x
რა უნდა იცოდეთ თუ ვაზის დარგვას და ღვინის დაყენებას აპირებთ

image
როდესაც ადამიანი ვენახის გაშენებას და ღვინის
დაყენებას გადაწყვეტს, ხშირ შემთხვევაში მისი ცოდნა ამ საქმიანობასთან
დაკავშირებით, ვერაა სათანადო დონის და ამიტომ, იგი ცდილობს უკეთ გაერკვეს
პირველ რიგში იმაში, თუ როგორ გააშენოს ვენახი და როგორ მოუაროს ვაზს.
გთავაზობთ პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე იმ ადამიანებისგან, ვისაც
ვენახის გაშენება და მეღვინეობა აქვთ გადაწყვეტილი.


კითხვა: ვაზი რა სიღრმეზე უნდა დავრგოთ და რამდენია დაშორება ნარგავებს შორის?


პასუხი: ვაზი ირგვება დაახლოებით ისე, რომ 2 საკვირტე უნდა დარჩეს
მიწაში, ანუ სადღაც 30-35 სანტიმეტრის სიმაღლეზე. ვაზებს შორის დაშორება
ჯობია, რომ იყოს 1.4 ან 1.5 მეტრი, იმიტომ რომ ჰაერაცია მეტი აქვს და უფრო
თამამი იზრდება. თუ ახლოს დარგავთ. მაშინ მოსავლიანობა ნაკლები ექნება.


კითხვა: როდის უყენებენ ვენახს სარებს?


პასუხი: სარები უნდა დაერჭოს გაშენებიდან მესამე წელს, როდესაც ვაზი
მიაღწევს ზრდასრულ ასაკს. სარი რომ დადგება, უნდა გაიბას მავთულიც და ვაზი
დაკავდეს მავთულზე.


კითხვა: როგორ ირწყვება ვენახი. რამდენჯერ ან როდის?


პასუხი: ძირითადად მხოლოდ ახალშენი ვენახი ირწყვება. ზოგან კი ესეც არაა
საჭირო. მაგალითად, სიღნაღის უკანა მხარის სოფლებში საერთოდ არ ირწყვება,
მაგრამ მოსავლიანობა საკმაოდ კარგია, მაინც რადგან წვიმა თავისას აკეთებს.
მაგრამ ახალ დარგულ ვაზს თავიდან სამ დღეში ერთხელ თითო ლიტრა წყალი რომ
დაესხას ძირებში, უფრო ადვილად იხარებს და საქმეც გაადვილდება.


კითხვა: რა წამლის შეტანა უნდა მოხდეს ვენახში?


პასუხი: ახალ დარგული ვაზი როგორც კი იხარებს - იწყება წამლობა. ახალი
ვაზი ჯერ მიწის პირზეა და პატარაა, ამიტომ მიწიდან ნესტს იღებს ღამღამობით,
ნამი რომ ეცემა და ეს ნესტი და ნამი დაავადებების: ნაცრისა და ჭრაქის
რესურსია და პატარა ვაზი აუცილებლად უნდა იწამლოს. ყველა ვენახს
სხვადახვანაირი წამლობა სჭირდება. ამიტომ, კარგი აგრონომის კანსულტაცია
აუცილებელია.


კითხვა: რა დროა საჭირო სრულ სიმწიფემდე და როგორ ხდება ამის შემოწმება?


პასუხი: ახალი დარგული ვაზი მესამე წელს გვაძლევს უკვე მოსავალს, ნუ
მოსავალი პირველ წელსვე შეგიძლიათ დაასხმევინოთ, მარა მერე ვაზი კნინდება.
ამიტომ, მესამე წლამდე უნდა სხვლა, რომ არ დაისხას და მთლიანი რესურსი
ზრდაზე მოიხმაროს. მესამე წლიდან კი შეგიძლიათ დაკრიფოთ ყურძენი. ხოლო
მეოთხე წელს სრული დატვირთვით მიიღებთ მოსავალს.


კითხვა: როდის და რა მეთოდით იკრიფება ვენახი?


პასუხი: მტევნების კრეფა იწყება სადღაც სექტემბრის ბოლოსკენ, ანუ როცა
ყურძნის შაქრიანობა იზრდება 21-24 გრადუსამდე. მაგრამ არიან ქარხნები,
რომელიც მკვახეს იბარებენ ცქრიალა ღვინისათვის, შამპანურისთვის.


რაც უფრო მეტად მწიფდება ყურძენი, მით უფრო იკლებს წონაში. ანუ მზე
აორთქლებს წყალს და რჩება მარტო შაქარი. შაქრიანობის შემოწმება კი
სპეციალური ე.წ თერმომეტრით ხდება. გამოწურავენ ცოტაოდენ წვენს, აგდებენ
შიგ სპეციალურ თერმომეტრს და იგებენ შაქრიანობას.

0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ილარიონოვა
თამარ ილარიონოვა
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0