x
image
natia.a
რა სიხშირით და როგორ უნდა გავრეცხოთ სწორად საწოლის თეთრეული - ეს მნიშვნელოვანია!
image


დამტკიცებულია, რომ ადამიანი სიცოცხლის მესამედს ძილში ატარებს, ანუ საწოლში. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ადგილი, სადაც ამდენ დროს ვატარებთ, სუფთა იყოს. თქვენი საწოლი კი სავსეა უამრავი ისეთი რამით, რაზეც შესაძლოა წარმოდგენაც კი არ გაქვთ. ხოლო თუ სისუფთავეს არ იცავთ, ჯანმრთელობისთვის ეს ძალიან სახიფათოა.

მაინც რა არის ჩვენს საწოლში?


image

რომ შეგეძლოთ, თქვენი საწოლი მიკროსკოპის ქვეშ დაინახოთ, ალბათ ძალიან გაოცდებოდით, უფრო სწორად, შოკირებული დარჩებოდით. პრაქტიკულად ყველა საწოლში არსებობენ მტვრის ტკიპები - მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებიც ჩვენი კანის მკვდარი უჯრედებით იკვებებიან. ისინი ცხოვრობენ, კვდებიან და მრავლდებიან იმავე ლოგინზე, რომელზეც თქვენ წევხართ. ამიტომ მათგან თავის დაცვის ერთადერთი გზა თეთრეულის რეგულარული გარეცხვაა. წინააღმეგ შემთხვევაში, შეიძლება ალერგიამ შემოგიტიოთ ან მნიშვნელოვნად დაგიქვეითდეთ იმუნიტეტი.

თუმცა მტვრის ტკიპები თქვენი საწოლის ერთადერთი მაცხოვრებლები არ არიან. აქ ასევე შეხვდებით:

- კანის მკვდარ უჯრედებს. ჩვენი სხეული დღეში დაახლოებით მილიონ უჯრედს კარგავს, მათგან ბევრი სწორედ ძილის დროს "გვცილდება". სამწუხაროდ, კანის მკვდარი უჯრედები მტვრის ტკიპების საყვარელი საკვებია.
- ცხიმები. ჩვენი სხეული ძილის დროს გამოიმუშავებს ბუნებრივ ცხიმებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში ისევ საწოლის თეთრეულზე რჩება.
- ოფლი. თუ ღამით ძალიან გცხელათ, ცხადია, ორგანიზმი გასაგრილებლად ოფლს გამოიმუშავებს.
- სხეულის სითხეები. ნერწყვი, სისხლი, შარდი და ბიოლოგიური სითხეები სექსის შემდეგ - ყველაფერი ეს თეთრეულზე რჩება.
- საჭმლის ნარჩენები. თუ მოულოდნელად ლოგინში წახემსება მოგინდათ, საკვების ნამცეცებიც თეთრეულზე დარჩბა, რაც განსაკუთრებულად მოეწონებათ მტვრის ტკიპებს.


ყოველივე აქედან გამომდინარე, ალბათ ცხადია, რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქოლის თეთრეულის სისუფთავე.

რა სიხშირით უნდა გავრეცხოთ თეთრეული



image

თეთრეულის გარეცხვის იდეალური სიხშირე, მიკრობიოლოგების რეკომენდაციით, არის კვირაში ერთხელ. ბალიში კი სამ თვეში ერთხელ მაინც უნდა გაირეცხოს, რადგან იგი შეიძლება შეიცავდეს ობსა და ბაქტერიებს, რომელთა გამოც შეიძლება განვითარდეს დიარეა, ასთმა და ბრონქიტი. აღსანიშნავია, რომ ავადმყოფი ადამიანის საწოლზე თეთრეულის გამოცვლა ყოველდღიურად არის საჭირო, ყოველ შემთხვევაში, თუ მთლიანად თეთრეულის გამოცვლას ვერ ახერხებთ, ბალიშისპირი მაინც უნდა გამოიცვალოს.

როგორ უნდა გავრეცხოთ თეთრეული


image

თეთრეული უმჯობესია გაირეცხოს არანაკლებ 60 გრადუსზე: ამგვარად ბაქტერიების დიდი ნაწილის განადგურება შეიძლება. იდეალურია, თუ თეთრეულს გავაშრობთ მზეზე: ულტრაიისფერი სხივები ბევრი მიკროორგანიზმისთვის დამღუპველია. ხოლო იმისათვის, რომ ეფექტურად დავასრულოთ "ბაქტერიების გენოციდი", უნდა გავაუთოოთ თეთრეული ბამბის რეჟიმზე - 200 გრადუსიანი ტემპერატურა დარჩენილ მიკრობებს ბოლოს მოუღებს.


ასევე გაითვალისწინეთ:


1. ფარდების რეცხვისას ბევრი უშვებს ამ შეცდომას - გაითვალისწინეთ და შეინარჩუნეთ სიქათქათე!

2. უნდა გავასწოროთ თუ არა საწოლი ადგომის შემდეგ? - ეს ბევრმა არ იცის!

3. რისთვის გამოიყენება პრეზერვატივი - ის, რაც აქამდე ნამდვილად არ იცოდით!

4. როგორ შევიღებოთ თმა ბუნებრივი პროდუქტებით - დაივიწყეთ ქიმიური საღებავები!

5. როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის" ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის!

0
5682
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5682
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0