x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
თუ გსურს გამოიყურებოდე მოდურად და იყო თავდაჯერებული...
გარეგნობის, სტილის საკითხს სხვადასხვა ტიპის ადამიანი სხვადასხვაგვარ ყურადღებას აქცევს.

საქართველოში, საზოგადოების წევრები სხვადასხვა კატეგორიებად იყოფა, თუმცა არა მარტო საქართველოში, უბრალოდ ზოგიერთი ნაწილი ქართულ რეალობაში უფრო მკვეთრადაა გამოყოფილი.

როგორც ვიცით არსებობს ე.წ " ქუჩის მოდა"... გაცვია ის რაც გინდა და გსიამოვნებს. არ კარგავ ინდივიდუალიზმს და ორიგინალურობას.

ჩემი აზრით სწორი აზრია, რომ ჩაცმულობა ბევრ რამეს გამოხატავს. ხასიათს, განწყობას, ხშირად გარემოსთან დამოკიდებულებასაც კი... ალბათ ამაში მხოლოდ მცირე ნაწილი არ დამეთანხმება, უფრო მეტად კი ის კატეგორია ვისთვისაც სამოსი მხოლოდ სამოს-ელია და სხვა არაფერი...


მოკლედ ამაზე ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილს მინდა ვესაუბრო ვისაც სურს მოდურად გამოიყურებოდეს...ან ვისაც სურვილი გაუჩნდება.



თუ ხარ თამამი და ამავდროულად გსურს გამოიყურებოდე მოდურად შეგიძლია მოირგოთ მოკლე ქვედაბოლო, როგორც სადა, ისე პრინტიან და ფაქტურიან ქსოვილზეც შეიძლება გაკეთდეს აქცენტი.image

image

თუ მიდიხართ სადმე და გსურთ გამოიყურებოდეთ ელეგანტურად, მაშინ აქცენტი შავსა და შინდისფერზე გააკეთეთ. ხაზს გაუსმევთ თქვენს დახვეწილობას. მრავალფეროვნებისთვის მბზინავი აქსესუარების გამოყენაბაცაა შესაძლებელი.image

წელს ფეხსაცმელსა თუ ე.წ შუზებთან დაკავშირებით აქტუალურად მრგვალი ცხვირი და სქელი ქუსლი აღინიშნა ტენდენციურად, რა თქმა უნდა ეს სტილი სახეშეცვლილი იქნება 2017 წლის კოლექციებში, მაგრამ ასეთი სტილის ფეხსაცმელი საკმაოდ კომფორტული გახლავთ. რაც გსიამოვნებს კი ყოველთვის აქტუალური იქნება თქვენთვის.



თუ გსურთ თქვენი ყოველდღიური ჩაცმულობა იყოს განსაკუთრებული და მოდური, პასტელურ ტონალობებზე გააკეთეთ აქცენტი. მოირგეთ მაღალწელიანი ჯინსი და შეუხამეთ ბომბერის სტილის ქურთუკი ან ე. წ პიჟამა პერანგი.image


შეგიძლიათ აქცენტი რაიმე განსაკუთრებულ ფერზე გააკეთოთ, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი ან ბორდო... განსხვავებულის მიზნით ცხოველური პრინტიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სამოსისა თუ აქსესუარის არჩევისას.


აქტუალურია კუბოკრული პრინტი, რომელიც ყოველთვის ასოცირდება ცივ, სუსხიან ამინდთან. სასურველია ეს პრინტი სხვადასხვა ტონალობებში იყოს წარმოდგენილი. თუ არჩევანს

ამ ტენდენციაზე შეაჩერებთ ასე ნამდვილად მოდური იქნება თქვენი ჩაცმულობა.

image

image


მამაკაცების შემთხვევაში ყოველდღიური სტილი თავისუფლად შეიძლება იყოს სპორტული. შეგიძლიათ მოირგოთ სპორტული ფეხსაცმელი, შარვალი, სპორტული ბლუზა და ბომბერის სტილის ქურთუკი

imageimage
ქურთუკებს რაც შეეხება სხვადასხვა სტილისა და ფორმის ქურთუკია ტენდენციური. არჩევანი მხოლოდ თქვენზეა, იმის მიხედვით, თუ როგორ გსურთ რომ გამოიყურებოდეთ.imageimageimage

რა თქმა უნდა დროისა და სეზონების ცვალებადობასთან ერთად კოლექციები იცვლება...მათ შორის აქტუალური ფერები და უფრო მეტად ტენდენციური მასალები დროის მონაცვლეობის მსგავსად ენაცვლებიან ერთმანეთს... და მაშინ როცა უკვე გაქვს შენი ჩამოყალიბებული სტილი სწორედ ისაა აქტუალური და მიდიხარ იმ ხაზით, თუმცა გარკვეული შტრიხების შეტანა მიმდინარე წლის მოდიდან არასდროსაა ურიგო.

ავღნიშნე და ნამდვილად ასეცაა გარეგნობა ხშირ შემთხვევაში ადამიანის ინდივიდუალიზმს გამოხატავს, ამიტომ გისურვებთ თქვენი სტილის პოვნას, რაც არც ისე მარტივი საქმეა...



0
114
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0