x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცით რომელია ამ ბანანებიდან ყველაზე სასარგებლო? - ბევრს გაუკვირდება!
image
ბანანი ბევრისთვის საყვარელი და თან ძალიან სასარგებლო პროდუქტია. იგი მდიდარია კალიუმით, რკინითა და თუთიით, რის გამოც შეუცვლელი პროდუქტია კუჭ-ნაწლავის, თირკმლის, ღვიძლის და გულის პრობლემების დროს, ასევე ანემიისას. ამას გარდა, ბანანი მაღალი ენერგეტიკული ღირებულებისაა, რაც გვეხმარება სწრაფად აღვიდგინოთ ძალები გრძელვადიანი ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვის შემდეგ.


მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ავარჩიოთ სწორად ბანანი.


ბანანს აქვს მომწვანო-ყვითელი შეფერილობა და თანდათან, დამწიფებასთან ერთად მუქდება. დააკვირდით სურათს და შეეცადეთ ყოველთვის აირჩიოთ ისეთი, როგორიც 5-დან 7 ნომრამდეა წარმოდგენილი. საბოლოოდ ყვითელ კანზე ჩნდება მუქი ფერის ლაქები, შემდეგ კი ბანანი საერთოდ ყავისფერდება. მაგრამ სხვა ხილისგან განსხვავებით, ეს არ ნიშნავს, რომ ბანანი გაფუჭებულია.


პირიქით, რაც უფრო მუქია ბანანი, მით მეტია მასში სპეციფიური ექსტრაუჯრედული ცილა - სნფ, რომელიც იშიფრება, როგორც სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი. ეს არის სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერება, რომელიც გვეხმარება ორგანიზმში უჯრედების ანომალიებთან ბრძოლაში.
image

კვლევები ადასტურებს, რომ გადამწიფებული ბანანი შეიცავს სწორედ სნფ-ს, რომელიც ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების ზრდასა და გავრცელებას.



ანტიოექსიდანტებთან ერთად, რომლებიც ასევე ძალიან დიდი რაოდენობითაა ბანანში, სნფ აძლიერებს იმუნურ სისტემას.

იაპონელმა მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ რაც მეტად მწიფდება ბანანი, მით მეტი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოვანას, С ვიტამინს, В ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმსა და ანტიოქსიდანტებს.


მაგრამ გამუქებული ბანანის ამ სასარგებლო თვისებებით არ შემოიფარგლება აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა:

image


1. აღნიშნულ ხილს გააჩნია ანტაციდური მოქმედება და შეუძლია თავიდან აგაცილოთ გულძმარვა და მჟავური რეფლუქსი. ერთმა ბანანმაც კი შეიძლება საგრძნობი შვება მოგვიტანოს აღნიშნული პრობლემის დროს.


2. ბანანი გვეხმარება სისხლის წნევის დაწევაში. იმის გამო, რომ მათში ბევრი კალიუმია, მაგრამ მცირე რაოდენობით ნატრიუმი, ეს ხილი შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა ინსულტისა და გულის შეტევის წინააღმდეგ. ბანანი - ეს არის ჯანსაღი საკვები გულისათვის.


3. აღნიშნული პროდუქტი დამატებით ენერგიას გვანიჭებს. თუ ვარჯიშის წინ მიიღებთ 1-2 ბანანს, ეს მოგცემთ საკმარის ენერგიას ერთი საათის მანძილზე ინტენსიური ვარჯიშისთვის. ნახშირწყლების დაბალი გლიკემიური ინდექსი, ვიტამინები და მინერალები ამაღლებს სხეულის ამტანობას, ხოლო კალიუმი ხელს უშლის კუნთების კრუნჩხვას.


4. ბანანი სასარგებლოა ანემიის დროს. იგი შეიცავს საკმარისი დოზით დიეტურ რკინას, რაც სტიმულირებას ახდენს სისხლის წითელი უჯრედებისა და ჰემოგლობინის წარმოქმნას და, შესაბამისად, აძლიერებს სისხლის ნაკადს.


5. ბანანის მიღება შეიძლება შეუზღუდავად, მაშინაც კი, თუ კუჭის წყლული გაწუხებთ. მისი რბილი და ფაფისებური ტექსტურა ედება კუჭს და იცავს მას აგრესიული მჟავებისგან.


6. ბანანი გვეხმარება დეპრესიასთან გამკლავებაში. ტრიფტოფანი, რომელსაც იგი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს, ორგანიზმის მიერ გადამუშავდება სეროტონინად (ე.წ. "ბედნიერების ჰორმონი"), რომელიც ტვინის ნეირომედიატორია და ხელს უწყობს ადამიანს მოდუნებაში, ბედნიერების შეგრძნებასა და უბრალოდ გუნება-განწყობის გამოკეთებაში.


7. ბანანი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მასში არსებული დიდი რაოდენობით ბოჭკოვანა ასტიმულირებს ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას და შველის ყაბზობას.


8. ბანანი სასარგებლოა ნერვული აშლილობისა და წინა მენსტრუალური სინდრომის დროს. ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. მასში არსებული დიდი რაოდენობით ვიტამინი В, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ადუნებს.


9. ხელს უწყობს სხეულის თერმორეგულაციას. თუ ბანანს ცხელ ამინდში მივირთმევთ, დაეხმარება სხეულის ტემპერატურის დაწევას.

image

თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ზოგჯერ მკვახე ბანანიც სასარგებლოა. მათში ცოტა რაოდენობით შაქარია და ამიტომ მათი მიღება შეუძლიათ დიაბეტის მეორე სტადიის მქონე ადამიანებს. ამას გარდა, ამგვარი ბანანი შეიცავს პრობიოტიკურ ბაქტერიებს.
ამასთან, სახამებლის დიდი რაოდენობის გამო უმწიფარი ბანანი უფრო მალე იწვევს დანაყრების გრძნობას.


საბოლოოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ბანანი ძალიან სასარგებლოა. მთავარია, არ შეშინდეთ გადამწიფებული და ფერშეცვლილი ამ პროდუქტის დანახვისას - იცოდეთ, რომ ამ მდგომარეობაში იგი გაცილებით სასარგებლო და გემრიელია, ვიდრე გგონიათ.


ასევე საინტერესოა:


1. კომში - ხილი, რომელსაც საოცარი თვისებები აქვს - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

2. რატომ არ უნდა მივირთვათ ციტრუსი ზამთარში - ექიმების სენსაციური განცხადება

3. 9 პროდუქტი, რომელიც ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნას უწყობს ხელს

4. როგორ დავიკლოთ ბანანის საშუალებით - იაპონური დიეტა, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო


2
29895
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
29895
  
2016, 7 დეკემბერი, 11:14
ხოო, ბოლო დროს მეც მომწონს:))
2016, 6 დეკემბერი, 22:48
ეგ არ ვიცი, მაგრამ საიტს ნელ-ნელა ვუმუღამებ მგონი :)
0 1 2