x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
პლატინის ტორტი, ოქროს ნამცხვარი, ნაყინი ბრილიანტებით - ყველაზე უჩვეულო და ძვირფასი დესერტები მსოფლიოში

მაინც რისი ყიდვა შეგიძლიათ, თუ ბევრი ფული გაქვთ?- ალბათ ყველაფრის. ადამიანების ფანტაზიასა და სურვილებს ხომ საზღვარი არ აქვს. მაგალითად, ავტომობილების მოყვარულებს სურთ ავტოფარეხში რაც შეიძლება მეტი "ფერარი" და "ბენტლი" ჰყავდეთ; ლამაზი და მდიდრული ჩანთების მოყვარული ქალბატონები "ლუის ვიტონისა" და "შანელის" კოლექციებზე ოცნებობენ; აი, გურმანები კი თურმე ოქროთი და პლატინით მომზადებულ ტკბილეულს ეტრფიან, თუ, რა თქმა უნდა, მათი ჯიბე ამის შესაძლებლობას იძლევა. ცნობილ კონდიტერებსაც მეტი რა უნდათ, რუდუნებით ქმნიან გასაოცარ კერძებსა და დესერტებს, რომლებიც ათასობით, ზოგჯერ კი მილიონობით დოლარი ღირს.


image


მაშ ასე, დღევანდელ პოსტში საუბარი გვექნება ათ ყველაზე ძვირადღირებულ დესერტზე მსოფლიოში.



10. შოკოლადი ნოკა, ვინტაჟის კოლექცია (Noka Chocolate, Vintage Collection)


imageეს არის საკოლექციო შოკოლადი ცნობილი ფირმისა Noka Chocolate და ამ შოკოლადის 400 გრამი (ანუ ერთი ფუნტი) ღირს 854 დოლარი.


9. ოქროს მდიდრული ნაყინი (Golden Opulence Sundae)


image
ნაყინის Golden Opulence Sundae ერთი ულუფა ღირს 1000 დოლარი. სახელგანთქმული ნაყინის შემადგენლობაში შედის ვანილი, რომელსაც მოიპოვებენ ტაიტიზე, ჰოლანდიური შოკოლადი, ფრანგული ცუკატები, დაშაქრული ალუბალი, ტრიუფელი და რაც მთავარია, ოქროს დრაჟე. დამკვეთს დესერტს მიართმევენ ბროლის ლარნაკით და ოქროს კოვზით.


8. შოკოლადის კექსი Brownie Extraordinaire
image

ამ კექსის მისართმევად თქვენ მასში უნდა გადაიხადოთ 1000 დოლარი. თითქოსდა ჩვეულებრივი შოკოლადის კექსია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მასთან ერთად აუცილებლად მოაქვთ ძალიან ძვირფასი ჰოლანდიური ღვინო Quinta do Novel Nicional.


7. სულთნის ოქროს ნამცხვარი (Sultan's Golden Cake)


image
თუ თქვენ ოცნებობთ გასინჯოთ როგორია ოქროს ზოდის გემო, მაშინ ამ ნუგბარის დაგემოვნება მოგიწევთ. ის შეიძლება შეუკვეთოთ სტამბულის სასტუმრო Ciragan Palace Kempinski-ში და ღირს "სულ რაღაც" 1000 დოლარი. ნამცხვარი შეიცავს შავ ტრიუფელს, საკვებ ოქროს და იამაიკურ რომში დამარინადებულ ფინიკს, მსხალსა და გარგარს.


6. ნუშის ნამცხვარი Haute Couture

image
ამ ნამცხვრის ერთი შეკვრა ღირს 7 414 დოლარი. მის შემადგენლობაში შედის ზღვის მარილი, წითელი ღვინო, არაქისის კარაქი, ბალზამირებული ძმარი და სხვა ინგრედიენტები.


5. დესერტი Fortress Stilt Fisherman Indulgence


image
დესერტის მთავარი ინგრედიენტია აქვამარინი წონით 80 კარატი. ამ დესერტით პირის ჩასატკბარუნებლად თქვენ დაგჭირდებათ 14 500 დოლარი.


4. შოკოლადის დესერტი Frrozen Haute Chocolate


image
ეს დესერტი ნიუ-იორკის რესტორან Serpendity 3-ის შედევრია. 25 000 დოლარად თქვენ გასინჯავთ გაყინულ შოკოლადის ნუგბარს, რომლის შემადგენლობაში შედის შოკოლადი 25 სხვადასხვა ქვეყნიდან, რძე და 25 გრამი საკვებად გამოსადეგი ოქრო.


3.პლატინის ნამცხვარი (Platinum Cake)


image

იაპონელი კონდიტერის მიერ შექმნილი ამ დესერტის ფასი მართლაც რომ შთამბეჭდავია-130 000 დოლარი. ნამცხვარი მორთულია პლატინის ყელსაბამებით, კულონებით და ჯაჭვებით, რომლებიც იჭმება.


2. მარწყვის დესერტი Arnaud
image
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მარწყვის დესერტია, ნაღებით და პიტნით მორთული, მაგრამ თუ კარგად დაააკვირდებით, შეამჩნევთ ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედს. თქვენ მოგართმევენ არამარტო უგემრიელეს მარწყვს და ბრილიანტის ბეჭედს, არამედ ექსკლუზიურ უძვირფასეს ღვინოებს. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ეს სიამოვნება 1, 4 მილიონი დოლარი ღირს.


1. ბრილიანტის ხილის ნამცხვარი (Diamond Fruit Cake)


image

მისი ფასი 1 650 000 დოლარია. ნამცხვარი მორთულია 223 ბრილიანტით.








0
104
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0