x
კაცი ოცდაათწამიანი მეხსიერებით-კლივ ვეარინგის შემთხვევა
image


კლივ ვეარინგი-კაცი, რომელიც „აწმყოშია გაჭედილი“.კლივ ვეარინგის შემთხვევა იყო ამნეზიის გამოვლენის უკიდურესი ფორმა, რაც არასდროს დაფიქსირებულა მედიცინასა და ფსიქოლოგიაში.ლონდონში მცხოვრები მუსიკოსი, დირიჟორი და ტენორი, კარიერულ მწვერვალზე იყო, როცა ამ ვირუსით დაიმფიცირდა 1985 წელს.დღეს იგი 78 წლისაა და ცხოვრობს სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც მუდმივ კონტროლს უწევენ ზედამხედველები.


კლივის დასუსტების პროცესი ძალიან მალე წარიმართა.1985 წლის მარტში ერთ-ერთი შაბათ-კვირის დროს, იგი სამსახურიდან ბრუნდებოდა სახლში, ამ დროს კლივი გამოიყურებოდა მკვეთრად წამოწითლებულად და თითქოს, ციებ-ცხელება შეჰყროდა.შაბათს მას თავის ტკივილები დაწყო, სამშაბათს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, მას 4 დღე არ ეძინა.მისი ტემპერატურა იყო 38.8 გრადუსი.ექიმების
წასვლისაას, დებორამ(მისმა მეუღლემ) ისინი გააცილა, დაბრუნებისას კი კლივი გამქრალი იყო.მომდევნო 4 საათის განმავლობაში დებორამ დარეკა პოლიციაში, კლივს ეძებდნენ მთელ ლონდონში.მალე კლივი იპოვნეს ერთ-რთ პარკში, მას დავიწყებოდა, თუ სად მიდიოდა.ტაქსის მძღოლმა იგი უახლოეს პოლიციის დეპარტამენტში მიიყვანა, სადაც მოხდა მისი იდენტიფიცირება.მას თანდათანობითდაავიწყდა ყველა ის ფაქტი, რაც მის წარსულს უკავშირდებოდა:პირველი ცოლი, შვილების სახელები
და ა.შ.მიუხედავად ამისა, დებორა, მისი მეორე მეუღლე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ცნობდა.გასაკვირია ის ფაქტი, რომ კლივის პროცედურული მეხსიერება საერთოდ არარის დაზიანებული.მას შეუძლია მუსიკალური ნაწარმოები ისეთივე გრაციოზულად და შეუწყვეტლივშეასრულოს როიალზე, როგორც ადრე.კლივი და დებორა

imageimage





https://www.youtube.com/watch?v=k_P7Y0-wgos&t=19s



კლივ ვეარინგის დაავადების მთავარი მიზეზი ის არის, რომ მის ნერვულ სისტემაში შეაღწია ჰერპესული ენცეფალიცის ვირუსმა, მას დაემართა თავის ტვინის ანთება.დაზიანდა ჰიპოკამპუსი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ხანმოკლე მეხიერებაზე.ამ შემთხვევის შემდეგ, მისი ტვინი ვეღარ იმახსოვრებდა ახალ ინფორმაციას“ახალი ინფორმაცია დნებოდა, როგორც თოვლი“, აგრეთვე ვეღარ აკონტროლებდა საკუთარ ემოციებს.ამან საბოლოოდ გამოიწვია ანტეროგრადული და რეტროგრადული ამნეზია, რაც ხასიათდება ტრავმის შემდგომი მოვლენების დავიწყებით, ასევე წარსული მოვლენების თანდათანობითი „გაქრობით“.კლივს აქვს დღიური, რომელშიც იწერს თითოეულ მომენტს, თუმცა რაღაც დროის გასვლისთანავე
ავიწყდება თუ ვინ დაწერა ეს ფრაზები.მის დღიურში მუდმივად მეორდება სიტყვბი:“მე ცოცხალი
ვარ“.

imageimageდღიურიimage

კლივს დაავადებამ დამანგრეველი შედეგები მოუტანა:მას არ შეუძლია საჭმლის სახელი დაუკავშიროს მის გემოს, სანამ საჭმელს პირამდე მიიტანს, ავიწყდება, თუ რას ჭამს, მთელი დღე საწოლიდან დგება, ისე რომ ვერ აცნობიერებს ამას.კლივი უკვე შიშითაა შეპყრობილი, რადგან არსებობს მომენტები, როცა იგი მის დაავადებასაცნობიერებს, თუმცა ეს მომენტიც მალევე იკარგება მისი ცნობიერებიდან, როგორც ყოველი ახალი ინფორმაცია.იგი სხვაზეა დამოკიდებული, მიჯაჭვული.რაც მთავარია, მისთვის არ არსებობს წარსული და მომავალი.იგი სამუდამოდ ერთ მომენტშია გამომწყვდეული და ვერასდროს დაიხსნის თავს ამ „ლაბირინთიდან“.კლივ ვეარინგის მეუღლემ, დებორამ წიგნიც კი მიუძღვნა მას(“Forever Today”).imageimage










0
390
2-ს მოსწონს
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
390