x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას ნიშნავს იყო ბავშვი და ისიც სირიაში! (ყველაზე დრამატული ფოტოები)

სირია, მთელი მსოფლიოსთვის მტკივნეული და ამავდროულად საშინელი ქვეყნაა. სირიის არაბული რესპუბლიკა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვისსანაპიროზე. ეს არის ნაყოფიერი ველების, მთებისა და უდაბნოების ქვეყანა. სირიის მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ერაყი, იორდანია, ისრაელი, ლიბანი. ფართობი შეადგენს 185.180 კვ.კმ-ს. ამ მუსლიმანურ ქვეყნის დედაქალაქია - ისტორიული ქალაქი დამასკო. სირიის მემკვიდრეობაშია - პალმირა, რომელიც რომაული პერიოდის ბრწყინვალე ნაქალაქარია.


image


რას ნიშნავს იყო ბავშვი და ისიც სირიაში?! - რათქმა უნდა ძალიან რთულია. ბავშვებისთვის ყველაზე ცუდ საცხოვრებელ ადგილად სირია გამოცხადდა, ყოველდღე ათობით უდანაშაულო ბავშვი, ლიდერი ქვეყნების დაბომბვის შედეგად იღუპება.


image


100 000 -ზე მეტი ბავშვი, რომელიც ომის ეპიცენტრში იმყოფება და გადარჩენისთვის, ზოგჯერ ღამითაც არ იძინებს! ეს მათი მათი უბედური ბედისწერაა...


image


2017 წელს უკვე მეექვსე წელი გახდება, რაც სირიაში ომი მიმდინარეობს, ქვემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ 5 წლის უმრან დაქნეშს, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ბავშვების დრამატულ ცხოვრებას სირიაში!

image


სირიაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე, 5 მილიონ ბავშვს, აქვთ სხვადასხვა ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური პრობლემები. ისინი ყოველ წუთს სიკვდილის შიშით ცხოვრობენ!


image


ძალიან ბევრი ბავშვი, იძულებული გახდა გადასულიყო ლტოლვილთა ბანაკში, სადაც საკმაო განათლებას ვერ იღებენ. ვისი ბრალია ეს ყველაფერი თუ არა ტერორისტების?!! სამწუხაროდ რამოდენიმე ბავშვის მამაც მაგ ტერორისტებს შორისაა და ისინი შორიდან უყურებენ საკუთარი შვილების ტანჯვას, ჯოჯოხეთურ ცხოვრებას!

image


გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებებს 10 000 ბავშვის სიკვდილი მოჰყვა, ხოლო UNICEF(გაეროს ბავშვთა ფონდი)- ის თანახმად ეს ციფრები ბევრად აღემატება 10 000-ს...


image


აი ის ბავშვი, რომელსაც ფოტოაპარატი, ცეცხლასასროლი იარაღი ეგონა! ამ ფოტოს ემოციების გარეშე ვერ შეხედავთ!

image


რა სჭირს მსოფლიოს?! რა სჭირს საფრანგეთს? აშშ-ს? რუსეთს? თურქეთს? ისინი ხომ ჯერ კიდევ ბავშვები არიან...რატომ კლავენ? ყველაფერზე არსებობს პასუხი, თუმცა ყველა პასუხი გასამართლებელ საბუთს არ ნიშნავს! წარმოგიდგენთ ყველა დრამტულ ფოტოებს სირიიდან, სადაც ბავშვების რთული ცხოვრებაა აღწერილი!


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

იხილეთ ასევე:

1 - რატომ მიიპყრო საუდის არაბეთმა მსოფლიოს ყურადღება?!

2 - შოკისმომგვრელი კადრები კოლუმბიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავიდან, სადაც ბრაზილიელი ფეხბურთელებიც იმყოფებოდნენ!

3 - "ცოცხლად ჩამარხულები" - აპოკალიფსური სოფელი რუსეთში!

4 - მდიდარი ახალგაზრდების, გაბრწყინებული ცხოვრება საბერძნეთიდან!

5 - ბრიტანეთის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები, ნახეთ როგორ ერთობიან ისინი!



1
575
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
575
  
2016, 9 დეკემბერი, 14:26
ვაიმე ცუდად გავხდი :(( არც ერთი ომი არ ღირს ბავშვის ერთ ცრემლადაც კი ...:((((((((
0 1 1