x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი რუსლან გალიცკი სირიაში დაიღუპა

image რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია სირიაში მისი უწყების პოლკოვნიკის–რუსლან გალიცკის დაღუპვის თაობაზე.
რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეხუთე გვარდიული სატანკო ბრიგადის მეთაური, პოლკოვიკი გალიცკი სამხედრო მივლინებაში იმყოფებოდა სირიაში და მას დავალებული ჰქონდა მოემზადებინა "ამბოხებულებთან" საბრძოლველად სირიის რეგულარული ჯარების სატანკო დანაყოფების შემადგენლობა.
როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტო " РИА Новости" იუწყება: "პოლკოვნიკი სირიის არაბთა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შემადგენლობას ასწავლიდა ჯავშანტექნიკის გამოყენებით ბრძოლის ტაქტიკას და სტრატეგიას".
პოლკოვნიკი პრეზიდენტ ასადის შეიარაღებული ოპოზიციის მიერ ალეპოს საცხოვრებელი კვარტლის დაბომბვისას დაიჭრა, სადაც სირიელ ოფიცრებთან ერთად იმყოფებოდა. რუსი მედიკოსების მიერ გაწეული ყველა მოქმედება მისი სიცოცხლის გადასარჩენად უშედეგო აღმოჩნდა და რუსი ოფიცერი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
პოლკოვნიკი სიკვდილის შემდეგ წარადგინეს სახელმწიფო ჯილდოზე.



სირიაში "ისალამური ხალიფატის" მებრძოლებმა სირიული "მი 25" ჩამოაგდეს რუსული ეკიპაჟით, ორივე პილოტი დაიღუპა

0
231
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0