x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამ რეცეპტის საშუალებით აიმაღლებთ იმუნიტეტს, შეამცირებთ ქოლესტერინის დონეს და გათავისუფლდებით ყველანაირი ინფექციისგან
imageგულის დაავადებებს ხშირად იწვევს არტერიების გადატვირთვა, იმისათვის, რომ მთელმა სისტემამ და ორგანოებმა იფუნქციონიროს სრულფასოვნად, მნიშვნელოვანია, რომ სისხლის მიმოქცევა იყოს თავისუფალი და შეუფერხებელი. ამდენად, არტერიების რეგულარული წმენდა აუცილებელია.


როდესაც საქმე მივა ნებისმიერი ორგანოს გაწმენდაზე, ბუნებრივ საშუალებად განიხილება შემდეგი საიმედო და ეფექტური ვარიანტი. არსებობს ძველი გერმანული რეცეპტი, რომელიც დაგეხმარებათ არტერიების გაწმენდაში, იმუნური სისტემის გაძლიერებაში და ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში.


რეცეპტი მოსამზადებლად მარტივია და მოითხოვს სამ ინგრედიენტს: ლიმონს, ნიორსა და ჯანჯაფილს.


თქვენ დაგჭირდებათ:



• გაფილტრული წყალი - 2ლ.
• ლიმონი - 4 ცალი. (დამუშავებული)
• ნიორი - 4 კბილი.
• ჯანჯაფილი - დაახლოებით 4 სმ.



მომზადების წესი:


1. აიღეთ 4 ცალი ლიმონი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
2. გაასუფთავეთ ნიორი და ჯანჯაფილის ფესვი, დაჭერით ისინი ასევე პატარა ნაწილებად.
3. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და მოამზადეთ სქელი პასტა.
4. მოათავსეთ სქელი მასა ქვაბში და ცოტა შეათბეთ.
5. აურიეთ, და დაამატეთ 2 ლიტრი წყალი.
6. მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
7. გაწურეთ სითხე და მოათავსეთ შუშის ქილაში.
8. შეინახეთ მაცივარში ღამით.


მიღების წესი:


მიირთვით ეს სასმელი ყოველ დღე 1 ჭიქის ოდენობით. თუ გსურთ, შეგიძლიათ მიირთვათ დაძინებამდე 2 საათით ადრე, ასევე უზმოზე. სასმელი გემოთი წააგავს ლიმონათს. მიირთვით სასმელი ყოველდღე, რათა მიიღოთ შედეგი.


როგორ მუშაობს იგი?


ნიორი საკუთარი ბუნებრივი და სამკურნალო თვისებებით საკმაოდ ცნობილია. იგი მდიდარია ანტიბაქტერიული, ანტივირუსული თვისებებით, რომელიც იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან. ალიცინი მიიჩნევა მთავარ შემადგენლობად ნიორში, რომელიც ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. ნიორი ორგანიზმს უზრუნველყოფს ელემენტებისგან როგორებიცაა: მაგნიუმი, ვიტამინი В6 და ვიტამინი С.


ნაერთები როგორიცაა: გინგეროლი, კაპსაცინი, კურკუმინი, ბეტა-კაროტინი, სალიცინის მჟავა და კოფეინის მჟავა გარდაქმნის იმბირს მშვენიერ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად. იგი ეხმარება ორგანიზმს აღმოფხვრას დაგროვილი ცხიმები და კუჭთან დაკავშირებული პრობლემები.


ლიმონი - მდიდარია ვიტამინი С-ს შემადგენლობით, რომელიც აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. ეხმარება და არეგულირებს pH დონეს ორგანიზმში და შესაბამისად, ხელს უშლის ვირუსული დაავადებების წარმოქმნას. ლიმონი წმენდს არტერიებს და გამოდევნის დაგროვილ ცხიმებს.


ეს არის ყველაზე იოლი გზა იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ დაგროვილ ტოქსინებს და შევამციროთ ქოლესტერინის დონე ორგანიზმში.





image

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები:

1 - რატომ უნდა მივირთვათ წიწიბურა? 7 საინტერესო ფაქტი!

2 - წვნიანი, რომელიც 100%-ით ძლიერია ანტიბიოტიკებზე - ეს რეცეპტი აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ

3 - პომიდორი აკნესა და ნაწიბურების წინააღმდეგ

4 - ამ ვიტამინების ნაკლებობა იწვევს შაკიკს

5 - ნიორი, ვაშლის ძმარი და თაფლი: ორგანული კომბინაცია, რომელიც კურნავს დიაბეტს, დისპესიას და სხვა მრავალ დაავადებებს


0
3952
7-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
3952
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0