x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რელიგია, რომელშიც იესო, მუჰამედი და ლენინი ერთი რანგის წმინდანები არიან

ვეტნამში გავრცელებული, კაოდაის რელიგიის მიმდევრები, ღმერთ კაოდას სცემენ თაყვანს. თუმცა, სხვა რელიგიების წინამძღვრებსაც, და არა მარტო რელიგიის, წმინდანებად მიიჩნევენ. კაოდაის რელიგიაში პირველი რანგის წმინდანი ბუდა არის, მეორე ადგილზე — კონფუცი, ხოლო მესამეზე — იესო, მუჰამედი და მოსე. იგივე საფეხურზე არის ლენინი, შექსპირი, ჟანა დ'არკი და ვიქტორ ჰიუგო.


კაოდაი


image


კაოდაი (ვეტ. Cao Đài — «დიდი თვალი») — სინკრეტული მონოთეისტური რელიგიაა, რომელიც 1926 წ. ნგო ვან ტეუმ დააარსა, ვიეტნამის სამხრეთში. რელიგიას მოკლედ Đạo Cao Đài ჰქვია, ხოლო სრული სახელი — Đại Đạo Tam Kỳ Phổ Độ («გადარჩენის მესამე ეპოქის დიდი გზა») არის. კაოდაიზმის დოქტრინა და საკულტო პრაქტიკა ვეტნამში გავრცელებული ბუდიზმის, დაოსიზმი, კონფუციანელობის, წინაპრების კულტის და კათოლიციზმის ელემენტებს შეიცავს. მორწმუნეების მიზანია რეიკარნაციის ჯაჭვისგან თავის დაღწევა და კაოდაის ღვთაებასთან, სასუფეველში, სულის დამკვიდრება არის.
კაოდაის ორგანიზაცია, ХХ საუკუნის შუა პერიოდამდე, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სამხრეთ ვიეტნამის რეგიონალურ პოლიტიკაში. დეკლარილებული პაციფისტური სწავლების მიუხედავად, ის საკუთარ შეიარაღებულ ძალებსაც კი ფლობდა და ტერიტორიის გარკვეულ ნაწილსაც აკონტროლებდა. გასული საუკუნის მეორე ნახევარში, მისი პოლიტიკური რეპრესირება ორჯერ მოხდა. ჯერ სამხრეთ ვიეტნამელი დიქტატორის ნგო დინ ზემას, ხოლო შემდეგ — ვეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ, საფრანგეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ეჭვის საფუძველზე.


image


1978 ჩატარდა სასამართლომ პროცესი, კაოდაის საქმესთან დაკავშირებით, რომლის მსვლელობისას გაირკვა, რომ რელიგიის რეალური დამფუძნებლები კოხინხინის გუბერნატორი ლე ფოლი და დაზვერვის ოფიცრები ბონე და ლატაპი იყვნენ და იგივე პროცესზე, კაოდაის რამდენიმე ცნობილი ლიდერი, საერთოდ, საფრანგეთის სპეცსამსახურის ნომრიან აგენტებად გამოცხადდნენ.


image


მას შემდეგ, დიდი დრო გავიდა და დღეს რელიგია სრულიად თავისუფალია პოლიტიკისგან, ხოლო კაოდაისტური ტაძრები ვიეტნამის ტურისტული ღირშესანიშნაობის სიაში არის შეტანილი. კაოდაის მიმდევარი — რამდენიმე მილიონი კაცი არის, უპირატესად ვიეტნამში და ვეტნამური დიასპორის თემებში, ქვეყნის გარეთ.

1
123
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
123
  
2017, 21 იანვარი, 13:46
:))) წმინდა ლენინი და ჰიუგო :))) არადა მიმდევრები კი ყოლია ბევრი...ნეტა იმათ თავებში ჩამახედა...
0 1 1