x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
აი ასე გამოიყურება სპეციალურად ესტონეთის არმიისათვის შექმნილი მინი ტანკი "ADDER", რომელიც დისტანციურად იმართება

image ესტონეთის არმიისათვის შექმნეს მინი ტანკი " ADDER" დისტანციური მართვით.
თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას შეიქმნას დისტანციურად მართვადი საბრძოლო ტექნიკა, საფრენი აპარატები თუ მცურავი საშუალებები. ესტონურმა ფირმამ წარმოადგინა მათ მიერ ადრე შექმნილი მინი ტანკის უახლესი მოდიფიკაცია ესტონეთის არმიისათვის. 3 მეტრიან ტანკს შეიარაღებაში გააჩნია მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი "CIS 50MG", რომელსაც შეუძლია ზუსტად დააზიანოს სამიზნე 1, 8 კილომეტრ მანძილზე. საბრძოლო მოდული ტრიალებს 360 გრადუსით, მინი ტანკს შეუძლია განავითაროს 24–დან 35 კმ/სთ სიჩქარემდე, ამავე დროს შეუძლია გადაზიდოს ერთ ტონამდე ტვირთი ეს იქნება საბრძოლო მასალა, დესანტი თუ მოახდინოს დაჭრილების ევაკუაცია.
მინი ტანკი იმართება უპილოტო რეჟიმში, მისი შემქმნელების აზრით მას გააჩნია ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის პოტენცია. მუხლუხოებიანი მინი ტანკი მოძრაობაში მოჰყავს ჰიბრიდულ დიზელ–ელექტრონულ ძრავს რომელსაც 10 საათის მანძილზე შეუჩერებლად მუშაობის რესურსი გააჩნია.
მინი ტანკის პლატფორმა იძლევა საშუალებას ის გამოყენებულ იქნას: საბრძოლო, სადაზვერვო, განაღმვითი და სამედიცინო–საევაკუაციო სამუშაოებისათვის.

გთავაზობთ ფოტოკოლაჟს და ვიდეოს აღნიშნულ საბრძოლო მინი ტანკზე.
imageimageimageimageimage




0
224
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0