x
image
ციცი
Mediator image
ნაოჭების საწინააღმდეგო ნატურალური ნიღაბი-ბოტოქსის შემცვლელი
image
ქალი ყველა ასაკში უნდა უვლიდეს თავს, ამიტომ თუ უკვე სახეზე ნაოჭები გაგიჩნდათ, ეს ნატურალური ნიღაბი თქვენს სახეს ახალგაზრდულ იერს დაუბრუნებს. ნაღებს ბოტოქსის შედეგი აქვს და იგი ყველა ქალიბატონისთვის ხელმისაწვდომია.

ნიღბის მოსამზადებლად კი მხოლოდ სახამებელი, სტაფილო და არაჟანი დაგჭირდებათ.


ინგრედიენტები და მომზადების წესი:

კარტოფილის სახამებელს(1 სუფრის კოვზს) გახსნით ნახევარ ჭიქა ცივ წყალში და ჩაუშვებთ ჭურჭელში, რომელშიც ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი უნდა ჩაასხათ.


შემდეგ შემოდგავთ ცეცხლზე და ინტენსიური მორევით ხარშავთ მასის გასქელებამდე. ამის შემდომ, ამატებთ მოხარშულ სახამებელში 5 სუფრის კოვზ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს და 1 სუფრის კოვზ არაჟანს.

კარგად ამოურევთ მიღებულ მასას და თხელ ფენად დაიტანთ სახეზე. ნიღაბი უნდა გაიჩირეოთ 20-25 წუთი.

დროის გავლის შემდეგ კარგად ჩამოიბანთ სახეს და კანზე დაიტანთ სახის კრემს, რომელსაც თქვენ იყენებთ.

თუკი ნიღაბი ძალიან ბევრი გამოგივიდათ, მისი გამოყენება სამი დღის განმავლობაში კიდევ შეგიძლიათ, მაგრამ იგი აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ.

ასეთი ნიღაბი შესანიშნავად ასწორებს პატარა ნაოჭებს და ნაკეცებს, ატენიანებს სახეს და მოქმედებს თითქმის ისე, როგორც ბოტოქსი.

დიდი ეფექტისთვის ნიღაბი ზედიზედ უნდა გაიკეთოთ სამი დღის განმავლობაში.

რეცეპტში არ არის შეზღუდვები ასაკზე, ვინაიდან მასში არ არის ისეთი ინგრედიენტები, რაც თქვენს კანს ავნებს. ასევე ნიღაბი შეგიძლიათ გამოიყენოთ პრობლემურ ადგილებშიც, შედეგი გაგაოცებთ!


0
2175
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0