x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სატვირთო მატარებელმა რომელიც 120 ერთეული ახალი "BMW"–ს მარკის ჯიპით იყო დატვირთული კატასტროფა განიცადა

image სატვირთო მატარებელმა რომელიც 120 ერთეული ახალი "BMW"–ს მარკის ჯიპით იყო დატვირთული კატასტროფა განიცადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მატარებელ–ავტომზიდმა, რომელსაც სხვადასხვა მოდელის 120 ერთეული "BMW"–ს მარკის მანქანით იყო დატვირთული, კატასტროფა განიცადა. სარკინიგზო ავარია სამხრეთ კაროლინას შტატის ქალაქ ბლერთან მოხდა–იუწყება "Automotive News"–ი. მატარებელი რომელიც დაკომპლექტებული იყო ორი ლოკომოტივით და 12 ვაგონით (თითოეულ ვაგონში 10 მანქანით), ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო რელსებიდან გადავიდა. მატარებლის მემანქანეები და ტვირთის გამცილებლები არ დაშავებულან, სამაგიეროდ " BMW"–ს მარკის 120 ჯიპი სერიოზულად დაზიანდა. " BMW"–ს მარკის ჯიპები შემდეგი მოდელებისაგან შესდგებოდა –"X3, X4, X5" და "X6".
სამწუხაროდ სარკინიგზო ავარიას გადარჩენილი ჯიპები შესაბამისი მოწყობილობის მქონე ამწით კი არ გადმოიყვანეს, არამედ ჩვეულებრივი ექსკავატორით, რომელმაც დაზიანებულთან ერთად დაუზიანებელი მანქანებიც პრაქტიკულად გაანადგურა და სავარაუდოდ ამ მანქანებს უკვე ჯართის მიმღებ რომელიმე პუნქტში მიუჩენენ ადგილს.
იმ სადაზღვევო კომპანიებს კი, რომლებსაც ეს მანქანები ჰქონდა დაზღვეული მოუწევთ "ჯიბეზე გაიკრან ხელი" და სერიოზული თანხა გაიღონ ზარალის ასანაზღაურელად.


ახალი მანქანებით დატვირთული "ავტოტრალის" მძღოლის "ლიხაჩობამ" მისთვის მძიმე შედეგი მოჰყვა.


ოკეანის სანაპიროზე ძვირადღირებული ჯიპით "ჯირითი" სავალალო შედეგით დასრულდა.


0
469
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0