x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალური ლოგიკა

image
იმ დღეს ძალიან ციოდა. ზოგჯერ წვიმდა. გარეთ გასვლა ძალიან მეზარებოდა. არადა მათეს უნდა შევხვედროდი. რამდენიმე კვირის უნახავი მყავდა და მენატრებოდა ჩემებურად... უკვე გაუსაძლისად ...ერთმანეთს საბაგიროსთან შევხვდით. როგორც ყოველთვის ერთმანეთს გადავეხვიეთ და თვი მის კისერში ჩავრგე, სადაც ყოველთვის გასაოცარ სურნელს, სითბოს და სიტკბოს ვგრძნობდი. იქიდან ნელა დავუყევით გზას “ბერეგისკენ".

-მოდი ყავა დავლიოთ მითხრა მათემ და მეც დავთანხმდი. თან წვიმასაც გადაეღო და უკვე შეიძლებოდა ღია ცის ქვეშ დაჯდომა. შეკვეთა მივეცით. რამდენიმე წუთის შემდეგ მიმტანმა ყავა მოგვიტანა და წავიდა. მათეს შვხედე და მისი მზერა მიმტანისკენ იყო მიმართული. ალბათ მიმტანის უკანა ხედით ტკბება გავიფიქრე და უცებ მოვიშხამე. ნერვები მომეშალა.ყავა მოვსვი და სანამ რამეს ვეტყოდი მათემ შემომხედა და მითხრა: -თამუ, იმ მიმტანს დააკვირდი, მგონი მარჯვენა ხელზე თითი აკლიაო". მე გამეღიმა. მასზე კი არა ჩემზე და ჩემს უაზრო ფიქრებზე. ჰო შეიძლებათქო მივუგე და ბედნიერმა გავუღიმე...

0
187
4-ს მოსწონს
ავტორი:სოფა
სოფა
187
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0