x
image
natia.a
არასოდეს გარეცხოთ მაღაზიაში ნაყიდი ქათამი! ეს ძალიან სახიფათოა!
როგორც აღმოჩნდა, ადამიანთან 90% მაღაზიაში ნაყიდ უმ ქათამს მომზადებამდე რეცხავს. უნდა მოვიქცეთ თუ არა ასე?

image

უმ ქათამში დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიაა, ძირითადად კამპილობაქტერიები და სალმონელა - საჭმლით მოწამვლის ორი მთავარი მიზეზი. ამიტომ, ლოგიკურია, თუ ვიფიქრებთ, რომ მომზადებამდე ნაყიდი ქათამი აუცილებლად უნდა გავრეცხოთ.


მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე არ არის!



უმი ქათმის მომზადებამდე გარეცხვა ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გავრცელებას როგორც ხორცის მთელ ზედაპირზე, ასევე ნიჟარაზე და მაგიდაზე.

image

ჯენიფერ კვინლანი, დრეკსელის უნივერსიტეტის მკვლევარი, მონაწილეობდა ამ თემასთან დაკავშირებულ კვლევაში, რომელიც ჩატარდა აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაკვეთით. კვინლანი აცხადებს, რომ გამოკითხვის მონაცემებით, მომხმარებელთა 90% რეცხავს ნაყიდ უმ ქათამს. მკვლევარი განმარტავს:


"ეს არ აშორებს ბაქტერიებს და არც სპობს მათ. სამაგიეროდ, არის რისკი ამ ბატერიების გავრცელების, რასაც აეროზოლიზაცია ეწოდება".

image

ცოტა ხნის წინ აშშ-ს დეპატრამენტმა წამოიწყო კამპანია სახელწოდებით "კვებითი უსაფრთხოებს ოჯახში", რომელიც აგებულია შემდეგ მოწოდებებზე:


- დაიცავით სისუფთავე. რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები და დაასუფთავეთ ზედაპირები.

- დაყავით. არ დაუშვათ, რომ უმი ფრინველი და მისი წვენი შეეხოს სხვა პროდუქტებს.

- მოამზადეთ ყურადღებით. მზა ფრინველის მინიმალური შინაგანი ტემპერატურა უნდა აღწევდეს 74 °C-ს (გაზომეთ სამზარეულოს თერმომეტრით).

- გააგრილეთ. დროულად შედეთ ქათამი მაცივარში.


დრეკსელის უნივერსიტეტმაც წამოიწყო ანალოგიური კამპანია სახელწოდებით "არ გარეცხოთ ქათმები". პროექტის მიზანია გადააჩვიოს ხალხი ამ მავნე ჩვევას. ზემოჩამოთვლილი ბაქტერიებით დაბინძურებული საკვების მოხმარებამ შეიძლება მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს - და ეს კიდევ არ არის ყველაზე საშიში ვარიანტი.


სალმონელათი დაბინძურებული საკვების მიღებით ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, ცხელება, მუცლის კრუნჩხვები, გულისრევა და ღებინება. მოწამვლის უმეტესობა ორიოდე დღეში გავილის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში იწყება გართულებები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ლეტალური შედეგებიც ახლავს.

image

დიარეას იწვევს საკვებში კამპილობაქტერიებიც. მათ შეუძლიათ ადამიანის მწყობრიდან გამოყვანა მთელი 10 დღის მანძილზე და იწვევენ ძალიან ძლეირ ტკივილს მუცლის არეში. კამპილობაქტერიით მოწამვლასაც შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი შედეგები: კუნთების დასუსტება, ნერვულის სისტემის დაზიანება, ართრიტი და გიიენ-ბარის სინდრომი.


კვინლანის თქმით, უმი ქათმის გარეცხვა არ ღირს ამგვარ რისკად: "ზოგს ჰგონია, რომ გარეცხვით მიკრობებს აშორებენ. ზოგიერთს ჰგონია, რომ ნაყიდი პროდუქტი ჭუჭყიანია და ასე ასუფთავებს, ზოგს კი უბრალოდ ჩვევა აქვს, მექანიკური რეფლექსი - "ყველაფერი უმი გაირეცხოს."


დაბოლოს კიდევ ერთი რჩევა: მზა ქათმის ხორცი აუცილებლად უნდა შევინახოთ თავდახურულ ჭურჭელში და მაცივარში: ოთახის ტემპერატურაზე ყოველთვის არის დაბინძურების რისკი.


ასევე საინტერესოა:

1. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი თაფლი ყალბისგან (+ვიდეოგაკვეთილი)


2. საშიშია თუ არა მწვანე კარტოფილი ჯანმრთელობისთვის - ეს უნდა ვიცოდეთ!

image


3. მაწონი უფრო სასარგებლოა თუ კეფირი? - ეს უნდა ვიცოდეთ!


4. რა განსხვავებაა თეთრ და ყავისფერ კვერცხებს შორის და რომელია უფრო სასარგებლო


5. რა არის ხორცში, რომელსაც რესტორნებსა და მარკეტებში გვთავაზობენ - წარმოუდგენელია!

image


6. რისგან მზადდება სინამდვილეში კარტოფილის ჩიფსები - ეს უნდა იცოდეთ!

image

7. რატომ არ უნდა მივირთვათ ციტრუსი ზამთარში - ექიმების სენსაციური განცხადება

image








2
38828
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
38828
  
2017, 15 იანვარი, 8:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანჩო 777-ის კომენტარზე
2016, 8 დეკემბერი, 23:49
არ გარეცხოთოო? :DDD არ გავრეცხო კი არა, მჭადის ფქვილსა და მარილში რომ გავრეხავ, მერე კანებს ვაცლი, რომ წამოდუღდება, პირველ წყალს ვუცვლი და მაგასაც ძლივს ვჭამ და წარმოვიდგინე, რომ არ გავრეცხო..:D
0 1 2