შოუში" ამბით დაინტერესებულ საზოგადოებას.

0
377
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0