x
მედიცინის განვითარება წლების განმავლობაში - ნათია შაკაია



image


მედიცინა, ეს არის სფერო, რომლის არ არსებობის
შემთხვევაში ადამიანთა უმრავლესობა ვერ ვიარსებებდით. ისევე, როგორც სხვა ყველა სფერომ, მედიცინამაც
განვითარების თავისი საფეხურები გაიარა უძველესი სამყაროდან უახლოეს, თანამედროვე სამყარომდე.
რა თქმა უნდა ამ საფეხურების გავლა არ იყო მარტივი, ძალიან დიდ ძალისხმევა და დრო დასჭირდა,
თუმცა შედეგები იმდენად განსაცვიფრებელია, რომ სრულიად ჩვეულებრივ რამედ გვეჩვენება
ის, რაც ძველი დროის ექიმებს წარმოუდგენლად და შეუძლებლად მიაჩნდათ.

ძალზედ დამაინტერესა თუ ძირითადად რა დროიდან,
რომელი საუკუნიდან იკრებს ძალებს მედიცინა. გავარკვიე, რომ ერთ-ერთი პირველი ოპერაცია
ჩატარდა ფრანგი ქირურგის ამბროის პეარის მიერ, რომელიც მოღვაწეობდა მე-16 საუკუნეში.
პეარის თქმით „ქირურგია ნიშნავს, რომ მოაშორო ის, რაც ზედმეტია, აღადგინო ის რაც დანგრეულია,
დააშორო ის, რაც შეერთებულია, შეართო ის რაც დაყოფილია და შეაკოთო ბუნების დეფექტები“.


იმისთვის, რომ კარგი შედეგებისთვის მიეღწია
მედიცინას მას ძალზე დიდი დროის გავლა დასჭირდა. 21-ე საუკუნეშიც კი, როცა შეუძლებელი
არაფერია, ვხედავთ რომ არსებობს რაღაცები, რასაც 21 ე საუკუნეც ვერ კურნავს.

მანამ, სანამ მოგიყვებით თუ რა პროგრესს მიაღწია
მედიცინამ უახლოეს საუკუნეებში, გადავხედოთ თუ როგორ და საიდან დაიწყო ეს ყველაფერი.

იმის მიუხედავად, რომ ადამიანებმა მალევე ისწავლეს
ხელსაწყოების გაკეთება და შემდეგ მათი ქირურგიაში გამოყენება, ქირურგებს არ შეეძლოთ
სამ მთავარ პრობლემასთან გამკლავება, როგორიცაა სისხლდენა, ტკივილი და ინფექცია.

უძველეს დროში, ეგვიპტელებს ჰქონდათ ანატომიის
ცოდნა, რომელიც მუმიის კეთებისგან მიიღეს, თუმცა სუსტები იყვნენ ჭრილობის და გატეხილი
ძვლების მკურნალობაში. რაც შეეხებათ ბერძნებს ისინი ჭრილობას მის დამუშავებამდე ღვინოთი
ბანდნენ, რაც საკმაოდ ჭკვიანური იყო იმ დროისთვის, რადგანაც ალკოჰოლი, როგორც ვიცით,
ინფექციის შეჭრისგან იცავს ჭრილობას. შეიძლება
ითქვას, რომ ამ დროის მედიცინა ყველაზე განვითარებული სახით გვხვდება ინდოეთში, სწორედ
ინდოელები იყვნენ პირველები პლასტიკური ოპერაციის ჩატარებაში. იმ დროის ინდოეთი საკმაოდ
მკაცრი იყო და მკაცრი წესებიც ჰქონდათ, რის გამოც ხშირად ისჯებოდნენ და ცხვირს აჭრიდნენ
დამნაშავეს და ამის შედეგად ცხვირის აღდგენითი ოპერაციები ძალიან ხშირი იყო.

თუმცა, მედიცინის გავითარების ძირითადი ეტაპი
იწყება მე-19 საუკუნიდან, სწორედ ამ საუკუნეში აღმოაჩინეს ანესთეზია. მე-20 საუკუნეში
კი მედიცინა თანდათან უფრო იხვეწება, ოპერაციები თანდათან უფრო უშეცდომო და ზუსტი ხდება.
ყველაზე რთული ოპერაციები მაინც ტვინზე და გულზე იყო, თუმცა მე-20 საუკუნე ამგვარ სიძნელეებს
კარგად გაუმკლავდა. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ გულის პირველი გადანერგვა მოხდა
1967 წელს ქრისტიან ბერნარდის მიერ.

რაც შეეხება 21-ე საუკუნეს, ეს არის საუკუნე,
რომელიც მრავალ შესაძლებლობას გვთავაზობს, საუკუნე, რომელშიც იკურნება ისეთი დაავადებები,
რომლებიც ადრე დაუძლეველი იყო. და საუკუნე რომელიც ძალიან დიდ იმედს გვაძლევს, რომ
მედიცინაში კიდევ უმარავ აღმოჩენებს უნდა ველოდოთ. 21-ე საუკუნე უფრო და უფრო გვაკვირებს მედიცინაში მიღწეული წარმატებებით,
როგორიცაა მაგალითად სახის პირველი გადანერგვა 2005 წელს და მრავალი სხვა.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია 2000 წელს
მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული „ადამიანების გენის პროექტი“, რომელიც საშუალებას
გვაძლევს გავიგოთ თუ რა დანიშნულება აქვს ჩვენს 23, 000 გენს.

გვარკვიე, რომ გრომ გულის დაავადებები 40 %
ით დაბალია წინა საუკუნესთან შედარებით, რაც იმას მოწმობს რომ თუ რამოდენიმე ათეული
წლის წინ არ იცოდნენ, თუ როგორ აერიდებინათ ან როგორ ემკურნალათ ამგვარი დაავადებებისთვის,
ახლა იციან თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ.

ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა 1996 წელს როცა,
ამერიკის ერთ-ერთ მოქალაქეს უთხრეს, რომ შიდსით იყო დაავადებული და რომ მხოლოდ სამიდან
ხუთწლამდე სიცოცხლე დარჩა, ახლა კი ვარაუდობენ რომ 69 წლამდე იცოცხლებს. შემდეგი გამოწვევა კი შიდსის სამკურნალო წამალია.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინამ
თავისი განვითარების უმაღლეს მწვერვალებს სწორედ 21-ე საუკუნეში მიაღწია. დღესაც კი
არსებობს იმგვარი დაავადებები, რომელთა მკურნალობაც მედიცინის ძალებს აღემატება. საუბარი
მაქვს კიბოზე, რომელიც დღესდღეობით ექიმების და მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
გამოკვლევის საგანია. თუმცა, შეუძლებელი არაფერია და რაც ამჟამად წარმოუდგენლად გვეჩვენება,
სრულად შესაძლებელია შემდეგ საუკუნეში ან სულაც რამოდენიმე წლის შემდეგ შესაძლებელი
და დაძლევადი გახდეს. ასე რომ ისღა დაგვრჩენია მედიცინას მივენდოთ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს ქვეყანაშიც
იქნება უმაღლესი კლასის კლინიკები, რათა სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა არ გახდეს
საჭირო, რაც კიდევ დამატებით ხარჯებს მოითხოვს. მედიცინა არის სფერო, რომელიც ყველა
ქვეყანაში უნდა იყოს განვითარებული.


0
328
შეფასება არ არის
ავტორი:ტატა ბოკუჩავა
ტატა ბოკუჩავა
328