x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როცა კი არ ვეხმარებით, არამედ ზიანს ვაყენებთ. შეცდომები, რომელსაც პირველადი დახმარების დროს ვუშვებთ
image
ცხოვრებაში არავინ არ არის დაზღვეული უბედური შემთხვევისგან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ როგორ გავუწიოთ ადამიანს პირველადი დახმარება. სამწუხაროდ ამის შესახებ არც თუ ისე ბევრია ინფორმირებული, ხოლო მათ ვინც ფიქრობს რომ ერკვევა პირველად დახმარებაში, ხშირად ვერ აცნობიერებენ თუ რამდენად დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს დაზარალებულს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე გავრცელებულ შეცდომას, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ, რათა ზიანი არ მიაყენოთ ადამიანს.


რისი გაკეთება არ შეიძლება პირველადი დახმარების დროს:


1. არ დაამუშაოთ ღია ჭრილობა იოდით ან ბრილიანტის მწვანეთი.


ეს სპირტის შემცველი ნივთიერებები იწვევენ ღრმა დამწვრობას, რომლის შეხორცების პროცესს დიდი დრო სჭირდება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დარჩეს ნაწიბური. იოდი და ბრილიანტის მწვანე გამოიყენება პატარა ნაკაწრების დროს.

როგორ მოვიქცეთ: ჭრილობის დეზინფექციისთვის გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანგი ან Chlorhexidine. შემდეგ შეუხვიეთ ჭრილობა ბინტით.imageimage


2. არ ჩაარტყა ზურგში, თუ ადამიანს რამე გადასცდა!

დაუშვებელია იმიტომ, რომ გადამცდარი საგანი შესაძლოა უფრო ღრმად გადავიდეს სასუნთქ გზებში.

გააკეთე სწორად: უკეთესი იქნება მსუბუქად გადაიხაროს წინ და გააკეთოს რამდენიმე ძლიერი ამოსუნთქვა, ხოლო შემდეგ ნელა ჩაისუნთქოს.

თუ ადამიანს გადასცდა და ატყობთ, რომ სუნთქვა უჭირს, გადახარეთ იგი წინ და ზურგზე ძლიერად დაუსვით ხელი რამდენჯერმე კისრის მიმართულებით, თითქოს "ფერთხავ" მას.

imageimage

3. დამწვრობისას არ გამოიყენოთ ზეთი!

ზეთი დაზიანებულ ადგილს აპკივით ეკვრება და ხელს უშლის ჟანგბადის მიწოდებას. ამიტომ ტკივილი უფრო გაძლიერდება, ხოლო დაზიანებული ადგილი არ შეხორცდება.

გააკეთეთ სწორად:

გააგრილეთ დამწვრობის ადგილი. შეგიძლიათ უბრალოდ ცივი წყლის ჭავლს მიუშვიროთ დაზიანებული ადგილი. თუ დამწვრობა ძალიან ღრმა არ არის გამოიყენეთ სარეცხის საპონი, ტკივილი გაყუჩდება და სიწითლე გაივლის.

image

ღრმა დამწვრობის დროს მხოლოდ წყლით გააგრილეთ დაზიანებული ადგილი, დაადეთ სუფთა სახვევი და მიმართეთ ექიმს.image

4. არ დაიზილო მოყინული ადგილები!

ყინვის შედეგად შესაძლოა, რომ სახლში ყურებ, ხელის და ფეხის თითებ მოყინული დაბრუნდეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაიზილოთ მოყინული ადგილები, რადგან ამ დროს სისხლის მიმოქცევა ნელდება.

ამიტომ მოიქეცით ასე: თანდათან გათბით თბილ ოთახში. მიიღეთ ცხელი ჩაი და არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ალკოჰოლი.image
image
5. არ ჩაიცვათ ძალიან თბილად მაღალი ტემპერატურის დროს!

სხეულის ტემპერატურა როდესაც მატულობს, ირღვევა სითბოს გაცვლა. ავადმყოფს ამცივნებს იმის გამო, რომ სხეულის და ოთახის ტემპერატურა განსხვავებულია და სიცხიანი ადამიანი გრძნობს, რომ თითქოს იყინება. მაგრამ თუ ჩაიფუთებით, გახურებული სხეული ვერ შეძლებს გაგრილებას და ტემპერატურა არ დაიწევს.

გააკეთე სწორად: სველი პირსახოცი დაიდე შუბლზე და ზედმეტად არ ჩაიფუთო, გაიხადე ზედმეტი სამოსი.image

6. არ გამოიყენოთ კალიუმის პერმანგანატი იგივე "მარგანცოვკა"!

ყველასთვის ცნობილია, რომ "მარგანცოვკა" ანადგურებს მავნე ბაქტერიებს. ამასთან იგი შეიცავს მიკროკრისტალებს, რომლებიც მთლიანად არ იხსნება წყალში(მთლიანად იხსნება მხოლოდ ადუღებისას) და მისი დალევა აზიანებს ორგანიზმს. ამიტომ აუცილებელი მისი გაფილტვრა. გაუხსნელი კრისტალები კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს და იწვევს ქიმიურ დამწვრობას.

გააკეთე სწორად:

მარგანცოვკის დალევას, სჯობს თანამედროვე მედიკამენტებით ებრძოლოთ მოწამვლას.image

7. არ გადაწიო თავი უკან ცხვირიდან სისხლდენის დროს!

ეს სისხლდენას ვერ შეაჩერებს, მაგრამ სამაგიეროდ მას მიმართულებას შეუცვლის. სისხლი გადავა ყელში და კუჭშიც კი.
გააკეთე სწორად:

დაჯექი გამართული ზურგით და დაიხარე წინ. ცხვირის ნესტოში შეგიძლია ჩაიდოთ 3% წყალბადის ზეჟანგში დასველებული ტამპონი. ასევე შეგიძლიათ ცხვირზე ცივი ნაჭერი დაიდოთ.
image

2
274
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
274
  
2016, 8 დეკემბერი, 0:07
მადლობა
2016, 7 დეკემბერი, 23:33
ძალიან კარგია მომეწონა
0 1 2