x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ახალი წელი 2017. ნაწილი IV– საახალწლო ტორტის რეცეპტი

ტორტი – პრაქტიკულად ყველა დღესასწაულის აუცილებელი ატრიბუტია. და რა თქმა უნდა, ახალი წელი წარმოუდგენელია ყველასთვის საყვარელი დესერტის გარეშე. საახალწლო ტორტი ამ ჯადოსნური ღამის ბოლო აკორდია და ის ისეთივე კარგი და ლამაზი უნდა იყოს, როგორიც ეს დღესასწაულია და არა მარტო ლამაზი – გემრიელიც.

აქ მოცემულია იმ ტორტის რეცეპტი, რომელიც სწორედ დამდეგი ახალი წლისთვის არის შესაფერისი და ის იმდენად დეტალურია, რომ გაკეთებას ყველა შეძლებს.


საახალწლო ტორტი «ზამთრის ალუბალი» (იგივე «ალუბალი თოვლზე»)


image


ინგრედიენტები:


ცომისთვის:


ფქვილი – 350 გრ.


კარაქი ან მარგარინი – 200 გრ.

კვერცხი – 4 ცალი

შაქარი – 200 გრ.

მარილი – 1 მწიკვი

ვანილიანი შაქარი – 2 ჩ. კ

კაკაოს ფხვნილი – 6 ჩ. კ

გამაფხვიერებელი – 2 ჩ. კ.


კრემისთვის:


არაჟანი (20-25% ) – 750 გრ.

ალუბალი (გაყინული ან კონსერვირებული) – 500 გრ.

შაქრის პუდრა – 8 ს. კ.


მომზადება:


1. გაადნეთ კარაქი.

2. გააცალკევეთ ცილა და გული > ათქვიფეთ კვერცხის ცილა მარილთან ერთად. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი მასა, რომელიც თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ გაინძრევა > შეათქვიფეთ შაქარი ნელ-ნელა, ერთ ჯერზე –1 ს. კ. უნდა მიიღოთ მაგარი, პიკებიანი ბეზე > ათქვიფეთ კვერცხის გული სხვა თასში.

3. შეურიეთ ბეზეს კვერცხის გული, მარგარინი და შაქრიანი ვანილინი. ყველაფერი ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ (ხის ან პლასტიკატის კოვზით. ურიეთ ქვემოდან ზემოთ და არა წრიულად), რომ ცილის ქაფი არ დაიშალოს.

4. ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაოს ფხვნილი > ეს ნაზავი დაამატეთ დანარჩენ მასას, ისევ ისე, მსუბუქი და ნელი მოძრაობით.

5. 26 სმ-ს დიამეტრის მქონე საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი > მოათავსეთ შიგნით ნახევარი ცომი და აცხვეთ 20 წუთი, 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

6. იგივენაირად გამოაცხვეთ მეორე ფენა.

7. მიღებული ფენები ორად გაჭერით ჰორიზონტალურად.

8. ათქვიფეთ არაჟანი და შაქრის პუდრა > წაუსვით ფენებს შორის და შიგადაშიგ ალუბალი ჩააყოლეთ.

9. ტორტი მთლიანად კრემით დაფარეთ და ზემოდან გააფორმეთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ საკონდიტრო მძივი ან შოკოლადი გამოიყენოთ. მაგრამ, ეცადეთ, რომ «ზამთრის» ასოციაცია არ დაირღვეს.

10. გამზადებული ტორტი 5 საათით მაცივარში შედგით.

image

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ახალი წელი 2017. ნაწილი I – საახალწლო მენიუ

ახალი წელი 2017. ნაწილი II – საუკეთესო ადგილი ახალი წლის შესახვედრად და საახალწლო სამოსი ქალის, კაცის და ბავშვებისთვის

ახალი წელი 2017. ნაწილი III – საახალწლო ვარცხნილობა მოკლე, საშუალო და გრძელ თმაზე

0
231
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0