x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მონიტორი და ტელევიზორის ეკრანი უარყოფითად მოქმედებს მხედველობაზე – მითი, თუ რეალობა?

მშობლებისგან, ალბათ, ხშირად გსმენიათ და თქვენც არაერთხელ გითქვამთ პატარებისთვის, რომ ტელევიზორის ახლოდან ყურება და გამუდმებით კომპიუტერთან ყოფნა, მხედველობაზე უარყოფითად მოქმედებს. – ეს მითია!



სინამდვილეში – არაერთგზის ჩატარებული კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ მსგავსი არაფერი ხდება: მანძილი, რომლითაც ტელევიზორის ეკრანიდან ვართ დაშორებული, არანაირად არ მოქმედებს მხედველობაზე. სავარაუდოდ, ეს მითი მაშინ გაჩნდა, როდესაც ტელევიზორი ახალი გამოგონილი იყო და მის ეკრანს, მართალია სუსტი, მაგრამ რენდგენული გამოსხივება მაინც ჰქონდა. ამიტომ, მისი ყურება ახლო მანძილიდან არ შეიძლებოდა.


image


თუ თქვენ ყოველდღიურად, რამდენიმე საათით, კომპიუტერის მონიტორთან ყოფნა გიწევთ, თვალები შეიძლება გეტკინოთ, გაგიწითლდეთ ან ცრემლი წამოგივიდეთ. მაგრამ, ეს არანაირად არ არის კავშირში მონიტორთან და ტელევიზორთან, რომელსაც ახლა უკვე მონიტორის ფუნქციის შეთავსებაც შეუძლია. პრობლემები მხედველობასთან დაკავშირებით, იმის გამო იქმნება, რომ მონიტორის და ტელევიზორის ყურებისას, თვალებს, ჩვეულებრივზე, რამდენჯერმე ნაკლებად ვახამხამებთ. თუ კომპიუტერთან მუშაობისას, თვალების წვას, ან ტკივილს იგრძნობთ, ცოტა ხნით შეისვენეთ და შემდეგ, თამამად შეგიძლიათ მუშაობა, თანაში ან ფილმების და სერიალის ყურება გააგრძელოთ. მონიტორის და ტელევიზორის ეკრანის ყურების გამო, კატარაქტა ნამდვილად არ დაგემართებათ.

შენიშვნა: მათ, ვისი სამუშაო კომპიუტერს უკავშირდება, ოფთამოლოგების რეკომენდაციით, დღეში 2-ჯერ თვალის ვარჯიშები უნდა შეასრულონ (ამასთან ყოველ დღე, ერთი და იმავე დროს). გარდა ამისა, ყოველი 40-50 წუთის შემდეგ, სასურველია, მინიმუმ, 2 წუთიანი შესვენების გაკეთება, რომ თვალმა მონიტორისგან დაისვენოს. და ბოლოს, პროფილაქტიკის მიზნით, შეგიძლიათ სპეციალური თვალის წვეთები გამოიყენოთ, რომელიც იშვიათი ხამხამისას, თვალებს გამოშრობისგან იცავს.



ფიტნესი თვალებისთვის


imageიმისთვის, რომ მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეგექმნათ, არ დაიზაროთ და დღეში 2-ჯერ, 10-10 წუთი, თვალის ვარჯისს დაუთმეთ, რომელიც ნამდვილ საოცრებას ახდენს, თუ მას რეგულარულად გააკეთებთ.

აქ მოცემული ვარჯიშებიდან, ნებისმიერი 5 აირჩიეთ, მაგრამ ვარჯიში 10 წუთის მანძილზე უნდა გრძელდებოდეს:
1. ახამხამეთ თვალები ხშირ–ხშირად, 2 წთ-ის მანძილზე — ეს თვალში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ახდენს.
2. დააელმეთ თავლები მარჯვნივ, ხოლო შემდეგ, სწორხაზოვნად გადაიტანეთ მზერა საპირისპირო მხარეს. იგივე გაიმეორეთ საწინააღმდეგო მიმართულებითაც.
3. გააკეთეთ წრიული მოძრაობები თავით. ეს ვარჯიში სისხლის მიმოქცევის აქტივირებას იწვევს.
4. გადაიტანეთ მზერა სხვადასხვა მიმართულებით: მარჯვნიდან–მარცხნივ, ზევიდან–ქვევით, წრიულად, რვიანები.
5. თვალები დახუჭეთ 3-5 წამით და გაახილეთ. გაიმეორეთ ვარჯიში 7-ჯერ. ასეთი ქმედება თვალის კუნთებს ადუნებს და სისხლის მიმოქცევის აქტივირებას იწვევს.
6. დააწექით ზედა ქუთუთოებს თითებით, მაგრამ ძალიან მაგრა არა, ასე გააჩერეთ 2 წამი, შემდეგ აუშვით და იგივე გაიმეორეთ 4-5-ჯერ.
7. დადექით ფანჯარასთან და მის ჩარჩოზე, მინასთან ახლოს, 1 წერტილი ამოირჩიეთ და მხედველობის კონცენტრაცია მასზე მოახდინეთ, ხოლო შემდეგ, მზერა შორს მდებარე ობიექტზე – ხეზე, სახლზე, მთაზე... გადაიტანეთ. სავარჯიშო გაიმეორეთ 10-ჯერ.
8. დახუჭეთ თვალები და თვალის კაკლები ნელა ამოძრავეთ ზევით-ქვევით (თვალები რომ არ გაახილოთ, წამწამები თითებით დაიჭირეთ). გაიმეორეთ 5-10-ჯერ.
9. გახელილი თვალებით ჰაერში ჯერ მარტივი გეომეტრიული ფიგურები «დახაზეთ», ხოლო შემდეგ, უფრო რთული ობიექტები და მასშტაბური კომპოზიციები «შექმენით».


image

imageimageimageimageimage





0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0