x
image
თეონა გორდეზიანი
რა უნდა გავითვალისწინოთ ლიდერობის ხელოვნების დასაუფლებლად და წარმატების მისაღწევად
წარმატებული ადამიანები ხშირად გვიზიარებენ გამოცდილებას, საუბრობენ განვლილი გზისა და დაბრკოლებების შესახებ, მათი შეხედულებები საინტერესო და მრავალფეროვანია.

ადამიანები განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სირთულის

დაბრკოლებებს ხვდებიან, რაც შემდგომში წარმატებულებს აძლიერებთ, მავანთ კი პირიქით... უკან ხევთ და ცხოვრებისეული ბრძოლის ველზე ნებდებიან.

ახალგაზრდამ, რომელსაც კონკრეტულ სფეროში სურს წარმატების მიღწევა ლოგიკური იქნება გადახედოს უკვე წარმატებული ადამიანების ცხოვრებას, ნააზრევს და გამოცდილებას...ეს რა თქმა უნდა სრული გარანტი ვერ იქნება მისი მომავალი ნაბიჯების სისწორის, მაგრამ აუცილებლად შეიტანს გარკვეულ წვლილს და მცირე კვალს მაინც დატოვებს გონებაში.


წარმატების საიდუმლოებების გაგება და გააზრება ორმაგად ზრდის მოტივაციას, გმატებს ენერგიასა და დადებით განწყობას...განწყობას, რომ შენს დასახულ მიზნამდე მალე აუცილებლად მიხვალ...


image


" ცხოვრება იმიტომაა რთული, რომ გადაწყვეტილების მიღებაა რთული"



"ხვალისთვის გადადებული საქმე საქმე აღარაა, თუ გვინდა რომ ეს საქმე ხვალისთვის დამთავრებული იყოს, მოქმედება დღეს უნდა დავიწყოთ..."

ლიბი სართეინი


image


ლიბი სართეინი - ქალი, რომელიც ამერიკის ავიაკომპანიის HR მენეჯერის პოსტიდან გაკოტრებულ Yahoo- ში გადავიდა და ფეხზე დააყენა.


"ძლიერს სუსტისგან სწორედ ის გამოარჩევს, რომ მის წინაშე აღმართული სიძნელეები კიდევ უფრო უმძაფრებს წინსვლის სურვილს"

შანელი


"დამარცხება გამარჯვებისთვის ბრძოლის მოტივია..."


" იმისთვის რომ შეუცვლელი იყო, უნდა განსხვავდებოდე სხვებისგან"


იმისთვის, რომ მიყვარდე, არ უნდა ვიყო შენზე დამოკიდებული"


" თვლადი თითოეული წუთი, რომელიც ბუნებამ გვიბოძა უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ ყოველი ახალი დღე ჩვენთვის უფრო მეტი ბედნიერების მომტანი იყოს."


"...როცა მუშაობისას ფიქრობ რაღაცაზე, შედეგი - გარდაუვალი წარუმატებლობა".


" დრო არის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, რისი გამოყენებაც ადამიანს შეუძლია წარმატების მისაღწევად. იგი იმით განსხვავდება ყველა სხვა რესურსისგან, რომ მისი დაგროვება ან დაბრუნება შეუძლებელია."


" არ დაყარო ფარ-ხმალი კრიტიკულ მომენტშიც კი, საქმის კეთებისას გარდაუვალი კრახის პირველი განცდა ყოველთვის მოჩვენებითია."



ჯეი პი მორგანი


image

ჯეი პი მორგანი - პირველი მილიარდიანი კომპანიის დამფუძნებელი და ადამიანი რომელმაც ააგო საყოველთაოდ ცნობილი "ტიტანიკი"


"ბედნიერება - ის არის, როცა შენი ესმით"


" არ დაივიწყო მიზანი და არ გადახვიდე გეგმის მექანიკურ შესრულებაზე. რეგულარულად გაანალიზე მიზნები და მათ მისაღწევად არჩეული გზა."

" შეიძლება ჩათვალოთ რომ ლიდერებად იბადებიან, სინამდვილეში ყველას შეუძლია გახდეს კარგი ხელმძღვანელი და ეს სულაც არაა რთული. ამისთვის საჭიროა: დაეკითხე, დამუხტე და დაეხმარე ადამიანებს შენს გარშემო... "




ადამიანების დამოკიდებულება წარმატებაზე და მათ მოქმედებებზე სხვადასხვაა და შესაბამისად უამრავი განსხვავებული აზრი არსებობს. ზოგი წარმატებას იღბალთან აკავშირებს ან რაიმე ზებუნებრივ ძალასთან ...ფიქრობენ რომ ეს რჩეულთა ხვედრია... ჩემი აზრით კი ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად : ისინი რომელთაც სჯერათ ბედის და ისინი, რომლებმაც იციან - გჯეროდეს ბედის ეს იგივეა, რომ არ იყო თავისუფალი. პირველი კატეგორიის ხალხი ელოდებიან ბედს ... მეორენი მოქმედებენ, რომ აქტიური წვლილი შიტანონ ბედის ჭედვაში.


და ბოლოს... წარმატებისთვის არსებობს ერთი მეთოდი, რომელსაც

" შვეიცარული ყველის მეთოდი " ჰქვია.image

ე.წ "ნახვრეტები" ის წვრილმანი საქმეებია, რომლის მოგვარებით უნდა მივიდეთ დიდი მიზნების განხორციელებამდე და თან ისე, რომ აუცილებლად გვახსოვდეს - ერთი ნახვრეტით შვეიცარული ყველი არ მზადდება.







0
33
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0