x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
საფრთხე, რომელსაც მანქანებისგან უნდა ველოდოთ - ნათია შაკაია

მანქა

დღესდღეობით ყველაზე დიდ ფუფუნებად ითვლება ისეთ სამყაროში ცხოვრება,
სადაც გამონაბოლქვი და ფაბრიკა-ქარხნები არ აბინძურებენ ქალაქს. ეს ფუფუნებაა იმდენად,
რამდენადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში მანქანების რაოდენობის უპრეცედენტო ზრდამ და
ამავდროულად მრეწველობის განვითარებამ ბევრი კარგის გარდა დიდი პრობლემებიც შექმნა.
თითქოს გადაადგილება გაცილებით მარტივია, თუმცა მას უფრო ცუდი გვერდითი მოვლენები აქვს,
ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.


მსოფლიოს დიდ ქალაქებში ძალიან დიდ პრობლემას
ქმნის კილომეტრიანი საცობები, სადაც შესაძლოა რამდენიმე საათიც დაყოვნდეთ. სჭირდება
კი მსოფლიოს ამდენი მანქანა? მაგალითად, ერთი პატარა ქვეყნის საქართველოს მოსახლეობა
დაახლოებით 3.5 მილიონ ადამიანს შეადგენს, სტატისტიკას თუ შევხედავთ, საქართველოს დედაქალაქის
ქუჩებში ძალიან ბევრი მანქანაა, იმაზე მეტი ვიდრე საჭიროა. მანქანების ჭარბი რაოდენობა
ქმნის ძალიან დიდი რაოდენობის გამონაბოლქვს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანოა.
სწორედ ეს არის მიზეზი, რომ უფრო და უფრო მეტად მინდება სადმე ქალაქგარეთ, ზედემტი
ხმაურისა და დაბინძურებული ჰაერისგან შორს ცხოვრება.


ეს ერთ პატარა ქვეყანაში ხდება და რა შეიძლება
ვთქვათ ისეთ მეტროპილიტენებზე როგორიცაა ნიუ
იორკი, პეკინი, ტოკიო და ასე შემდეგ, სადაც გაცილებით მეტი მოსახლეობაა. წარმოიდგინეთ
ზაფხულის ერთ ცხელ დღეს 62 მილის რადიუსზე გადაჭიმულ საცობში მოხვედრა? შეიძლება ჩვენთვის
ძნელი წარმოასადგენია, მაგრამ არა ჩინეთის მოსახლეობისთვის, სადაც 2010 წლის აგვისტოში
დაფიქსირდა მსოფლიოს ყველაზე დიდი 62 მილის საცობი, რომელმაც 12 დღეს გასტანა. არც
არის გასაკვირი, რომ ჩინეთს ამ დღის შემდეგ ყველა დროის “საცობის დედა” ეწოდა.


ამა წინათ საინტერესო ცნებას წავაწყდი, თურმე არსებობს “საცობის
სტრესის სინდრომი”, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის გონებრივ თუ ფიზიკურ განვითარებაზე
და რაც ყველაზე მთავარია, მას ადამიანის დნმ-ზეც კი შეუძლია უარყოფითი ზეგავლენის მოხდენა.
ეს არის დაავადება, რომელიც მძღოლებზე არაერთგვაროვნად მოქმედებს და შიშის გრძნობას
უღვიძებს, რაც შემდგომ მანქანის გაუაზრებელ მართვას იწვევს.


ჩინეთის მაგალითი შესანიშნავია იმის გასაგებად,
თუ რამხელა საფრთხეს უნდა ველოდოთ მომავალში მანქანებისგან. სტატისკის მიხედვით
2016 წლისთვის 7 მილიონი მანქანის იმპორტს ელოდებიან ჩინეთში. უფრო მეტიც, ამ უდიდეს
ქვეყანაში დაახლოებით 14 მილიონი მანქანა იყიდება ყოველ წლიურად. მთავრობის მოწოდება მოსახლეობისთვის ამდენი მანქანის
ყიდვისგან თავი შეეკავება თითქმის უშედეგო მცდელობა აღმოჩნდა. ამიტომ, არც არის გასაკვირი,
რომ ჩინეთის მოსახლეობა დღიურად დაახლოებით 2-3 საათს ატარებს საცობში.


ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე კარგ საშუალებად
მიმაჩნია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება. მთავრობამ უფრო კომფორტული უნდა
გახადოს მეტროთი, ავტბუსებით და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა.ჩემი აზრით,
განსაკუთრებით უნდა გაიზარდოს მეტროს პოპულარიზაცია, რაც მკვეთრად შეამცირებს გზებზე
საცობების რაოდენობას და ამასთანავე შემცირდება მანქანის გამონაბოლქვიც რაც ადამიანებში
ჯანმრთელობაზე საზიანოდ მოქმედებს.


ჩემი რჩევა იქნება, დატოვეთ სახლში მანქანა
თუნდაც კვირაში ერთხელ, ვიცხოვროთ უფრო მშვიდ და სუფთა გარემოში.





0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ტატა ბოკუჩავა
ტატა ბოკუჩავა
13