x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტანზანიაში 19 წლის ფეხბურთელი მოედანზე გარდაიცვალა(ვიდეო)
image


19 წლის ტანაზანიელი ფეხბურთელი, ფორვარდი ისმაილ ხალფან მრიშო(ISMAIL KHALFAN MRISHO)გარდაიცვალა ქვეყნის ჩემპიონატის მორიგი კალენდარული თამაშის დროს.


საფეხბურთო კლუბ "მბაოს" და "მვადუის" მატჩის 59-ე წუთზე "მბაოს" თავდამსხმელი მეტოქეს მსუბუქად შეეჯახა და წაიქცა.მრიშომ წამოდგომა ვეღარ შეძლო.ცოტა ხანში მსაჯმა თამაში გააჩერა.



მალე მოედანზე სასწრაფო დამხარების ბრიგადა შემოვიდა და ახალგაზრდა ფეხბურთელს ადგილზე დახმარება აღმოუჩინა, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.


ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.


აღსანიშნავია, რომ წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მოედანზე ფეხბურთელი იღუპება, ამა წლის მაისში ფეხბურთელი პატრიკ ეკენგი თამაშის დროს გარდაიცვალა რუმინეთის ჩემპიონატის მორიგი კალენდარული მატჩის დროს.


შარშან მსგავსი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაშიც დაფიქსირდა, ქედის "ბეთლემის" ნახევარმცველი, 27 წლის არჩილ ფარტენაძე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა.






იხილეთ აგრეთვე:


მექსიკაში ფეხბურთელმა წითელი ბარათის ჩვენების გამო მსაჯი მოკლა


10 ფეხბურთელი, რომლებმაც სიცოცხლე საფეხბურთო მოედანზე დაასრულეს!


ცნობილი სპორტსმენები, რომლებიც ასპარეზობის დროს დაიღუპნენ

0
312
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0