x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
გარდაიცვალა გრეგორი ლეიკი ლეგენდარული ჯგუფიდან Emerson, Lake & Palmer

image

გრეგორი ლეიკი ჯგუფიდან "ემერსონ, ლეიკ და პალმერი" 69 წლის ასაკში გარდაიცვალა სიმსივნესთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ.


ეს ინფორმაცია დაადასტურა ჯგუფის მენეჯერმა სტიუარტ იანგმა გრეგორი ლეიკის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.


განცხადებაში ნათქვამია:"გუშინ 7 დეკემბერს დავკარგე საუკეთესო მეგობარი, რომელიც დიდხანს და შეუპოვრად ებრძოდა კიბოს."



კლავიშებზე შემსრულებლებმა ჯეფ დაუნსმა ასეთი განცხადება გააკეთა:"ძალიან სამწუხაროა, რომ გრეგ ლეიკი გამოგვაკლდა, ჩვენ რამდენიმე პროექტზე ვიმუშავედ ერთად, მისი დიდი ნიჭი ყოველთვის მოგვაკლდება აწი."


"2016 წელს კიდევ ერთი გენია მოაკლდა მუსიკალურ სამყაროს".

image

გრეგ ლეიკი დაიბადა 1947 წლის 10 ნოემბერს.მუსიკალური კარიერა ჯერ The Gods-ში დაიწყო, სადაც გამოდიოდნენ კენ ჰენსლი და ლი კარსლეიკი(შემდგომ Uriah Heep-ის შემქმნელები) შემდეგ გამოდიოდა King Crimson-ში 1969 წელს, ხოლო 1970 წელს კიტ ემერსონთან და კარლ პალმერთან ერთად შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრესული როკ-სუპერჯგუფი.


ჯგუფს გაყიდული აქვს 40 მილიონი დისკი.


შეგახსენებთ, რომ 10 თვის წინ მისმა კოლეგამ და მეგობარმა კიტ ემერსონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.



იხილეთ აგრეთვე:


ცნობილი ადამიანები, რომლებიც სიმსივნისგან გარდაიცვალნენ


ცნობილი ადამიანები, რომლებმაც კიბო დაამარცხეს



0
26
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0