x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
უსაფრთხო გათბობა. რა უნდა ვიცოდეთ თუ გაზის გამათბობელით ვსარგებლობთ?!

image

მართალია, ადამიანების ამგვარად გაგუდვის და დაღუპვის ფაქტები ბოლო პერიოდის თბილისში აღარავის უკვირს, მაგრამ დღევანდელი სიტუაციის და ცივი ზამთრის ფონზე აქტუალური გახდა კითხვა: რა შემთხვევაში და როგორ იწვევს სიკვდილს ცე-ო.
ისუსუნო, მძიმე მხუთავიგაზია, რომელიც დახურული სივრცის - ვთქვათ, ბინის - ქვედა შრეებში გროვდება.


ასე ახასიათებენ ქიმიკოსები ბუნებრივი აირის არასრული წვის შედეგად წარმოქმნილ ნახშირჟანგს - ცე-ოს, რომელმაც ბოლო პერიოდის თბილისში არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

უკანასკნელი სტატისტიკით ბოლო სამ თვეში 122-მა ადამიანმა მიიღო გაზით ინტოკსიკაცია და აქედან 8 შემთხვევა დამთავრდა ფატალურად.

როგორც მედიკოსები ამბობენ, სასიკვდილო შედეგი დახურულ სივრცეში ცე-ოს შემცველობაზე, ანუ შესუნთქული გაზის დოზაზეა დამოკიდებული ანუ ”ჟანგბადის ტრანსპორტირება სისხლში აღარ ხდებადა ავადმყოფი იღუპება ჰიპოქსიით - ჟანგბადის შიმშილით.”

ალბათ გაგვიჩდება კითხვა გრძნობენ თუ არა ადამიანები საფრთხის მოახლოებას და რა სიმპტომები ახასიათებს ნახშირჟანგით მოწამვლას?
image

სამწუხაროდ ადამიანი პრაქტიკულად ვერ გრძნობს როგორ იწამლება. შეიძლება იყოს მსუბუქი თავბრუსხვევა, მაგრამ ხშირად მიაწერენ: გადაღლილი ვარ და რაღაც ასეთი. გრძნობს - თითქოს ეძინება და პრაქტიკულად, ძილის მდგომარეობაში გადადის და შემდგომ უკვე, სამწუხაროდ, იღუპება.

მოკლედ ყველაფერი შეუმჩნევლად ხდება და დამოკიდებულია იმაზე, მოუსწრებენ თუ არა გონება დაკარგულს დაღუპვამდე.

ამიტომ თუ გაზით სარგებლობთ და მოულოდნელად, თავბრუს ხვევას ან გულის რევას იგრძნობთ არ დაიზაროთ, აუცილებლად გააღეთ ფანჯარა და ჟანგბადი შემოუშვით სახლში, თუ კუსტარულად გაქვთ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული
აუცილებლად შეამოწმებინეთ, გაზის გათიშვის შემთხვევაში აუცილებლად დაკეტეთ გაზი მთავარი ონკანიდან ასე დაზღვეულები იქნებით ცე-ო ს ინტოკსიკაციისგან

გაზის დაკეტვის შემდეგ სისტემაში გროვდება ჰაერი ამიტომ ონკანის გაღებამდე უნდა გავაღოთ ფანჯარა მოუშვათ გაზი და 5-10 წამი დავიცადოთ რათა სისტემა ბოლომდე დაიცალოს.

თუ გაზის გამათბობელის ან ეგრედწოდებული “კალონკის’’ ყიდვას აპირებთ აუცილებლად უნდა წამოგყვეთ კომპანიის წარმომადგენელი რომელიც თქვენს
შენაძენს დაამონტაჟებს და გამოყენების წესებს აგიხსნით.image

0
1260
3-ს მოსწონს
ავტორი:ბექა მე
ბექა მე
1260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0