x
image
alex999
Mediator image
ის ჩაიხანაში ჯიბის ფულისთვის მუშაობდა, რა მოხდა შემდეგ?

არავინ არ იცის ცხოვრება რა სიურპრიზებს გვიმზადებს, რა გველის ხვალ და უნდა გვჯეროდეს თუ არა სასწაულების? თუ პასუხი გაინტერესებთ, წაიკითხეთ სტატიის სახით გამოცემული საინტერესო ისტორია, რომელიც რამოდენიმე დღის წინ განვითარდა.

image

როგორ შეიცვალა ჩაის დამრიგებლის ცხოვრება მხოლოდ ერთ ღამეში? ეს სამოყვარულო ფოტოგრაფის დამსახურებაა, რომელმაც ჩაიხანის უბრალო მუშას, შემთხვევით რამოდენიმე ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელებში დაამატა.

image

მისი სახელია ჰანი. ცხოვრობს პაკისტანში და მუშაობს დედაქალაქის მთავარ ბაზრობის ჩაიხანაში. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება ერთ ღამეში უკიდურესად შეიცვლებოდა.

image

18 წლის ჰანი, დედაქალაქ ისლამაბადში უკვე ორი წელია ჩაის დამსხმელ-მიმტანად მუშაობს. მას ამ სამსახურისთვის ძალიან ცოტას უხდიდნენ, იმდენად ცოტას, რომ თვის ბოლოს ხელფასზე, ფეხსაცმლის ყიდვასაც ვერ ახერხებდა, თუმცა ყველაფერი საგრძნობლად შეიცვალა...

image

ჰანმა არც იცოდა, რომ ის ასეთი პოპულარული გახდა, ქუჩის ფოტოგრაფის წყალობით. ფოტოების ატვირთვიდან მესამე დღეს, ჰანი რამოდენიმე კინო-კომპანიამ და სამოდელო სააგენტომ დაიბარა. ის დღეს უკვე პაკისტანის ცნობილ სახეებს შორის ერთ-ერთი მათგანია.

image

მწვანე-ლურჯთვალება სიმპათიურ მამაკაცს ძალიან ბევრი ფანი ჰყავს უკვე, თუმცა მას სოციალური ქსელი არ აქვს, რადგან არც წერა იცის და არც კითხვა. როგორც ცნობილია ჰანი უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა.

image

რაც შეეხება ქუჩის ფოტოგრაფს, ის ჯავერია ალია. მან ისტაგრამზე ჰანის ფოტო განათავსა შემდეგი სათაურით: - "ცხელი ჩაი, ჰანის შესრულებით" -ეს ფოტო მხოლოდ ერთ დღეში 20 000 ადამიანმა მოიწონა და უამრავი კომენტარი დაიწერა.

image

ჩაის დამრიგებელი ჰანის ფოტოები უკვე გავრცელებულია ინდოეთში, ინგლისსა და აზიურ ქვეყნებში. ქუჩის ფოტოგრაფმა, რომელმაც ჰანს ფოტოები გადაუღო, მალევე პაკისტანურ ტელევიზიაში(AA) სამსახური შესთავაზეს. რაც შეეხება ჰანს, ის უკვე პაკისტანის სამოდელო ინდუსტრიაში შესვლისთვის ემზადება, შესაძლოა უახლოეს მომავალში პაკისტანურ-ამერიკულ ფილმშიც ვიხილოთ .

image

ჰანს უკვე მენეჯერიც ყავს, ვინაიდან მან არიცის წერა-კითხვა. ნახეთ რას ამბობს ჰანი მომხდართან დაკავშირებით: "ეს სასწაულია! ამის დაჯერება ნამდვილად რთულია, თავი სიზმარში მგონია. მადლობელი ვარ იმ ფოტოგრაფის, რომელმაც დღეს შემთხვევით ამ დონემდე მომიყვანა, მე მას ამ სიკეთეს არასოდეს დავუკარგავ. გპირდებით ვისწავლი, წავიკითხავ და დავწერ. დრო მჭირდება, ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ცხოვრება ამიერიდან იწყება."

image

ჰანის ოჯახური მდგომარეობაც შოკისმომგვრელია, მას ოჯახში 17 და-ძმა ჰყავს. (:) ოჯახი ძალიან ბედნიერია ჰანის წარმატებით. Samaa TV-ს ცნობით, ჰანს 2 დღეში 50 ლამაზმანმა სთხოვა გაცნობა და მეგობრობა.

imageimageimageimage



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



image




1 -იაკუტაში "სიცოცხლე გაიყინა"....

2 -ადამიანის კანისგან დამზადებული 5 ნივთი!

3 -აზოვის ზღვის საუკეთესო მებრძოლი ქალები - ამაზონები!

4 -13 დეკემბერი - რა ხდებოდა ისტორიაში, დღევანდელ დღეს?!

5 -რას ნიშნავს იყო ბავშვი და ისიც სირიაში! (ყველაზე დრამატული ფოტოები)

0
1144
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0