x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ახალშობილი გადააგდეს და ის მოკვდებოდა, რომ არა...

სიკვდილისთვის განწირული ჩვილი ძაღლმა გადაარჩინა. ისე რომ დავფიქრდეთ – რით არის გერმანული ნაგაზი, სახელად ჯეიდი ადამიანზე უკეთესი? რით და – მის გულში უფრო მეტი სიყვარულია, ვიდრე იმ ადამიანის გულში, ვინც ახალშობილი სიკვდილისთვის გაიმეტა. სხვანაირად მომხდარი ისტორიის ახსნა შეუძლებელია.


image


ძაღლის ინტუიცია


უჩვეულო ნაგაზის პატრონი, ქალაქ ბირმინგემში (ბრიტანეთი) მცხოვრები, 68 წლის როჯერ უილდეი (Roger Wilday) ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ რამეს, როდესაც თავის ძაღლთან ერთად, სასეირნოდ გავიდა.
აი რას ყვება ის, იმ დღის შესახებ: «დღის სამი საათი იქნებოდა, როდესაც მე და ჯეიდი, ჩვეულებისამებრ, სასეირნოდ გავედით. ძაღლი სულ ჩემს სიახლოვეს იყო, ვიდრე ბუჩქებს არ მივუახლოვდით. ის უეცრად მოსწყდა ადგილიდან და რამდენიმე წამში გაქრა ჩემი თვალთახედვიდან. რამდენჯერმე დავუძახე და რომ არ გამოჩნდა, მეც იქით წავედი, სადაც ძაღლი უკანასკნელად დავაფიქსირე. ბუჩქებს შორის გავიარე და დავინახე, რომ ჯეიდი რაღაც ჩანთის გვერდით იჯდა».


image



შოკი!


«ძაღლს კიდევ ერთხელ დავუძახე და რადგან ადგილიდან არ გაინძრა, იძულებული გავხდი მე თვითონ მივსულიყავი მასთან და მენახა, თუ რამ გამოიწვია მისი ასეთი ინტერესი.
როგორც კი ახლოს მივედი, ჩანთაში რაღაცამ მოძრაობა დაიწყო და ვიფიქრე, რომ შიგნით კნუტები იყვნენ. მაგრამ, უეცრად პატარა ხელები დავინახე და ბავშვის ტირილი გავიგონე».




ბავშვი ჯერ კიდევ თბილი იყო


როჯერმა სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახა: «არ მინდოდა ხელი რამესთვის მეხლო, რომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ გამენადგურებინა. მაგრამ, ტელეფონით მითხრეს, რომ ბავშვის აყვანა შემეძლო».


image



რამდენიმე საათის შემდეგ...


შემთხვევის ადგილზე მაშინვე მაშველები მივიდნენ. ახალშობილი გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს და ექიმებმა დაადგინეს, რომ ბავშვი რამდენიმე საათის წინ იყო დაბადებული.



ცოტაც და...


გოგონა აუცილებლად დაიღუპებოდა, რომ არა ჯეიდი! მადლობა ძაღლს, რომ ის უფრო გონიერი აღმოჩნდა, ვიდრე ადამიანი, რომელმაც ჩვილი სიკვდილისთვის გაიმეტა!

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

პეკინში ახალშობილი გოგონა საკანალიზაციო მილიდან ამოიყვანეს

ძაღლმა თავი გასწირა და 8 თვის ბავშვი გადაარჩინა

10 უჩვეულო ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბავშვებთან დაკავშირებით

წარმოუდგენელი საშინელება ძველ რომში

შინაური ცხოველების როლი ბავშვის აღზრდაში

ყველას ეგონა, რომ ეს კნუტი მოკვდებოდა, მაგრამ ის შეხვდა ჰასკის და ...

0
674
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
674
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0