x
image
alex999
Mediator image
იაკუტაში "სიცოცხლე გაიყინა"....

იაკუტია, იგივე სახას რესპუბლიკა - ემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო წარმონაქმნი, რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის შორეულ აღმოსავლეთის ფედერალურ ოკრუგში. რუსეთის ყველაზე მსხვილი რეგიონი. მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეგიონი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. სახაზე გაედინება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მდინარე ლენა (4, 310 კმ.) რომელსაც აქვს ასობით შედარებით მცირე შენაკადი. 1989-2010 წლებში ხდებოდა მოსახლეობის კლება, დემოგრაფიული მონაცემები იცვლებოდა შემდეგ ნაირად: 1989 - 1, 081, 408; 2002 - 949, 280 ; 2010 - 958, 528. მოსახლეობის 49% იაკუტები შეადგენენ, 37% რუსები, 2, 2% უკრაინელები, ხოლო დანარჩენს ევენკები, ევენები და თათრები.

image

რუსეთში, იაკუტის ტერიტორიაზე -53 გრადუსზე სიცოცხლე გაიყინა.

image

ციმბირულ სოფელში, რომელიც იაკუტის რეგიონში მდებარეობს, ბავშვებს სირთულეების მიუხედავად, უწევთ სკოლაში სიარული. მთლიანობაში 4 369 მოქალაქე ჰყავს რეგიონს. 15 წლის ქვემოთ ბავშვებისთვის სკოლაში მისვლა აიკრძალა.

image

იაკუტის რეგიონი არის მსოფლიოს ყველაზე ცივი რეგიონი, მიუხედავად ძლიერად დაცემული ტემპერატურისა, 15 წლის ზევით ასაკის მოსწავლეები, სკოლაში სიარულს მაინც ახერხებენ.

image

სოფელ ვერხოიანსკში გუშინ ტემპერატურა -51 -მდე დაეცა. მეშვიდე კლასის ჩათვლით, ყველა მოსწავლე აქაც დათხოვილ იქნა სკოლიდან.

image

იაკუტის რეგიონი, გეოგრაფიულად რუსეთის 1/5 შეადგენს. ამ რეგიონში საშუალო ტემპერატურა -45 ია. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცივ ადგილად დასახელებულ ომიაკონში საშუალო ტემპერატურა -50 ია.

image

იაკუტაში ტემპერატურა საკმაოდ ცვალებადია. ივნისის თვეში წელს ტემპერატურამ 30 გრადუსს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში, ტემპრატურა 100 გრადუსით იცვლება.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


image





1 -რას ნიშნავს იყო ბავშვი და ისიც სირიაში! (ყველაზე დრამატული ფოტოები)

2 -მდიდარი ახალგაზრდების, გაბრწყინებული ცხოვრება საბერძნეთიდან!

3 -რატომ მიიპყრო საუდის არაბეთმა მსოფლიოს ყურადღება?!


4 -"ცოცხლად ჩამარხულები" - აპოკალიფსური სოფელი რუსეთში!

5 -ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (XIII ნაწილი)

2
2774
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2774
  
2016, 13 დეკემბერი, 18:55
რთულია ძალია ნამდვილად
2016, 13 დეკემბერი, 14:11
კითხვის დროს გავიყინე პირდაპირ :) ნეტა იქ როგორ ცხოვრებენ ან რატომ ცხოვრობენ? რუსეთს იმხელა ტერიტორია აქვს...
0 1 2