x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
როგორ გავხადოთ ქუსლები უფრო ლამაზი და რბილი, ამ ორი ინგრედიენტის საშუალებით
imageადამიანები, როგორც წესი, წუხდებიან ხელების ჯანმრთელობაზე, ვიდრე ფეხებისაზე. მიუხედავად ამისა, ლამაზ ფეხებს შეუძლია თქვენი ყურადღების ცენტრში ყოფნა.


არსებობს მრავალი კოსმეტიკური საშუალება და აქსესუარი, რათა უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს თქვენი ფეხები. მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენმა ფეხებმა შეინარჩუნოს კანის ჯანმრთელობა და სიჯანსაღე. სილამაზის სალონებში პედიკურის გაკეთება საკმაოდ ძვირია და დიდ დროსაც მოითხოვს.


ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო, ძნელია, ქალბატონებმა მოიცალონ სალონისთვის და გაიკეთონ პედიკური. მაგრამ თუ შესაძლებელია ფეხებზე სახლის პირობებში ზრუნვა ამით რა დაშავდება? დიახ, არსებობს საშუალება, რომელიც დაგემხარებათ სახლიდან გაუსვლელად იზრუნოთ თქვენი ფეხის მშრალ კანზე.


ყველაზე იდეალური გზა ამ საშინაო მკურნალობისა არის ის, რომ ინგრედიენტების შეძენა არ დაგჭირდებათ და ეს ინგრედიენტები თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება და ხელმისაწვდომია.



აი რეცეპტის დეტალური შემადგენლობა, მიყევით ინსტრუქციას, რათა უზრუნველყოთ სათანადო ზრუნვა თქვენი ფეხებისათვის.


თქვენ დაგჭირდებათ:


● რძე - 2-დან 4 ჭიქამდე.
● საცხობი სოდა - 3 სუფრის კოვზი.



მომზადების წესი:


1 - აიღეთ 2-4 ჭიქა თბილი რძე და დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი სოდა.
2 - აურიეთ კარგად და მიღებული მასა დაიტანეთ ფეხზე.
3 - გაიჩერეთ ფეხებზე 10-15 წუთით.
4 - შემდეგ ჩამოიბანეთ ფეხები თბილი წყლით.
5 - გაიმშრალეთ ფეხები სუფთა პირსახოცით და ფეხზე დაიტანეთ ფეხის კრემი.


გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში ორჯერ და მიიღებთ რბილ, ჯანსაღ და ნაზ კანს თქვენს ფეხზე.





image



ასევე დაგაინტერესებთ სტატიები:


1 - რა სასარგებლო თვისებებს შეიცავს გოგრის თესლი?

2 - 6 პროდუქტი, რომლებიც ეფექტურად გაწმენდენ თქვენს ღვიძლს ტოქსინებისგან

3 - საინტერესო ფაქტები შესქელებულ რძეზე

4 - წაბლის 10 სასარგებლო თვისება

5 - 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ლუდი





0
1996
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1996
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0