x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძუნწი ქმრის ანდერძი

image
იყო მამაკაცი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მუშაობდა და ფულს არა ხარჯავდა. როდესაც საქმე ფულს ეხებოდა, მას სიძუნწეში ტოლი არ ჰყავდა. მას ფული ყველაზე მეტად უყვარდა ამ ქვეყანაზე და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ცოლს უთხრა:

— მისმინე, როდესაც მოვკვდები, მთელი ჩემი დანაზოგი კუბოში ჩამიდე. მინდა, რომ ჩემი ფული იმ ქვეყნად, თან წავიღო.
ქალი გულწრფელად დაჰპირდა, რომ თხოვნას შეუსრულებდა და ფულს, უკანასკნელ ცენტამდე, საფლავში ჩაატანდა.
დადგა დღე, და ის მოკვდა. დასაფლავების დღეს, ქვრივი, შავი კაბით, კუბოსთან იჯდა თავის საუკეთესო მეგობართან ერთად. როდესაც გაცილების ცერემონიალი დასრულდა და კუბოსთვის სახურავის დახურვა უნდოდათ, ქვრივი ადგა და დაიძახა:

— ერთი წუთით მოიცადეთ!

მას ხელში ფეხსაცმლის ყუთი ეჭირა. ქალი კუბოსთან მივიდა და შიგნით ჩადო ყუთი. შემდეგ კუბოს დახურეს და წაიღეს.
— იმედია, არ გაგიჟდი და მთელი ფული ამ ბებერ ძუნწს არ გაატანე? — ჰკითხა მეგობარმა მას.

ქალმა კი უპასუხა:

— დიახ, ფული ჩავაყოლე, როგორც შევპირდი. მე მორწმუნე ვარ და ტყუილს ვერ ვიტყოდი. შევპირდი, რომ ფულს სრულად ჩავდებდი კუბოში, და ასეც გავაკეთე.

— გინდა თქვა, რომ მთელი ფული სამარეში გაუშვი? — გაიკვირვა მეგობარმა.

— რა თქმა უნდ, — უპასუხა ქვრივმა, — მე მოვაგროვე მისი ფული, ჩავრიცხე ბანკში ჩემს ანგარიშზე, ხოლო მას – მთელს თანხაზე, ჩეკი გამოვუწერე.

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

ვილა 1 დოლარად

ღარიბი საქმროს ისტორია

კმაყოფილი ცოლი...

დიდი მოგება, მინიმალური დანახარჯებით

იგავი საკუთარი ძალების რწმენაზე

რა უნდათ სინამდვილეში ქალებს?

ბედნიერების რეცეპტი მეფე სოლომონისგან

image

0
713
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
713
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0