x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კაცობრიობის მომავალი სხვა პლანეტებზე
ადამიანმა დედამიწაზე გამოჩენის დღიდან დაიწყო ამ პლანეტის კოლონიზაცია რაც განპირობებულია ადამიანის ბუნებით სიახლის ძებნის დაუსრულებელი სურვილით მაგრამ, რა ბედი ელის კაცობრიობას როდესაც დედამიწის მოსახლეობა მიაღწევს იმ ზღვარს რომლის დატევაც ჩვენს უნიკალურ პლანეტას აღარ შეეძლება?ეს დრო კი არც ისე შორს არის რადგან დედამიწის მოსახლეობა კატასტროფულად იზრდება.. მაშ სად არის გამოსავალი? ახალი ტერიტორიები ავითვისოთ? მაგრამ ასათვისებელი დედამიწაზე აღარაფერი დარჩა.. როგორც ჩანს დროა სახლი სხვა პლანეტაზეც ვეძებოთ, მაგრამ, რამდენად ხელსაყრელი პირობებია თითოეულ მათგანზე? როგორც ჩანს საქმე არც ისე ცუდათ არის და ადამიანს ძალუძს სხვა პლანეტაც გაიხადოს სახლად რაცარუნდა დაუჯერებლად ჟღერდეს. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს ტერაფორმირებისათვის:
1 ვენერა _ ( იგივე ცისკრის ვარსკვლავი)

image
მზის სისტემის რიგით მეორე პლანეტაა და დედამიწის დასაც უწოდებენ რადგან ზომა და მიზიდულობის ძალა თითქმის იგივეა, მისი ყვითელი ატმოსფერო მკვეთრად ირეკლავს მზის სხივებს ამიტომ ის ყველაზე ნათელი სხეულია ღამის ცაზე, მთვარის შემდეგ. ერთიშეხედვით საკმაოდ მიმზიდველი ვარიანტია: მყარი ზედაპირი, საჭირო მიზიდულობის ძალა, ატმოსფერო მაგრამ, სწორედ ვენერას ატმოსფერო ქმნის პრობლემას რომლის შემადგენლობა 96, 5 % ნახშირორჟანგია, ცა გოგირდმჟავის ღრუბლებით არის დაფარული, ტემპერატურა კი 470 °C მდე აღწევს ამ ყველაფერს რომც გადაურჩეთ ვენერას ატმოსფერული წნევა რომელიც დედამიწისაზე 90-ჯერ მაღალია არ დაგინდობთ და უბრალოდ გაგსრესთ, თუმცა ჯერ კიდევ საბჭოურმა აპარატებმა ატმოსფეროს მაღალ შრეებში განადგურებამდე მოასწრეს დაეფიქსირებინათ მცირე რაოდენობით წყლის ორთქლი და შემდეგ დედამიწაზე გადმოეგზავნათ ეს კი იმის საფუძველს იძლევა რომ ვენერაზე ოდესღაც არსებობდა წყალი და ბევრად წააგავდა დედამიწას
image


თუმცა ვულკანების რეკორდულმა რაოდენობამ და მაგნიტურმა ქარიშხლებმა შეცვალა პლანეტა და მზის სისტემის ყველაზე ცხელ პლანეტად აქცია რამაც გამოიწვია წყლის მარაგის ორთქლად ქცევა, ხოლო შემდეგ წყლის ორთქლის კოსმოსში გაბნევა რასაც ხელი შეუწყო მაგნიტური ველის არქონამ რადგან ვენერა ძალიან ნელა მოძრაობს საკუთარი ღეძის გარშემო და ერთი დღე დედამიწის 243 დღეს უდრის მას შეუძლებელია მაგნიტური საფარველი ქონდეს, მის გარეშე კი პლანეტა დაუცველი დარჩა მზიდან წამოსული მაგნიტური ქარიშხლის წინააღმდეგ. თუკი ოდესღაც ვენერაც დედამიწის მსგავსი იყო მაშინ მომავალში შეიძლება ჩვენს სახლად იქცეს, ამიტომაც NASA დიდი ინტერესს იჩენს და ზოგიერთი მეცნიერის აზრით ვენერას ტერაფორმირება უფრო იაფი დაჯდება ვიდრე მარსისა რადგან ვენერა გაცილებით ახლოსაა დედამიწასთან და გზას 440 დღე დასჭირდება უკან დაბრუნების ჩათვლით, ხოლო ვინაიდან ზედაპირზე გაუსაძლისი პირობებია გამოსავალი ატმოსფეროს ზედა შრეებში იპოვეს სადაც ტემპერატურა გაცილებით დაბალია 75°C ასტრონავტების საცხოვრებელი მოეწყობა სპეციალურ დირიჟაბლებში რომლებიც, ზედაპირიდან 50 კილომეტრში იფრენენ

თუმცა თუკი მოვისურვებთ ვენერას ზედაპირზე გასეირნებას მოგვიწევს შევქმნათ წყალბადის ბობმის მაგვარი იარაღი რომლის აფეთქების შედეგი არა მაღალი ტემპერატურის გამოდევნა იქნება არამედ პირიქით, წარმოიდგინეთ წყალბადის ბომბის მაშტაბის ''ყინულის ბომბი'' რომელთა საშუალებით მოვახდენთ ვენერას დაბომბვას და გაგრილებას, თუმცა ეს ამ ეტაპზე სამიცნიერო ფანტასტიკას წარმოადგენს და მომავლის მეცნიერებს მივანდოთ


2. მარსი

image

მზის სისტემის რიგით მეოთხე პლანეტაა და ყველაზე გამოკვლეულ პლანეტად ითვლება დედამიწის შემდეგ. მარსი ძალიან ჰგავს დედამიწას რელიეფით, გვხვდება მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მთა ''ოლიმპი'' რომელიც ევერესტს 3ჯერ აღემატება მისი სიმაღლეა 28 ათასი მეტრი, ასევე გვხვდება მზის სისტემის ყველაზე დიდი კანიონი ''მარინერი'' რომლის სიგრძე 3000 კმ.-ზე მეტია, სიგანე 600 კმ. ხოლო სიღრმე 8 კმ.
დღე-ღამის ხანგრძლივობა თითქმის დედამიწის მსგავსია 24 სთ და 39 წუთი, ასევე გვხვდება სეზონები ისევე როგორ დედამიწაზე, ტემპერატურა -125°С დან +25°С-მდე

image მზის ჩასვლა მარსზე



აქვს 2 თანამგზავრი ფობოსი და დეიმოსი რომლებიც სავარაუდოდ მარსის გრავიტაციის ძალით დაჭერილი ასტეროიდებია

image

მარსი იდეალურიადგილია ადამიანებისათვის მყარი ზედაპირით საჭირო გრავიტაციით სეზონებით ატმოსფეროთი რომელიც ამ ეტაპზე ძალიან თხელია და რაც მთავარია წყალი ერთერთი ყველაზე საჭირო ნივთიერება სიცოცხლისათვის თუმცა, წყალი მარსე ყინულის სახით არის წარმოდგენილი პლანეტაზე არსებული ტემპერატურის გამო

imageზონდ ფენიქსის ფეხზე დაფიქსირებული წყლის წვეთები მარსიდან

image

იმისათვის რომ ადამიანმა შეძლოს მარსზე ცხოვრება საჭიროა მისი შეცვლა და არსებობს კიდეც გეგმა მარსის ტერაფორმირებისათვის.პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს საცხოვრებელი მოდულების წყლისა და საკვების მარაგის გაგზავნა ასტრონავტებისათვის რადგან ყველაფერი მზად დახვდეთ იმ პირველ ადამიანებს რომლებიც მარსის ზედაპირზე დადგამენ ფეხს.შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს ადამიანების გაგზავნა რომლებიც შეასრულებენ პირველ სამუშაოებს პლანეტის კვლევას მინისათფურების შექმნას

imageimageimage
შემდეგ ეტაპობრივად მოიმატებს ადამიანების გაგზავნა მარსე და იმიტომ რომ მარსზე არსებობს ყველა საჭირო ელემენტი მათ შეეძლებათ ადგილზევე აწარმოონ მინა პლასმასი სამშენებლო მასალები, მარს რაც ყველაზე მეტად სჭირდება გათბობაა ის რაც დედამიწავს ღუპავს ( გლობალური დათბობა) მარსისათვის სასიცოცხოდ საჭიროა ამიტომ უნდა შეიქმნას მეგა ქარხნები რომლებიც ''დააბინძურებენ'' და გაათბობენ მარსს მძიმე აირები გაასქელებენ მარსის ძალიან თხელ ატმოსფეროს საჭიროა პირველი ნაბიჯის გადადგმა შემდეგ კი ყველაფერი ავტომატურად მოხდება. საკმარისია ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით გათბობა რაც გამოიწყვევს ყინულის დადნობას და აორთქლებას მოვლენები განვითარდება სათბურის ეფექტის მიხედვით ანუ წყლის ორთქლი დაიჭერს სითბოს და უფრო მეტად გაათბობს მარსს

image
როდესაც პირობები გაუმჯობესდება შესაძლებელი გახდება ადამიანების სამუდამოდ დარჩენა უცხო პლანეტაზე მათი შვილები კი იქნებიან ნამდვილი მარსიანელები

imageროდესაც პლანეტაზე საჭირო ტემპერატურა იქნება მოხდება ყველაზე რთულ პირობებში გამძლე მცენარეების დარგვა რომლებიც დაიწყებენ ჟანგბადის გამოყოფას და თანდათან დედამიწის ატმოსფეროს დამსგავსებას ამ გეგმის განხორციელებას მინიმუ ასწლეული მაინც ჭირდება თუმცა წარმატების შემთხვევაში მზის სისტემაში გვექნება მეორე ლურჯი პლანეტა რომელსაც სრულფასოვნად სახლს დავუძახებთ

imageტერაფორმირებული მარსი


3. ევროპა ( იუპიტერის თანამგზავრი)

imageყინულით დაფარული ევროპა მთვარეზე ოდნავ მცირე ზომისაა მიუხედავად ამისა მას მაინც გააჩნია თხელი ატმოსფერო რომლის შემადგენლობის უდიდეს ნაწილს ჟანგბადი წარმოადგენს თუმცა ეს არ არის ორგანული ჟანგბადი იგი რადიაციის შედეგად წარმოიქმნება რომლითაც ხდება წყლის მოლეკულების დაშლა H2Oწყალბადისა და ჟანგბადის მოლეკულების დაცალკევება. მცირე ზომის გამო მისი ბირთვი ცხელი ვერ იქნება მაგრამ იუპიტერის უზარმაზარი გრავიტაციული ძალის ზემოქმედებით ხდება ევროპის გაწელვა და შეკუმშვა რაც განაპირობებს ბირთვის გაცხელებას ყოველივე ეს კი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ რომ სქელი ყინული სიგრმეში დნება ცხელი ბირთვის გამო და წარმოიქმნება ოკეანე

imageსიცოცხლისათვის აუცილებელი ინგრედიენტი წყალია იქნებ სწორედ ევროპის სქელი ყინულის ქვეშ არსებობს სიცოცხლე ბაქტერიულ დონეზე მაინც რადგან სიღმეში რადიაცია ვერ აღწევს და საჭირო ტემპერატურაცაა წარმოიდგინეთ რამხელა აღმოჩენის წინაშე დადგება კაცობრიობა ერთ დღესაც ადამიანების მიერ გაშვებული ზონდი რომელიც ყინულის ფენას გაბურღავს ოკეანემდე ჩააღწევს და არამიწიერი სიცოცხლის დამადასტურებელ ფაქტებს გამოგზავნის დედამიწაზე, თუმცაღა ეს უბრალოდ ვარაუდი და მეცნიერული ოცნებაა რომელსაც დამტკიცება სჭირდება


4.ტიტანი (სატურნის თანამგზავრი)

image
ტიტანი სატურნის უდიდესი თანამგზავრია და ის ზომით მთვარეზე და მარკურიზე დიდია 2005 წელს NASAს ორბოტალური სადგური კასინი გავიდა ტიტანის ორბიტაზე და მასზე 2005 წლის 14 იანვარს ზონდი სახელად ჰიუგენსი დაუშვა ნანახმა კი მოლოდინს გადააჭარბა რადგან ძალიან რთულია ტიტანის დედამიწისაგან განსხვავება, გვხვდება სეზონები ისევე როგორც დედამიწაზე მისი სქელი ატმოსფერო კი პლანეტას რადიაციისაგან იცავს, მდიდარია წყლის ყინულით. ტიტანზე გვხვდება მდინარეები, ტბები, სქელი ატმოსფერო, ქარები ისევე როგორც დედამიწაზე და წვიმაც კი, მაგრამ ყოველივე ეს არა წყალი არამედ თხევადი მეთანია რომელიც ტემპერატურის გამო (მინუს 170 -180 გრადუსი) თხევადი ფორმითაა წარმოდგენილი

imageზონდ ჰიუგენსის მიერ გადაღებული ფოტო

ტიტანის ზედაპირი კომპიუტერული იმიტაციატიტანის ზედაპირი კომპიუტერული იმიტაცია


თხევადი გაზის დედამიწაზე ჩამოტანა რომ შეგვეძლოს ჩვენს ქალაქებსა და მანქანებს 1000 წლის განმავლობაში ეყოფოდა თუმცა გამოყენება აქვე შეგვიძლია და არსად წაღება საჭირო არ არის თუ ადამიანი გადაწყვეტს ეს შორეული ციური სხეული სახლად აქციოს თუმცა შესაძლებელია სტუმრებიც აღმოვჩნდეთ და ტიტანზე უკვე არსებობდეს ისეთი ცოცხალი ორგანიზმები როგორიც ექსრემოფილებია რომელთაც არსებობა ექსტრემალურ სიტოაციაშიც შეუძლიათ მაგრამ ამ ეტაპზე ეს უბრალოდ თეორიაა.

ტიტანის ტერაფორმირება იგივე მეთოდით უნდა განხორციელდეს როგორც მარსზე ანუ გათბობით ორონდ მარსისაგან განსხვავებით აქ ადამიანი საწვავით უზრუნველყოფილი იქნება



0
195
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსი ბეჟანიშვილი
ალექსი ბეჟანიშვილი
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0