x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
როგორ უნდა ელაპარაკო პატრულს - რეალური ამბავი ქალურ ლოგიკაზე - იხალისეთ!
image

ქალი საჭესთან - ეს ის ფენომენია, რომელიც ძალიან ბევრი კარიკატურისა და ანეკდოტის საბაბი ხდება. და მართალია, სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ქალი-მძღოლები გაცილებით ნაკლებად ხვდებიან სავარიო სიტუაციებში, მამაკაცები მაინც განაგრძობენ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებზე ქილიკს მანქანის ტარების მათეული სტილისა და ზოგადად, ქალური ლოგიკის გამო.

სწორედ ქალურ ლოგიკას ეხება ის უცნაური და სახალისო ისტორია, რომელიც ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა. ამბავი სინამდვილეში მოხდა და სოცალურ ქსელში სწორედ მთავარმა გმირმა გაავრცელა. აქ კი თარგმანს გთავაზობთ:


"გუშინ დაქალთან ერთად მივდიოდი მანქანით, ეკლებზე ვიჯექი, მართვის მოწმობაც გუშინ დილით ავიღე და ცოტა მეშონოდა. ყურადღება არ მიმიქცევია ისე გადავკვეთე გზაჯვარედინი წითელზე. ბედი არ გინდა? ეგრევე ინსპექტორმა გამაჩერა:


- თქვენი მოწმობა, თუ შეიძლება.



გავიფიქრე, რა იქნება პირველი დღე მაინც გავიდეს ისე, მოწმობა რომ არ ჩამომართვან-მეთქი. ჩავდე მართვის მოწმობაში 500 რუბლიანი კუპიურა, როგორც ქმარმა მასწავლა, ამაყად გავუწოდე ინსპექტორს და მანქანიდან გადმოვედი.

ინსპექტორმა, კარგად დამუშავებული მოძრაობით ამოაძვრინა კუპიურა საბუთიდან, ჯიბეში ჩაიდო და მომმართა:

- აბა, ოლგა ვალერის ასულოვ, რატომ არღვევთ?!

შოკში ჩავვარდი, დავიწყე ტვინის ჭყლეტა იმაზე, თუ საიდან ვიცნობდი ამ კაცს. ალბათ ბავშვები ერთ სკოლაში სწავლობენ და მეგობრობენ, იქნებ ცოლსაც ვიცნობ...

შემდეგ დაახლოებით ასეთი დიალოგი გავაბით:


მე (მხიარულად ვიღიმოდი, რაც არ უნდა ყოფილიყო, ნაცნობი იყო):


- აბა, როგორ რძანდებით? ოჯახში როგორ არიან, ბავშვები?!


ის (დაბნებული და გაკვირვებული):


- რა ვიცი, არა გვიშავს...


- რა ქნა თქვენმა მეუღლემ, ბავშვი ისევ არ გადმოიყვანა ჩვენს სკოლაში?


- რა, აპირებდა? - უნდოდ მკითხა მან.


-აბა რა, თვითონ მითხრა ამასწინათ, - ვუპასუხე.


ის (სულ უფრო დაბნეული, ნელა მპასუხობდა, თან ეტყობიდა, რომ გამალებით იქექებოდა მეხსიერების ყველაზე მიმალულ კუნჭულებში):


- არა, ძველში რჩება...


- დასასვენებლად მალე მიდიხართ?


- არა მგონია, ჯერ სამსახურში ვარ...


- აბა კარგი, მოკითხვა თქვენებს, არ დაიკარგოთ, დაგვირეკეთ ხოლმე...


- კარგი...დაგირეკავთ...

ინსპექტორმა ჯიბიდან ჩემი 500 რუბლი ამოიღო, უკან მოწმობაში ჩადო და დამიბრუნა.


მაპატიეთ, - მეუბნება, - თავიდან ვერ გიცანით.


უკან გაბუნდა და ნელა წალასლასდა თავისი მანქანისკენ...


მეც დავბრუნდი მანქანაში და საჭეს მივუჯექი. დაქალი მეკითხება:

- ნაცნობი იყო?

ვუპასუხე, რომ ვერაფრით გავიხსენე, საინდან ვიცნობდი, მაგრამ რახან კაცმა ჩემი სახელი და მამის სახელი იცოდა, ესე იგი მიცნობდა. სხვანაირად როგორ შეიძლებოდა? დაქალისკენ მივბრუნდი და ვხედავ, რომ სიცილისგან სული ეკვრის, თავს ვეღარ იკავებს და ჭარხალივით წითელია.

- მაინც ვერ გავიგე რა გაცინებს, ვერ ვიცანი და რა ვქნა, - ვეუბნები.

ჩაბჟირებული დაქალი ძლივს მპასუხობს:


- მართვის მოწმობაში ხომ წერია შენი სახელი. საცოდავი კაცი, ალბათ ახლაც ტვინს იჭყლეტს და ვერაფრით გიხსენებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. პოლიციელის ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით რატომ ზის მიწაზე!

image


2. როგორ გამოადგა რუსეთის ბაზარზე მოვაჭრე ქართველს ფიზიკის ცოდნა - სახალისო ისტორია

image

3. 11 რჩევა, რომელიც უცხოელებს ქართულ სუფრაზე მოხვედრისას გამოადგებათ

image

4. როგორ მოიქცა მოხერხებული ქმარი, რომელსაც ცოლი ძმაკაცებთან არ უშვებდა - იხალისეთ!

image

5. ანეკდოტი, რომელსაც ქალები ვერ იტანენ... ანუ რატომ მისცა ღმერთმა კაცს ჭკუა

image

1
2685
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2685
  
2016, 19 დეკემბერი, 17:48
კაი იყო :-)
0 1 1