x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ინგლისში შტორმი კიდევ გაგრძელდება

imageინგლისი გასულ ღამეს დაწყებული შტორმის შედეგად ძალინ მძიმედ დაზარალდა, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები სანაპიროსთან მცხოვრები მოსახლეობის 35% უსახლკაროდ დარჩა, გასულ ღამეს ქარის სიჩქარე 80კმ საათს აღემატებოდა. ინგლისის სამხრეთ დასავლეთით საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული დახურულია ოფისები მაღაზიები სანაპიროზე არაფერი არ მუშაობს ყველაფერი მწყობირიდან გამოვიდა და სამწუხაროდ ამ წუთებამდე გრძელდება . გასულ ღამეს ინგლისის სამხრეთით არსებული ქალაქების ნახევარზე მეტს გადაუარა შტორმმა და საკმაოდ დიდი ზარალიც მიაყენა, ჯერჯერობით ვერ ხერხდება კომისიის გამოყოფა რომელიც ზარალს დაითვლის, რადგან ჯერკიდევ არ ჩაუვლია შტორმს.
კორნიშის სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 40 ფუტს აღწევდა, განადგურებულია სახლები, მოგლეჯილია ხეები, დამსხვრეულია ავტომობილები, დატბორილია სოფლები, ჩახერგილია გზები, გათიშულია ელექტრო ენერგია, არ მუშაობს ინტერნეტი, თითქმის ყველა ქალაქში გათიშულია შიდა ტელეფონი და უამრავი სხვადასხვა პრობლემა თანდათან იჩენს თავს, სინოპტიკოსები ვარაუდობენ რომ ორიოდე დღეში ჩაწყნარდება ამინდი და ყველაფერი რიგზე იქნება.ეს შტორმი ჩვეულებრივ ივნისის თვეში იწყებს ხოლმე გააქტიურებას თუმცა მსგავს მასშტაბებს იშვიათად აღწევს. უსახლკაროდ დარჩენილთა რაოდენობამ 300 ს მიაღწია.

1
64
2-ს მოსწონს
ავტორი:ტოპი
ტოპი
64
  
0 1 1